in

როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ კრიტიკული უკუკავშირი

დღევანდელ სამუშაო გარემოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია წარუმატებლობის ადეკვატურად მიღება. ჩვენ ახალი აღმოჩენების, მუდმივი ცვლილებებისა და სიახლეების ერაში გვიწევს ცხოვრება და არაა გასაკვირი, თუკი ჩვენი საქმიანობა ყოველთვის ამგვარი ტემპის რელევანტური ვერ იქნება. შესაბამისად, კრიტიკული უკუკავშირის სხვებისგან მიღებასთან, პირველ რიგში, უნდა ვადაპტირდეთ, ხოლო შემდგომ, უნდა გავიაზროთ, რომ ეს სულაც არაა ცუდი მომენტი – პირიქით, სწორედ ამგვარი გზით შეიძლება პროფესიულად გაზრდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმისთვის, რომ მსგავს კრიტიკას შევეგუოთ და ჩვენი გონებისთვის მისაღები გავხადოთ, საჭიროა, ჩვენი გონება სხვაგვარად “გადავაწყოთ”.

როგორ?

ნეიროპლასტიკის მეშვეობით

ტვინს აქვს უნარი, ბევრი მცდელობის შედეგად კონკრეტული საკითხის მიმართ გამყარებული აზრი შეცვალოს. ჩვენი ქმედებებითა და ახლებური აზრებით აბსოლუტურად შესაძლებელია ჩვენს ტვინში დამკვიდრებული წარმოდგენები შევცვალოთ. სრულიად ახალი “ბილიკები” გავიყვანოთ მასში.

თუკი აქამდე კრიტიკას უარყოფითად უყურებდით, ეცადეთ ნებისმიერ ამგვარ უკუკავშირს დადებითად, სიხარულით უპასუხოთ, თუნდაც ეს იძულებითი იყოს. რამდენჯერმე მსგავსი ქმედების გამეორებით გონებაში დამკვიდრდება აზრი, რომ კრიტიკა უარყოფითი სრულიადაც არ არის. რეალურად ხომ სწორედ ჩვენივე შეცდომებზე ვსწავლობთ. ამ შეცდომებზე კი თუ სხვები მიგვითითებენ ამით არაფერი შავდება.

გაიხსენეთ X + Y პრინციპი 

წარმოიდგინეთ, რომ რასაც თქვენ აკეთებთ არის X, ხოლო რასაც სხვები გეუბნებიან არის Y. Y ერთგვარად ზედმეტი, თქვენთვის უცნობი შესაძლებლობებია, რომლებსაც თუკი დააკვირდებით, უფრო მეტ შედეგიანობას მოგიტანთ. X-სა და Y-ის ჯამი დადებითი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ადეკვატურად მიიღებთ სხვების კრიტიკას და თუნდაც არ იყოს თქვენი საქმისთვის რელევანტური ეს კრიტიკა, მასში საჭირო მარცვალს აღმოაჩენთ.

გაითვალისწინეთ, რომ Gall-up-ის კვლევამ აჩვენა, რომ მენეჯერები, რომლებიც მუდმივ უკუკავშირს იღებდნენ პროდუქტიულობის 8.9%-იანი ზრდა აჩვენეს.

ისწავლეთ, თუ როგორ მიიღოთ თქვენი წარუმატებლობა

თუკი გუნდის ლიდერი ხართ და თუკი გსურთ, რომ საკუთარ გონებაში წარუმატებლობის ადეკვატურად მიღება შეძლოთ, მთლიან კომპანიაში უნდა დაამკვიდროთ პრინციპი, რომ “თქვენ გიყვართ წარუმატებლობა”. შესაბამისად, კომპანიაში კრიტიკა და ნებისმიერი ტიპის უკუკავშირი იქნება ბუნებრივი.

თუმცა, პირველ რიგში, თქვენც და თქვენ გარშემომყოფებმაც უნდა გაიაზროთ, რომ უკუკავშირის დაბრუნება სრულიადაც არ ნიშნავს წარუმატებლობას. უკუკავშირი უნდა გახდეს არა ვალდებულება, არამედ კომუნიკაციის ფორმა.

თუმცა, ყველაფერ ამასთან ერთად, თქვენი გუნდის წევრებს სწორი უკუკავშირის დაბრუნებისკენ მოუწოდოთ. ხშირად, ზედმეტი გულწრფელობა ვნებს ხოლმე ჯანსაღ უკუკავშირს. ამიტომაც, უკუკავშირის ტრადიციის დამკვიდრებასთან ერთად ეცადეთ, მისი სწორი ფორმა დაამკვიდროთ.

 

წყარო: Fast Company



ახალი ბაზარი ახალი შესაძლებლობებით – ქართული კომპანია Noxtton შვეიცარიის ბაზარზე შედის

ისევ, შიშველი ხელებით! – ანუ ველოტრეკიდან ველოსერვის Hippo Velo-მდე