in

გზები, თუ როგორ გავხადოთ ვარჯიში ყოველდღიური ჩვევა

ძალიან ბევრი ადამიანის სურვილია, ვარჯიში ყოველდღიურ ჩვევად გაიხადოს – გაჰყვეს გაწერილ გეგმას, არ ჩაააგდოს დღე და მიაღწიოს სასურველ შედეგს. თუმცა, როგორც წესი, ამის გაკეთება ბევრს ძალიან ურთულდება. საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც ყველაფერს, ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას გარკვეული მოთმინება და მონდომება სჭირდება.

ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რჩევები, თუ როგორ გახადოთ ვარჯიში ყოველდღიური ჩვევა:

განსაზღვრეთ დრო

გადაწყვიტეთ, დილაობით, ლანჩის დროს თუ საღამოს ივარჯიშებთ და ეცადეთ, არ გადააცილოთ ამ დროს. თუ დრო არ დანიშნეთ, სავარაუდოდ, მას გადადებთ მანამ, სანამ მეტი დრო ან ენერგია არ გექნებათ; ასე რომ, ნუ მიაჩვევთ თავს გადადებას, გააკეთეთ ის იმ დროს, როცა დათქვით.

გაუგზავნეთ საკუთარ თავს შეხსენების ტექსტი

არსებობს უამრავი გზა/აპლიკაცია იმისთვის, რომ საკუთარ თავს შეხსენების ტექსტი გაუგზავნოთ; მისი წყალობით, თქვენ არასდროს დაგავიწყდებათ, რომ უნდა ივარჯიშოთ და რომც არ დაგავიწყდეთ, ეს შეტყობინება გიბიძგებთ, რომ გააკეთოთ.

დაიწყეთ მცირედით

ეს ალბათ ყველაზე სასარგებლო რჩევაა. ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ, თუმცა, ეს საჭირო სულაც არ არის. როდესაც პირველად ცდილობთ, ვარჯიში ყოველდღიურ ჩვევად აქციოთ, დიდი შანსია რომ, თქვენი სხეული არ შეეჩვევა დიდ დატვირთვას. ამიტომაც, დასაწყისისთვის მხოლოდ 20 წუთი ივარჯიშეთ. მთავარია, ნელ-ნელა სხეული ყოველდღიურ ვარჯიშს მიაჩვიოთ.

ნელ-ნელა გაზარდეთ პროგრესი

მას შემდეგ, რაც თქვენი სხეული ყოველდღიურ ვარჯიშს შეეჩვევა, ნელ-ნელა შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიშის რაოდენობისა და ინტენსივობის გაზრდა. გაზრდეთ მინიმუმ ორი კვირის შემდეგ. ხოლო მას შემდეგ, რაც სხეული კომფორტულად იგრძნობს თავს ამ ვარჯიშების დროს, შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიშის ხანგრძლივობის გაზრდა 30 – მდე და შემდეგ 40 წუთით, საბოლოოდ კი ერთ საათამდე. ამის გაკეთების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ ინტენსივობა – მაგალითად, უფრო სწრაფად ან უფრო მკაცრად შესრულება. შეეცადეთ, არ გაზარდოთ ერთდროულად რაოდენობაც და ინტენსივობაც.

გახადეთ სასიამოვნო

თუ ჩვევას ტკივილს დაუკავშირებთ, ყოველთვის მოგინდებათ, მას თავი აარიდოთ. მაგრამ თუ ეს თქვენთვის სიამოვნება იქნება, თქვენ მოუთმენლად დაელოდებით მის გაკეთებას. სწორედ ამიტომ, ახალი ჩვევის ამ საწყის ეტაპზე ყურადღება გაამახვილეთ სიამოვნებაზე. ჩართეთ მუსიკა, ივარჯიშეთ სასიამოვნო გარემოში, იფიქრეთ პოზიტიურად და ეს აუცილებლად გამოგივათ.

დააწესეთ შედარებით მსუბუქი დღე

ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. რის გამოც საჭიროა, თქვენმა სხეულმა დაისვენოს. ამას მარტივად მოახერხებთ, თუკი მხოლოდ 20 წუთს ვარჯიშობთ. მაგრამ მაინც კარგია ერთდღიანი დასვენება, როცა არ გააკეთებთ იმავე ვარჯიშებს, რასაც დანარჩენ ექვს დღეს. თუ მეტი დასვენება გჭირდებათ, შეგიძლიათ 20 წუთიანი სიარული, ან თუნდაც მხოლოდ მედიტაციის სესია. მთავარია ყოველდღე გააკეთოთ რაიმე.

არ გამოტოვოთ დღე

ადვილი სათქმელია: ”პრობლემა არ არის, მე ამას ვაკეთებდი ხუთი დღის განმავლობაში … დღეს გამოტოვებ!” მაგრამ ეს გაართულებს თქვენთვის ჩვევის ჩამოყალიბებას. თანმიმდევრულობა მთავარია, ამიტომ შეეცადეთ არ გამოტოვოთ ერთი დღე. თუ ასე მოიქეცით, ნუ განიკითხავთ თავს, ნუ იგრძნობთ თავს ცუდად – ეს ხომ ყველას დამართნია. უბრალოდ თავიდან დაიწყეთ თქვენი 30-დღიანი გამოწვევა და შეეცადეთ გამოავლინოთ ის დაბრკოლება, რამაც გამოიწვია დღის გამოტოვება და ამჯერად უფრო მეტად მოემზადეთ ამისათვის.

და ბოლოს, ივარჯიშეთ ისე, როგორც თქვენთვისაა კომფორტული

ზოგს სხვებთან ერთად ვარჯიში მოსწონს, ზოგსაც – ცალკე. ორივე შემთხვევა მისაღებია, მთავარია, თქვენ როგორ მოგესურვებათ. სხვებთან ერთად ვარჯიში სასურველია მაშინ, როცა მოტივაციის ნაკლებობას განიცდით. ცალკე ვარჯიში კი მაშინ – როცა უბრალოდ თქვენთვის კომფორტულად სახლში გსურთ ვარჯიში. თანაც დღესდღეობით ხომ უამრავი პლატფორმა/აპლიკაცია არსებობს იმისთვის, რომ სახლში ვარჯიში შევძლოთ. ამის კარგი მაგალითია Liffit – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სავარჯიშო პროგრამებს სთავაზობს.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

ფოტოგრაფის მიერ შექმნილი მინიატურული სოფელი, რომლის დასრულებასაც 2 წელი დასჭირდა

რატომ ვაჭიანურებ საქმის დაწყებას? – პროკრესტინაციის მიზეზი და მისი დაძლევის უცნაური ხერხი