6
Mar
2019

7 გზა, თუ როგორ გავხადოთ სახლიდან მუშაობა მეტად პროდუქტიული

6 Mar 2019

სახლიდან მუშაობა ისაა, რაც თითქოს, ყოველთვის კარგად ჟღერს. ერთი შეხედვით, დისტანციურად მუშაობა კომფორტული ჩანს, თუმცა, ეს ყველასთვის ასე არ არის. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მუშაობისთვის ნამდვილად სჭირდებათ ოფისი. სახლიდან მუშაობა კი მათთვის უდიდეს ტანჯვასთან ასოცირდება. თუკი თქვენც ასე ხართ, მაშინ მიჰყევით ქვემოთ ჩამოთვლილ 7 გზას, რომლებიც ამ მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:

statiebi-bog
statiebi-bog

განსაზღვრეთ გრაფიკი და გაუზიარეთ იგი სახლში მყოფებსაც

სახლიდან მუშაობის უარყოფითი ისაა, რომ ოჯახის წევრებმა შეიძლება ხშირად შეგიშალონ ხელი მუშაობაში – ეს კი ძალიან ბუნებრივად ხდება. სწორედ ამიტომ, განსაზღვრეთ ის, თუ დღის რა ნაწილში იმუშავებთ და როდის გეცლებათ და გაუზიარეთ ეს სახლში მყოფებს. ამის შემდეგ, მათ ეცოდინებათ, თუ როდის უნდა შემოვიდნენ თქვენს ოთახში და როდის შეეძლებათ თქვენთან კომუნიკაცია.

დაახარჯეთ ფული სახლში მუშაობას

სახლიდან მუშაობა გულისხმობს იმას, რომ თქვენ ხშირ შემთხვევაში ჯდომა გიწევთ. სწორედ ამიტომ, საჭიროა სწორი რესურსი შეარჩიოთ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა კარგი სკამი, კარგი კომპიუტერი და ტელეფონი. დისტანციური მუშაობის პირობებში აუცილებელია თავს ამგვარი კომფორტი შესთავაზოთ. ეს ყველაფერი ისევ და ისევ თქვენს პროდუქტიულობას სჭირდება. ეს არ არის ზედმეტი ხარჯი – ეს აუცილებლობააა.

დაყავით დღე გარკვეულ პერიოდებად და არ დაივიწყოთ შესვენება

რეალურად, ჩვენი ტვინი გადაბმულად 90 ან 120 წუთის განმავლობაში მუშაობს პროდუქტიულად. ამ პერიოდის შემდეგ გვჭირდება 15-20 წუთიანი შესვენება, რათა ტვინმა ძალები აღიდგინოს. სწორედ ამიტომ, გადაბმულად 8 და 10 საათიანი მუშაობა ჩაანაცვლეთ საათნახევრიანი ან ორსაათიანი მუშაობით, რომელსაც მცირეხნიან შესვენებას მოაყოლებთ. შესვენების დროს კი, გადით ლანჩზე და ცოტა ხნით ჩამოაშორეთ გონება სამსახურს. თუკი მთელ დღეს მუშაობაში გაატარებთ, გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ თქვენ ეს დღე დაკარგეთ.

გამორთეთ შეტყობინებები

კომპიუტერსა და მობილურში შეტყობინებების გამორთვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ნაყოფიერად მუშაობისთვის. შეტყობინებები სახლში მყოფი ადამიანებივით გიშლიან ხელს, ორიენტირდეთ საქმეზე. მიაქციეთ ყურადღება მათ მას შემდეგ, რაც სამუშაოს მორჩებით ან მაშინ, როცა ზემოთ აღნიშნულ 15-20 წუთიან შესვენებას გააკეთებთ.

განსაზღვრეთ თქვენი მუშაობის სტრუქტურა

განსაზღვრეთ ის, თუ რის მერე რას გააკეთებთ. ნებისმიერ ადამიანს მუშაობის თავისებური სპეციფიკა და სისტემა აქვს. შესაბამისად, იცოდეთ, რა მუშაობს თქვენს შემთხვევაში და რომელი საქმის გაკეთება უფროა თქვენთვის პრიორიტეტული, რომელთა მოშორების შემდეგაც უფრო წყნარად განაგრძობთ წვრილმანი საქმიანობის კეთებას.

დაალაგეთ თქვენი სამუშაო გარემო

ისე არაფერი უწყობს პროდუქტიულობას ხელს, როგორც სამუშაო გარემო, რომელიც “მწყობრშია”. თუმცა, არეულობა ნებისმიერი საქმიანობის თანმდევია, გეტყვით, რომ მიყრილ-მოყროლი წიგნები და დოკუმენტები ვერ შეგიქმნით სამუშაო განწყობას. სწორედ ამიტომ, გამოყავით რამდენიმე საათი კვირაში ერთხელ, როდესაც თქვენს სამუშაო გარემოს დაალაგებთ და კომოფორტულად განაგრძეთ საქმიანობა.

არ დაგავიწყდეთ დილით “გახურება”

წარმოიდგინეთ, რომ სპორტსმენი ხართ, რომელსაც შეჯიბრამდე გახურება სჭირდება. ასეა სამუშაოც. სახლიდან მუშაობა არ გულისხმობს იმას, რომ საკუთარ თავს ნაკლები დრო დაუთმოთ. ადექით, მოაწესრიგეთ საკუთარი თავი, დალიეთ ყავა და ისიამოვნეთ დილაობით მზის სხივებით, შემდეგ კი შეუდექით საქმიანობას. ეს არ არის ფუჭად დახარჯული დრო, ეს ის არის, რაც კარგი განწყობისა და ნაყოფიერად მუშაობისთვის გჭირდებათ.

წყარო: Inc



განხილვა