in

როგორ გავზომოთ კომპანიის რეალური გავლენა გარემოზე

კომპანიების მხრიდან, გარემოზე ზემოქმედების გამჭვირვალობას საინტერესო შედეგები შეიძლება, ჰქონდეს. უარყოფითი ზემოქმედების გამოსასწორებლად, როგორიცაა: დაბინძურება, მინიმალური ანაზღაურება, პროდუქტები, რომლებიც სიმსუქნეს იწვევს და ჯანმრთელობისთვის მავნებელია – მთავრობები დააკისრებენ პირდაპირ გადასახადს მათ მიერ მიყენებული ზიანისთვის. მათ, ასევე, შეეძლებათ პირდაპირი წახალისება – შემცირებული გადასახადების, სუბსიდირების ან შეღავათიანი შესყიდვების სახით – იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიურ გავლენას მოახდენენ თავიანთი პროდუქციით, ოპერაციებითა და დასაქმების პრაქტიკით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ინვესტორები აფასებენ კომპანიების სოციალურ თუ გარემოს მიმართ გავლენას, ინვესტიციების ანალიზით – კლიმატის ცვლილება პრიორიტეტია, თუ არა, ასევე, თანამშრომელთა მრავალფეროვნებაზე ზრუნვა და მომხმარებელთა მაქსიმალური ინტეგრირება მომსახურებაში.

უფრო მეტი ნეგატიური ზემოქმედების მქონე ფირმები ინვესტორების ნაკლებ ინტერესს იწვევს, რაც მათ ღირებულებას საფონდო ბირჟაზე ამცირებს. ამრიგად, ზემოქმედების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს კომპანიის მენეჯმენტს გავლენის გასაუმჯობესებლად, საფონდო ბირჟის ღირებულებისა და ზოგჯერ, საკუთარი კომპენსაციის გაზრდის კუთხითაც.

IWAI– ს მიერ გარემოზე ზემოქმედების დაკვირვება ცხადყოფს მნიშვნელოვან კორელაციას გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასა და საფონდო ბაზრის დაბალ შეფასებებს შორის არაერთ ინდუსტრიაში, მათ შორის, ქიმიკატების, ტანსაცმლისა და სამშენებლო მასალების ჩათვლით. ასეთი კორელაცია ჯერ კიდევ არ ჩანს სხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა კომუნალური მომსახურება, სტუმართმოყვარეობა ან ინდუსტრიული კონგლომერატები. მაგრამ, სავარაუდოდ, მას შემდეგ გამოჩნდება, როდესაც ზემოქმედების გამჭვირვალობა საშუალებას მისცემს ინვესტორებს საიმედოდ გაითვალისწინონ გავლენა შეფასების ანალიზში.

ავტომობილების ყველა მწარმოებელი აცხადებს, რომ მათი პროდუქტები უფრო მეტად სარგებლობს საზოგადოებაში, კონკურენტებთან შედარებით. როდესაც ყველა მწარმოებლის პროდუქტზე ზემოქმედება გაიზომება უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის, მომხმარებელთა კმაყოფილების, საწვავის ეფექტურობისა და ემისიების შესაბამისად, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ რამდენიმე კომპანიას, როგორიცაა: Tesla, Renault, Hyundai და Nissan შეუძლია ამ განცხადების გამართლება.

გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება თან სდევს ერთმანეთს. დღეისათვის, გავლენის ეფექტური გაზომვის არარსებობამ დაფარა კომპანიების პასუხისმგებლობა, რაც მათ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის ეკისრებათ.

გასულ წელს, მთელს მსოფლიოში, 56 წამყვანი ორგანიზაცია გამოვლინდა, რომლებიც გავლენის შეწონილ აღრიცხვას ახდენენ. ეს სია ყოველ კვირას იზრდება. Danone- მა, საფრანგეთის სურსათის ლიდერმა, ახლახან გამოაქვეყნა მოგება თითო აქციაზე, რომელიც შეწონილია მისი გარემოზე ზემოქმედების შესაბამისად. ზემოქმედებით შეწონილი ანგარიშების მომზადებისთვის ახლა არსებობს დეტალური მეთოდოლოგია, მონაცემთა ნაკრები და სახელმძღვანელო, რომელიც კომპანიის საქმიანობას, დასაქმებასა და პროდუქტის გავლენას ხალხსა და გარემოზე ასახავს.

ზემოქმედებით შეწონილი ანგარიშების დანერგვას ინოვატორების, კომპანიების, ინვესტორების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გლობალური ქსელი ახორციელებს.

ამასობაში, იცოდეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. თუ თქვენ ხელმძღვანელობთ კომპანიას, შეაფასეთ და მოახდინეთ თქვენი გავლენის მიხედვით შეწონილ შედეგებზე კომუნიკაცია. თუ ინვესტორი ხართ, მოითხოვეთ გავლენის გამჭვირვალობა იმ კომპანიებისგან, რომელშიც თქვენ ინვესტიციას ახორციელებთ და გამოიყენეთ ზემოქმედებით შეწონილი რიცხვები შესაძლებლობებისა და რისკის შესაფასებლად. თუ თქვენ ხართ მარეგულირებელი ან სახელმწიფო ჩინოვნიკი, დაავალეთ გავლენაზე შეწონილი ანგარიშების გამოქვეყნება და გამოიყენეთ გადასახადები და სხვა წახალისებები კომპანიებისა და ინვესტორების პოზიტიური გავლენის შესაქმნელად.

და ვინაიდან, ჩვენ ყველანი მომხმარებლები ვართ, მოდით ვიყიდოთ კომპანიების პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენენ ჩვენი პლანეტისა და საზოგადოების გასაუმჯობესებლად.

წყარო: HBR



#გაციფრულდი, რას ელოდები?! – „ზუმერული“ ტექნიკა თანამედროვე ცხოვრებისათვის

„ყოველდღიურად ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას ვქმნით“ – „ფილიპ მორის საქართველოს“ ვიდეორგოლი