in

იფიქრეთ E-Commerce-ზე! ბიზნესისთვის დღეს ეს აუცილებელია

COVID-19-ის პანმდემიამ, მსოფლიოში, ახალი რეალობა შექმნა. ბუნებრივია, ეს მოცემულობა ბიზნესსაც შეეხო – ბაზარზე ახალი მოთხოვნები გაჩნდა. და კომპანიებმა რომ საქმიანობა გააგრძელონ, ისინი, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ. ერთ-ერთი ასეთი „ონლაინ“ ყიდვა – გაყიდვაა. ამ სერვისზე მოთხოვნა ისედაც იზრდებოდა, თუმცა, კორონავირუსის პირობებში აუცილებელი გახდა ბიზნესის წარმატებისთვის. ელექტრონულ კომერციაში წარმატების მიღწევა მარტივი არ არის, აუცილებლად უნდა იცოდეთ ყველა წვრილმანი და გათვალოთ თითოეული დეტალი. ამ საკითხზე რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გაგიზიარებთ:

შეარჩიეთ პლატფორმა, სადაც თქვენს პროდუქტს გაყიდით

პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ ადგილი, სადაც ბიზნესს „გადაიტანთ“. ყველაზე მარტივია, ელექტრონული კომერციის ბაზარზე უკვე არსებულ პლატფორმებს შორის მოძებნოთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი. მთავარია, პორტალს ბევრი მომხმარებელი ჰყავდეს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გაიგოს თქვენი ბიზნესის შესახებ.

არის მეორე ვარიანტიც – თავად შექმენით ვებგვერდი. ამ შემთხვევაში ბევრად მეტი შრომა და რესურსები დაგჭირდებათ – თავიდან ბოლომდე თვითონ ან სხვა პროფესიონალების დახმარებით უნდა ააწყოთ პლატფორმა – დიზაინი, კონტენტი, ტექნიკური დეტალები. თუმცა, ასე სხვებისგან გამორჩეულ, ზუსტად თქვენს ბიზნესზე მორგებულ ვებგვერდს შექმნით.

გადაწყვიტეთ, თქვენი პროდუქტებიდან, რას გაყიდით „ონლაინ“

თუ ბიზნესი მომსახურების სფეროში გაქვთ, შენახვასა და მიწოდებაზე ზრუნვა არ მოგიწევთ. მაგრამ თუ ფიზიკურ პროდუქტს ყიდით, ალბათ, მარაგი უნდა შეამციროთ, რომ დაბალი ფასი შეინარჩუნოთ. ამასთან, ვებგვერდზე პროდუქტების გაყიდვისას გაითვალისწინეთ:

თქვენი პოტენციური მომხმარებლების რა ნაწილი იქნება „ონლაინ“? არ დაგავიწყდეთ, მათი ასაკი და სამომხმარებლო ქცევა

ყველაზე ხშირად რას კითხულობენ/ყიდულობენ თქვენი პროდუქციიდან?

ეძებეთ ისეთი პარტნიორები, ვისაც შეუძლია, გაგიკეთოთ ყველაფერი – პროდუქტის დასაწყობებიდან მის მიწოდებამდე. COVID-19-ის გამო გადამზიდავებმა მომსახურება და მიტანის წესები შეცვალეს. როგორც წესი, ეს მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, ამიტომ, კარგად შეისწავლეთ ეს რეგულაციები და აკონტროლეთ პროცესი შეკვეთის მიღებიდან, მის მიტანამდე.

გააგებინეთ მომხმარებლებს, რომ უკვე „ონლაინ“ ხართ 

თქვენი ბიზნესი უნდა იძებნებოდეს Google Search-ში და Google Maps-ზე, Google My Business-ის დახმარებით. ამიტომ, კომპანიის URL და ფოტოები Business Profile-ზე  განათავსეთ. ასე კომპანიის შესახებ ინფორმაცია Google-ის საძიებო სისტემაში გამოჩნდება. და თუ კვირაში ერთხელ მაინც რეგულარულად განაახლებთ „პროფაილს“, უფრო დიდი „ინგეიჯმენტი“ გექნებათ – ბევრი ადამიანი ნახავს მას და თქვენი კომპანიის მონაცემები სხვა ბიზნესებზე წინ გამოჩნდება.

მაქსიმალურად აითვისეთ სოციალური მედია – განათავსეთ ინფორმაცია Facebook-სა და Instagram-ზე, „სთორებში“ დაპოსტეთ სიახლეები და თან, მიუთითეთ კომპანიის ვებგვერდის ბმული.

ასევე მნიშვნელოვანია,​ ითანამშრომლოთ ინფლუენსერებთან, თქვენი პროდუქტის რეკლამისთვის. ოღონდ ისეთი ინფლუენსერები შეარჩიეთ, ვის იდენტიფიცირებასაც, მომხმარებლები, მარტივად შეძლებენ თქვენს პროდუქტთან.

შესაძლოა, თქვენი ბიზნესის ინტერნეტში გადატანა თავდაპირველად რთულ ამოცანად მოგეჩვენოთ, მით უმეტეს ახლა, როდესაც ძალიან ბევრი მომხმარებელი „ონლაინ“ შოპინგობს. შესაბამისად, კონკურენციაც დიდია. ამიტომ, თქვენი სამიზნე აუდიტორია და პოტენციური მომხმარებლები სხვებზე უკეთესი პირობებით უნდა მოხიბლოთ.

 

წყარო: Inc.



როგორია DJI-ს ახალი გიმბალი Osmo Mobile 4 – დინამიური ზუმი და მაგნიტის სამაგრი

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ საუკეთესო გუნდი გაყიდვებში? – დავით ჩიკვაიძე