ბოლო დროს თანამშრომელთა უმეტესობა შიშზე საუბრობს, რომელიც მათ პარალიზებას ახდენს და ისინი არაპროდუქტიულ ქცევებამდეც მიჰყავს. დიახ, ჩვენ ვცდილობთ რაღაცები გადავდოთ, რადგან სიტუაციის გაუარესების გვეშინია. ყურადღებას ვამახვილებთ მოკლევადიან მოთხოვნებზე, რადგან მომავალთან დაპირისპირება არ გვსურს. ეს ქმედებები ჩვენი ნამდვილი გრძნობებისგან დამალვის საშუალებას გვაძლევს.
აქ შიშზე მსგავსი პასუხებისთვის ერთი რამ არის საერთო: გვეშინია იმის, რაც ჯერ კიდევ უნდა მოხდეს. ჩვენი გონება უცნობებს ებრძვის და სიცარიელეს ცუდი შედეგებით ვავსებთ. საკუთარ თავს ვარწმუნებთ, რომ თუ ცუდის მოლოდინი გვექნება, მისთვის უკეთ მოვემზადებით, როცა რეალურად ჩვენი მწვავე პროგნოზები მამაცი ნაბიჯების გადადგმაში გვიშლის ხელს.
შიში კორპორატიულ თუ ვირტუალურ სივრცეებში სხვადასხვა სახით წარმოჩინდება. მაგალითად, მენეჯერები თავს იკავებენ მკაცრი უკუკავშირის მიწოდებისგან, რადგან ფიქრობენ, რომ ისედაც დაძაბული თანამშრომლები ამის შემდგომ სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტენ. ინდივიდები კი გაყინული რჩებიან თავიანთ პოზიციებზე, ეშინიათ გაბედული იდეების შეთავაზების, რადგან ეშინიათ, თუ რას მოუტანს მათ მომავალი.
ახლა კი მკვლევრები აზროვნების 4 ცვლილებას წარმოგვიდგენენ, რათა დავუპირისპირდეთ და გავუმკლავდეთ შიშის გამოვლინებას სამსახურში და პარალიზებიდან მოქმედებაზე გადასვლა შევძლოთ.
მცირედან ბევრამდე
ბევრ აღმასრულებელ ხელმძღვანელს ეშინია, რომ რაღაც არ იქნება საკმარისი, იქნება ეს თანამშრომელთა, მომხმარებელთა თუ ფულის ოდენობა. ეს კი მათ ინოვაციური წინადადების გაჟღერებაში უშლის ხელს.
თქვენ კი, ამ ტიპის შიშს რომ გაუმკლავდეთ, შემდეგი სავარჯიშო უნდა სცადოთ: ფურცელზე ორი სვეტი დახაზეთ, ერთში დაწერეთ ის საკითხები, რომლებიც მცირდება ან ქრება, მეორე სვეტში კი სტაბილური ელემენტები, გუნდის ძლიერი მხარეები, არსებული ინფრასტრუქტურა თუ პროცესები. ეს სავარჯიშო შიშებს ფაქტებს უპირისპირებს და გეხმარებათ არსებული სიტუაციის რეალურად აღქმაში.
დახურვიდან გახსნამდე
დისტანციურმა სამუშაომ ჩვენი ჰორიზონტი გააფართოვა და თანამშრომლობის საშუალება მთელს მსოფლიოში მოგვცა. სხვადასხვა ადგილიდან ეს უკანასკნელი უფრო შრომატევადი და ინტენსიურია, თანაც, ჩვენთვის, მარტივია, პრიორიტეტი მივანიჭოთ ურთიერთობას მათთან, ვისთანაც ყველაზე ახლოს ვმუშაობთ. ეს შინაგანი ფოკუსირება კი ხელს გვიშლის დისტანციური სამუშაოს მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამოყენებაში.
ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჰიბრიდულმა გარემომ შედეგად ლოკალიზაცია მოგვცა, შეამცირა მათი სამუშაო და სამოგზაურო პერიმეტრი. მათ ასევე მკაცრად განსაზღვრეს, თუ ვისთან ურთიერთობდნენ… მაგრამ შინაგანი ფოკუსირება იწვევს შიშს გარე, ნაცნობი თუ უცნობის საკითხების მიმართ. ამასთან გასამკლავებლად კი თანდათანობითი ექსპოზიცია უნდა განიხილოთ. რა არის ის ერთი რამ, რაც შეგიძლიათ ამ კვირაში გააკეთოთ, რათა გადალახოთ თქვენთვის ჩვეული პერიმეტრი? თუ მაგალითად, გეშინიათ, როგორ უპასუხებენ დიზაინერები თქვენს გადაწყვეტილებას, მოიწვიეთ ისინი ვიდეო ზარზე ყავით ან ჩაით ხელში და გაიგეთ, რა კორექტივების შეტანას ფიქრობენ ისინი. აქ ერთი ან ორი ადამიანის ჩართვა შეგიძლიათ, რაც კიდევ უფრო გააფართოებს თქვენს მათთან ურთიერთობებს.
უმოქმედობიდან მოქმედებამდე
როცა ჩვენ გვეშინია შედეგების, ვფიქრობთ, რომ უმოქმედობა საუკეთესო ქმედებაა. მაგრამ არჩევანის არგაკეთებაც არჩევანია… თუ რაღაც აფერხებს პროგრესს, შემდეგ მოქმედება უმკლავდება მას. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით, გადაწყვეტილების მიღების თუ პროექტზე მუშაობის მოთხოვნის უარყოფის ნაცვლად, დაადგინეთ შემდეგი ნაბიჯი, რათა სვლა განაგრძოთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოჰკითხოთ მომხმარებლები, თუ როგორ იყენებენ თქვენს პროდუქტს და ამის მიხედვით განსაზღვროთ შემდგომი ნაბიჯები.
ამისთვის შემდეგი სავარჯიშოც შეგიძლიათ სცადოთ: თქვით, რომ უმოქმედოდ გაქცევთ სხვისი იმედგაცრუებისა და მოცემულ პროექტზე კონფლიქტის გაღვივების შიში. 1-დან 5-მდე შკალაზე, სადაც 1 არ შეესაბამება, 5 კი ძალიან შეესაბამება, დაინტერესებული მხარეების თითოეული ჯგუფისთვის, ჩაწერეთ, რამდენად შეეფერება თითოეული თქვენს ხედვას. ჩამოთვლილი ნომრების ნახვით, შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი დრო მათი ინფორმირებისთვის. მაღალი ქულის მქონე ადამიანებს შეიძლება უფრო მიმართონ ჯგუფში სიცარიელეების შესავსებად. მსგავსად, შეიძლება მიხვდეთ, რომ აქ იმაზე მეტი თანასწორობაა, ვიდრე ფიქრობდით, აღმოაჩინოთ ადამიანები, რომლებიც მოწინააღმდეგეების მობილიზებისთვის მოკავშირეებად შეგიძლიათ გაიხადოთ ან დაინახოთ, რომ უნდა შეიცვალოთ აზრი თქვენსა და სხვების პერსპექტივებს შორის არსებული განსხვავებების მიხედვით. ასე შემდეგ ნაბიჯსაც მარტივად განსაზღვრავთ.
სიბრაზიდან შიშებთან შეხვედრამდე
როცა გვეშინია, ვადგენთ აქტივობების საშინელ სიას, რათა თავიდან ავიცილოთ შიშთან დაპირისპირება. ხოლო, რაც უფრო მეტად განვიცდით შიშს, მით უფრო უკან ვიხევთ იმისგან. რაც გვაშინებს იმ რწმენით, რომ ჩვენ ძალიან დაკავებულები ვართ მასთან გასამკლავებლად.
სანაცვლოდ, გამოყავით 15 წუთი თქვენს კალენდარში, რათა დაბლოკოთ ყველა შეტყობინება და დატვირთული სამუშაო. დაასახელეთ აღქმული წინააღმდეგობა, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობთ. გააკეთეთ 3 სვეტი: ყველაზე ცუდი სცენარი, ამჟამინდელი სიტუაცია და საუკეთესო მოსალოდნელი შედეგი. შემდეგ კი დაადგინეთ, რა არის საჭირო თითოეული შედეგის მისაღებად.
გამოდის, მოსალოდნელი შიში ზრდის იმის შანსს, რომ ჩვენი საშინელი პროგნოზები გამართლდება. ის გვართმევს აწმყოსა და არჩევანს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ჩვენი მუშაობისა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შესაქმნელად. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ერთ ადგილზე გაიყინოთ, მიჰყევით სტრატეგიებს, რათა მოუთმენლად ელოდოთ და ჩამოაყალიბოთ თქვენი მომავალი.
წყარო: HBR