in

4 გზა, თუ როგორ დავძლიოთ თვითმარქვიობის სინდრომი

ადრე თუ გვიან, ყველა პროფესიონალი – მათ შორის წარმატებული ენტრეპრენერებიც კი, გრძნობენ, რომ მათი წარმატება დაუმსახურებელია და ისინი საკმარისად არ იბრძვიან. მიუხედავად იმისა, რომ მას სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ აქვს, იმპულსების ამგვარი სინდრომი განსაკუთრებით ართულებს თქვენს კარიერაში წინსვლას. ამიტომაც, აუცილებელია, დაასრულოთ თქვენი შესაძლებლობებისა და საქმიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ და ეჭვქვეშ დაყენება და პატივი სცეთ თქვენ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას და მოქმედებას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხშირად ხდება ხოლმე, რომ საკუთარ თავს იმდენად ვაყენებთ ეჭვქვეშ, რომ გვგონია, რასაც ვგრძნობთ, ზუსტად შეესაბამება რეალობას. იმისთვის, რომ ამ ეტაპზე არ გადახვიდეთ და საკუთარი კარიერა ამგვარი ეჭვებით არ დააზიანოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

გააცნობიერეთ, რომ ყველანი ერთნაირ გამოცდილებას გავდივართ

“ნებისმიერ ამბიციურ ადამიანს ებადება მსგავსი ეჭვები ცხოვრების რაღაც ეტაპზე,” – ამბობს GEM Advertising-ის სტრატეგიის ოფიცერი პიტერ კოზოდოი და ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ძალიან ბევრ პროფესიონალს ემართება მსგავსი რამ.

“როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს ყველა პროფესიონალს ემართებოდა, შევძელი დავმშვიდებულიყავი და მივმხვდარიყავი, რომ რასაც ვგრძნობდი, ნორმალური იყო,” – ამბობს ის.

კონცენტრირდით თქვენს მიღწევებზე

თქვენს წარმატებებსა და მიღწევებზე ყურადღების გამახვილება გადამწყვეტია, როდესაც საქმე ამგვარ ეჭვებს ეხება, ფიქრობს კლინი ელსბერი, სამოტივაციო სპიკერი. პირველი ნაბიჯი არის იმის აღიარება, რომ შენ ბევრად მეტი ხარ, ვიდრე შენი ის ნაწილი, რომელიც თავს არასაკმარისად და თვითმარქვიად გრძნობს.

”როდესაც თვითმარქვიობის სინდრომი მემართება, ყურადღებას ჩემს მიღწევებზე ვამახვილებ და ვაცნობიერებ, რომ ჩემი საქმე სხვებს ეხმარება”, – განმარტავს ელსბერი. “ნუ უარყოფთ და ნუ გადაუსვამთ ხაზს თქვენს წარსულს, რომელშიც საკმაოდ ბევრი კარგი საქმეა, რომელიც გაგიკეთებიათ. ეცადეთ, დეტალურად გაიხსენოთ, რა სარგებელი მოგიტანიათ სხვებისთვის და ეს ძალიან დაგეხმარებათ თვითმარქვიობის სინდრომის დაძლევაში.”

სხვა ადამიანზე ფოკუსირდით

”როდესაც ამას ვგრძნობ, მე საკუთარ თავზე ვარ ხოლმე ფოკუსირებული – რას იფიქრებენ ჩემზე, როგორ არ გამომდის ის საქმე, რომელსაც ვეჭიდები, რომ ჩემი საქმიანობა არ არის სრულყოფილი და ა.შ”, – ამბობს OptinMonster– ის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი ტომას გრიფინი.

იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოს, ის სხვების დახმარებაზე ფოკუსირდება ხოლმე: “როდესაც ვცდილობ, სხვას დავეხმარო, მახსენდება, რომ მაქვს გარკვეული უნარები და ცოდნა რაღაც საკითხში და რომ მე ამ საკითხში გათვითცნობიერებული და გამოცდილი ვარ. ამასთანავე, სხვისი დახმარება ყოველთვის გვეხმარება საკუთარი წინააღმდეგობების გადალახვაში. ”

განასხვავეთ ფიქცია და რეალობა

“მე დავძლიე თვითმარქვიობის სინდრომი მას მერე, რაც გამოვყავი ის, თუ ვინ ვიყავი, რა შემეძლო და რა მჭირდებოდა იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი,” – ამბობს Marquet Media LLC-ის დამფუძნებელი კრისტინ კიმბერლი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიხელმძღვანელოთ ფაქტებით და ვიყოთ ადეკვატურები.

“იმის გაცნობიერება, თუ რა იყო სინამდვილე და რა – არა, დამეხმარა ჩემი კვალიფიკაციის ამაღლებასა და საეჭვო ფიქრების აღმოფხვრაში. ამ ყველაფერს, რასაკვირველია, დრო დასჭირდა, თუმცა შედეგი ნამდვილად კარგი იყო.”

წყარო: Inc



USAID – ამერიკა საქართველოსთვის – დავით წიკლაური

“რას ვიფიქრებდით, ჩვენი შექმნილი ბათუმური ჰოთდოგი ქეითერინგის ბიზნესად თუ გადაიქცეოდა”