in

რატომ ვაჭიანურებ საქმის დაწყებას? – პროკრესტინაციის მიზეზი და მისი დაძლევის უცნაური ხერხი

დაწერე ერთი საშინელი ამბავი!

საჭირო დროს, საკუთარი თავის სამუშაო მდგომარეობაში ჩაგდება ერთ-ერთი ყველაზე საჭირო უნარია. როცა რაღაცის კეთება გეზარება, ან თავად შესასრულებელ საქმეს რთულად განიხილავ, ამიტომ დაწყებას აჭიანურებ და აჭიანურებ, არადა, დავალებისთვის მხოლოდ ერთი დღე გაქვს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტატიის ავტორი, ტიმ ტენინგი გვიყვება, რომ ყოველ შაბათს, დილის 7 საათიდან ცდილობდა წერის დაწყებას, თუმცა 10-მდე, ხან 11-მდეც კი, ვერ ახერხებდა. ამ 3-4 საათში ხან ლიტერატურა აინტერესებდა, ხან Youtube-ზე რაღაც ვიდეოს ჩაუჯდებოდა, ელექტრონულ ფოსტას პასუხობდა, ან LinkedIn-ზე სულელურ სტატუსს აქვეყნებდა.

სამუშაოს გაჭიანურებით დაღლილმა ტიმმა, არც ისე დიდი ხანია, პროკრესტინაციისგან გათავისუფლების ხერხს მიაკვლია. როგორც ამბობს, მისი ტექნიკა სამუშაოს ნებისმიერ ტიპზე ვრცელდება, თუმცა ამ შემთხვევაში, წერაზე გავაკეთებთ სწორებას.

ერთ შაბათს ტიმი დაჯდა და დილის 8 საათზე გადაწყვიტა, რაღაც ჩანაწერი გაეკეთებინა. სათაურიც დაარქვა, ქვესათაურიც შეარჩია და მონახაზიც შეასრულა, ისეთი, რომელსაც სავარაუდოდ, საჯაროდ არასდროს გამოაქვეყნებდა. ეს პროცესი საკმაოდ სწრაფი აღმოჩნდა. „მოცარტად ვგრძნობდი თავს, ზუსტად იმ მომენტში, ყველაზე ცნობილი სიმფონია რომ დაწერა“.

ანუ, ტიმის რჩევა რა არის? – დაწერე ერთი საშინელი ამბავი. რაც ნიშნავს – თქვენ მიერ შესასრულებელი საქმის ხარისხი დაწიეთ!

შედეგებზე ნულოვანი მოლოდინით, სამუშაოს, რაც შეიძლება კარგად შესრულების უგულებელყოფით, მან პროკრესტინაციას აჯობა. რეალურად, წერის დაწყებამდე, შენ სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ემზადები და არა – სამუშაოს შესასრულებლად. და როდესაც შენი ხარისხის სტანდარტები ძალიან მაღალია, საქმის დასაწყებად, უფრო მეტი დროც გჭირდება.

გამოდის, რომ დაბალი ხარისხის სამუშაოების წამოწყება მარტივია.
მაღალხარისხიანი სამუშაო კი განცდას განიჭებს, თითქოს ორდღიანი მარათონისთვის ემზადები.

სხვა ხერხები, რომელიც სამუშაოს დაწყების გაჭიანურების გადალახვაში დაგეხმარება:

1. სამუშაოს დასრულების დროისთვის, რაიმე სასიამოვნო აქტივობა დაგეგმე.
როდესაც ჩემი შეყვარებული წერის დასრულებისას თხილს მაწვდიდა, ვბრაზდებოდი. შემდეგ მივხვდი, რომ რეალურად, მისი ეს ქმედება მუხტს მმატებდა, რომ საქმე მალე დამესრულებინა.

წინასწარჩანიშნული აქტივობა საშუალებას მოგცემს, გაიგო, რამდენი დრო დაგრჩა. როდესაც დრო მწირია, გაჭიანურების რესურსი აღარ გვრჩება. სწორედ ამიტომ, მოინიშნე კალენდარში სასურველი ღონისძიება, რომ საკუთარ თავს მოტივაცია და საქმის სწრაფად დასრულების სურვილი აღუძრა.

2. გადაიქეცი ძაღლად და დააჯილდოვე საკუთარი თავი.
ძაღლებს სასუსნავები უყვართ. ასევე არიან ადამიანებიც. დაასაჩუქრე საკუთარი თავი, თუმცა სანამ ამას იზამდე, უთხარი მას, რომ ჯილდოს ვერ მიიღებ, სანამ სამუშაოს არ დაასრულებ.

3. სამუშაო პროცესზე იფიქრე, როგორც შენ მიერ გამოყოფილ ენერგიაზე.
ტიმი მწერლობის საშუალებით ცდილობს, სამყაროში საკუთარი ენერგია ჩადოს. როგორც ამბობს, მკითხველებისგან ელ.წერილებს და შესაბამისად, დადებით ენერგიას ხშირად იღებს. და ცოტა ხნის წინ გააცნობიერა, რომ ეს მუხტი, რომელსაც ამ ელ.ფოსტებში გრძნობდა, სინამდვილეში ის ორიგინალი ენერგია იყო, რომელიც მან სამყაროში გამოყო და შემდეგ, ამ ფორმით, ბუმერანგივით დაუბრუნდა.

ენერგია ადამიანებს მოქმედებისკენ უბიძგებს. ენერგია წინსვლის წინაპირობაა.

თუ გსურს, ამ ფენომენის პროცესის ნახვა, მაშინ პოლ მაკარტნის დააკვირდი. აქ მთელი სტადიონი, მისი ენერგიით დამუხტული რომ მოძრაობს.

4. დააკვირდი ადამიანს, რომელიც საკუთარი საქმითაა შეპყრობილი.
თუ ამის ბრწყინვალე მაგალითი გინდა, უყურე მუსიკოს კონორ მეინარდის ამ სიმღერას. 41 მილიონი ადამიანი უსმენდა კონორს მღერის დროს და ბევრი კომენტარი აღწერს მას ისე, თითქოს სიმღერას „გრძნობდა“.

ნებისმიერ პროცესში სრულად ჩაფვლა ლამაზი სანახავია.

და ამ მდგომარეობაში მოხვედრა, აბსოლუტურად, შენს თავში ცვლილებებზეა დამოკიდებული. შენ მხოლოდ უნდა იფიქრო, რომ საქმეს კი არ იწყებ, უბრალოდ, ერთობი, არავისთან ხარ მიღებული შედეგით პასუხისმგებელი.

შექმენი ხელოვნების ნიმუში, რომლის გადაგდებასაც ნაგვის ყუთში აპირებ. ისიამოვნე, რამდენად დაბალი ხარისხის იქნება შენი დღის პირველი სამუშაო საათი. საკუთარ თავს უთხარი, რომ დაბალი ხარისხის სამუშაოს შესრულება კარგია.

იმიტომ, რომ დასაყისშივე ვერასდროს ქმნი კარგ ნამუშევარს. როგორც მორბენალს სჭირდება გახურება, შენც გიწევს, გონება გაახურო, სანამ იმ შედეგს მიიღებ, რომლითაც თავადაც კმაყოფილი იქნები და სხვებიც დაგეთანხმებიან მოწონებაში.

პროკრესტინაციას საშინლად დაბალი ხარისხის ნამუშევრის შექმნაზე ზრუნვით უპასუხე და სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს!

წყარო: medium



გზები, თუ როგორ გავხადოთ ვარჯიში ყოველდღიური ჩვევა

Exadel Inc. ქართულ ბაზარზე შემოდის!