in

რა არის საჭირო იმისთვის, რომ შიში დაძლიოთ?

რაიმე საკითხში გამოცდილების არქონა, ახალი საქმიანობა და ახალი პერსპექტივები ბუნებრივად ბადებს ადამიანებში სტრესს და დაძაბულობას. ამაში განსაკუთრებული არაფერია და თუკი თავს ასე გრძნობთ, კიდევ უფრო ღრმა სტრესში ნუ ჩავარდებით. ასეთ დროს, მიზანშეწონილია იმის ვიზუალიზაცია/წარმოდგენა, რაც ასე გაშინებთ. ეს ხერხი დაგეხმარებათ, უკეთესად გაიაზროთ, რა გაშინებთ და რატომ – შემდეგ კი ცივი გონებით შეხედოთ შიშის ობიექტს. თუმცა, კონკრეტულად, მაინც რას მოიცავს ვიზუალიზაცია?

მოირგეთ თქვენთვის საშიშ საქმიანობაში “პასიური” როლი

ყველაზე კარგი გზა იმისთვის, რომ სიტუაციის ვიზუალიზაცია მოახდინოთ, არის საკუთარი თავის “მესამე პერსონაჟად” წარმოდგენა. რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარ გონებაში თქვენივე თავი კონკრეტული და დამთრგუნველი სიტუაციის გარეთ წარმოიდგინოთ. უბრალოდ იყოთ გარეშე პირი და ასე აკვირდებოდეთ მიმდინარე მოვლენებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებისთვის მსგავს პერსონაჟად თავის წარმოდგენა ამარტივებს შიშის დაძლევას და შიშის ობიექტზე უფრო საღად შეგვახედებს ხოლმე.

როგორც ჰამილტონის კოლეჯის ერთ-ერთი ფსიქოლოგი რეიჩელ უაითი ამბობს, ამგვარ ხერხს ორი დადებითი შედეგი აქვს: 1. შორს ვიყოთ იმისგან, რაც გვაშინებს, თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს, 2. ხოლო როდესაც თავს დაცულად ვგრძნობთ, არ გვეპარება ის ნიუანსები რასაც მომავალი საქმიანობა მოიცავს. ზოგადად, დასტრესილი ადამიანი ბევრ რამეს ვერ ამჩნევს, მსგავსი ხერხით კი სურათის ფართო მასშტაბით დანახვა შეგეძლებათ.

რა არის საჭირო ვიზუალიზაციისთვის?

 

შეცვალეთ ენა – მაგალითად, თუკი აქამდე პირველ პირში ესაუბრებოდით თქვენს თავს და ზემოთ აღნიშნული პერსონაჟი თავად იყავით, ამიერიდან მსგავს სიტუაციებში მთავარი როლის შემსრულებლები მესამე პირის ნაცვალსახელით მოიხსენიეთ და ეს ისტორიები სხვებს მოარგეთ.

დაწერეთ – ის, რაც გგონიათ, რომ მოხდება. დაუშვით რამდენიმე ვერსია და წარმოიდგინეთ სხვადასხვა სცენარი გონებაში. ფოკუსირდით კონკრეტულ დეტალებზე და შეანელეთ ვიზუალიზაციის პროცესი, რათა უფრო ხარისხიანად გამოგივიდეთ იგი.

შექმენით სურათები წარმოსახვაში – გაამახვილეთ ყურადღება თქვენს თვისებებზე, ვიზუალზე, ხმაზე და და გახადეთ წარმოდგენებში საკუთარი თავი “საშიშ” სიტუაციებზე მეტად მორგებული. შემდეგ კი ეცადეთ, ზემოაღნიშული პუნქტები გააერთიანოთ და საბოლოო სურათი მიიღოთ.

სტრესული სიტუაციები ბევრია, თუმცა, მთავარი ისაა, როგორ გაუმკლავდებით მათ. კარგად წარმოიდგინეთ, რასთან გიწევთ შეჭიდება და მხოლოდ მას მერე გადაწყვიტეთ ნერვიულობა.

წყარო: Inc



ლონდონში ზურაბ წერეთლის გამოფენა გაიმართება

ვინ დგას “ინსტაგრამის” რეკორდსმენი კვერცხის უკან?