in

როგორ მოვემზადოთ ფიჩინგისთვის ეფექტურად

არ აქვს მნიშვნელობა, ახალ ბიზნესიდეას წარადგენთ ინვესტორებთან თუ ახალ პროცესს იწყებთ ორგანიზაციაში კომუნიკაციის გასამარტივებლად, იდეის ეფექტურად მიწოდების ცოდნა ნამდვილად გამოგადგებათ. კარგად ჩამოყალიბებული იდეა თქვენს მსმენელებს სათქმელის აღქმას გაუადვილებს. მაინც, როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას მოვუყარეთ თავი.

რას ნიშნავს ფიჩინგი?

იდეის ფიჩი არის პროცესი, როდესაც თქვენს ბიზნესიდეას სხვებს წარუდგენთ. შესაძლებელია ეს იყოს ფორმალური პრეზენტაციით, ვრცლად ან მოკლედ.

იდეის ფიჩინგს რამდენიმე სარგებელი აქვს

თუკი გაქვთ იდეა, თუ როგორ გააუმჯობესოთ რაღაც – მომსახურება, პროდუქტი, მაშინ აუცილებლად გამოგადგებათ ამ იდეის საზოგადოებისთვის სწორად მიწოდება.

ფიჩინგმა შემოსავლებიც შეიძლება მოგიტანოთ – თუკი საუბარს წარმართავთ პოტენციურ კლიენტთან, ინვესტორთან ან ხელმძღვანელთან, იდეის წარმატება დამატებითი ფინანსების მოძიებასაც შეიძლება ნიშნავდეს, ინვესტიციის ან შემოსავლების სახით.

ნეთვორქინტი – სტარტაპისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებით, ბიზნესისთვის მეტი რესურსის მოძიებას გაიადვილებთ.

როგორ გადმოვცეთ იდეა ეფექტურად:

ჩაუღრმავდით თქვენს იდეას

სანამ ბიზნესიდეის შესახებ მოუყვებით სხვას, დაფიქრდით დეტალებზე. იდეა, რომელსაც სხვებს უზიარებთ, უნდა იყოს კონკრეტული და ქმედითი. თქვენს იდეაზე ფიქრისას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რა პრობლემას წყვეტთ ამ ბიზნესით და არის თუ არა პრობლემა საკმარისად მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის, რაც თქვენი ბიზნესგადაწყვეტილების არსებობას გაამართლებს.

ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ მოაგვარებს თქვენი იდეა პრობლემას და თუ რატომ ხართ ის ადამიანი, რომელიც მომხმარებლებს ამ პრობლემებს გადაუჭრის. შეხედეთ სიტუაციას მომხმარებლის პერსპექტივიდან, ეს გაგიმარტივებთ გარემოების სათანადოდ აღქმას.

განსაზღვრეთ იდეის მასშტაბები

მომდევნო ნაბიჯის შემთხვევაში, დაფიქრდით, რამდენად დიდია თქვენი იდეა. იდეის მასშტაბურობა დიდ გავლენას ახდენს იმ სამუშაოს მოცულობაზე, რაც მიზნების მისაღწევად გჭირდებათ. ამასთან, მასშტაბირებადობის მიხედვით, განსხვავებულია შესაძლებლობებიც – თუ არსებული სერვისის გაუმჯობესებას ცდილობთ, შეიძლება მარტივად დაითანხმოთ პოტენციური პარტნიორები, თუკი ფუტურისტული იდეაა და პერსპექტივა აქვს სამომავლოდ, შესაძლოა უფრო სხვანაირი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდეტ.

მას შემდეგ, რაც თქვენი იდეის მასშტაბებს განსაზღვრავთ, შეგიძლიათ გამოიკვლიოთ გამოცდილება, თუ ჰქონიათ სხვა ადამიანებს მსგავსი იდეები. ეს საშუალებას მოგცემთ უკეთესად გაიგოთ მათ მიერ მიღწეული წარმატებების შესახებ და ისწავლოთ კიდეც მათ შეცდომებზე.

დააკვირდით, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები

ამ ეტაპზე, უნდა დაადგინოთ, ვის აქვს თქვენი იდეის დამტკიცების უფლებამოსილება. თუკი თქვენი იდეის მასშტაბები შედარებით მცირეა, ეს შეიძლება თქვენ ან პარტნიორმაც შეძლოთ. თუ დიდია ათვისების ბაზარი, შესაძლოა, კომპანიის მენეჯერის ან დირექტორის თანხმობაც კი დაგჭირდეთ. თუკი გადაწყვეტილების მიმღებთან პირდაპირი წვდომა არ გაქვთ, შეადგინეთ სია, ვისაც ასეთ ადამიანებთან აქვთ შეხება და მათთან დასაკავშირებელი გზების პოვნას შეუდექით.

გაიაზრეთ სხვისი თვალით დანახული პერსპექტივა

იფიქრეთ მასზე, ვისაც თქვენი იდეის შესახებ უყვებით. უნდა გაითვალისწინოთ, რატომ შეიძლება დაინტერესდნენ ისინი თქვენი იდეით და რა არის მათი საფიქრალი. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ადამიანები სხვების ფიჩინგსაც ისმენენ ყოველდღიურად, ამდენად თქვენი უფრო მეტად გამოკვეთილი და საინტერესო უნდა იყოს.

დაგეგმეთ ფიჩინგი

კარგი იქნება, რომ გქონდეთ ფიჩინგის სამი ვარიანტი: ხუთწამიანი, 30-წამიანი და ხუთწუთიანი ვერსია. ხუთწამიანი ვერსია უნდა შედგებოდეს ერთი წინადადებისგან, რომელიც მოკლედ გადმოსცემს თქვენს იდეას. ეს წინადადება ძალიან მარტივი სიტყვებით უნდა გამოხატავდეს პრობლემასაც და გამოსავალსაც.

მას შემდეგ, რაც დაასრულებთ თქვენი ფიჩის სხვადასხვა ვერსიის შექმნას, იფიქრეთ, როგორ გადმოსცეთ იდეა ვიზუალურად. ვიზუალური წარმოჩენა ეფექტურია, რადგან მკაფიო წარმოდგენას ქმნის და წარმოსახვაში ეხმარება მსმენელს.

გაივარჯიშეთ ფიჩინგში

ფიჩინგში წავარჯიშება ძალიან დაგეხმარებათ უკუკავშირის მიღებასა და სათქმელის გაუმჯობესებაში.

წყარო: indeed

NASA მთელ კოსმოსურ კონტენტს ერთ ციფრულ ბაზაში აერთიანებს — მასზე წვდომა ყველას ექნება

შესაძლოა, მარსზე ყოფილი ვულკანური კუნძული არსებობდეს — კვლევა