in

როგორ დავწეროთ პრეს-რელიზი ?

პრეს-რელიზი მედიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა. ხშირად სტატიასა თუ სიუჟეტებში ინფრომაცია პირდაპირ რელიზიდან ხვდება. ამიტომ, საჭიროა ზუსტად და კონკრეტულად გავაჟღეროთ ის, რისი მიტანაც საზოგადოებამდე გვინდა.
პრეს-რელიზი იძლევა ინფორმაციას კონრეტული მოვლენისა თუ ორგანიზაციის შესახებ. უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული. რელიზით უნდა წარმოჩინდეს თემის მნიშვნელობა, რითიც მოხდება ნებისმიერი მედიასაშალების დაინტერესება.
სასურველია რელიზი არ აღემატებოდეს ერთ გვერდს, დაცული იყოს აბზაცები, არ იყოს რთული წინადადებები. ტექსტი მოკლე და მარტივი წინადადებებით გადმოვცეთ. ასე დაწერილი რელიზი წასაკითხადაც და აღსაქმელადაც უფრო ადვილია.

აუცილებელია სათაური, სადაც რაც შეიძელბა მოკლედ იქნება გადმოცემული ღონისძიების/მოვლენის შესახებ.
პირველ აბზაცში მოცემული ინფორმაცია უნდა პასუხობდეს შეკითხვებს : ვინ/რა? სად? როდის? რატომ? როგორ?
მეორე აბზაცში მოცემული უნდა იყოს მოვლენის მთავარი მნიშვნელობა. აღწერილი უნდა იყოს, რატომ არის მნიშვნელოვანი პირველ აბზაცში მოცემული ინფორმაცია. რელიზის ეს ნაწილი უნდა იყოს მთავარი გზავნილი, (მესიჯი) რომელიც გვსურს, რომ გაჟღერდეს მედიაში. რამაც უნდა მიიპყროს მედიის ყურადღება.
მომდევნო აბზაცში/აბზაცებში იწერება ინფორმაცია, რომელიც ასევე ეხება აღნიშნულ ღონისძიებას/მოვლენას . მაგალითად, დამატებით კიდევ რა მოხდება ღონისძიებაზე, ვინ იქნებიან სხვა სტუმრები , რა აქტივობები იქნება მთავარი ინფორმაციის გარდა და ა. შ. ასევე ინფოცმაცია მხარდამჭერების , მასპინძლების შესახებ.
“ოქროს ციტატა” რელიზის მნიშვნელოვანი ნაწილია . მთავარი მოქმედი პირის ციტატა ღონისძიების/მოვლენის მნიშვენლობის შესახებ, შესაძლოა ციტატა იყოს რომელიმე გავლენიანი / ცნობილი ადამიანის სიტყვების პერიფრაზი, თუ ეს ადამიანი ან მისი სიტყვები კავშირშია ან აღწერს ამ მოვლენა.
აუცილებელია : 1. მივუთითოთ საკონტაქტო პირი და მისი მონაცემები ( სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა) . სასურველია , ეს ინფორმაცია მითითებული იყოს ზედა მარჯვენა კუთხეში. 2. ორგანიზაციის/გაერთიანების ლოგო, ვინც მართავს (ვისაც ეხება) ღონისძიებას. ასევე მისამართი და ტელეფონის ნომერი. სასურველია ეს ინფორმაცია ზედა მარცხენა კუთხეში განთავსდეს. 3. თარიღი. სასურველია , ძირითადი ტექსტის ბოლოში, მარჯვენა კუთხეში იყოს მითითებული. 4. გამოიყენეთ უნიკოდი ნუ გაართულებთ დოკუმენტის წაკითხვას, თუ თქვენ კომპანიას საკუთარი ფონტი გააჩნია მაშინ სჯობს საბოლოო ვარიანტი .pdf ფორმატით შეინახოთ და ასე გაავრცელოთ.

სპეციალისტები თვლიან, რომ ამ ფორმით განლაგებული დეტალები მარტივი აღსაქმელია და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ ბევრი ჟურნალისტი დააინტერესოთ აუცილებელია პრესრელიზიდანვე “მიმზიდველი” იყოს ღონისძიება, როგორც ჩვენი მეგობარი Kosta Petrov-ი ამბობს “Make it Sexy”.

ჰეინეკენ

“მომხმარებელი თავად შექმნის ბოთლის ახალ დიზაინს” – Heineken

ყველაფერი საფუძვლიდან იწყება * წინასაახალწლოდ წასაკითხი პოსტი