in

როგორ წავიკითხოთ უფრო მეტი წიგნი ამ წელს?

თუ თქვენ თვლით, რომ წინა წელს არც თუ ისე ბევრი წიგნი წაიკითხეთ და წელს თქვენი შედეგის გაუმჯობესება გსურთ, გეტყვით, რომ მარტო არ ხართ. უამრავი ადამიანი თვლის ასე და ეძებს გზებს, თუ როგორ წაიკითხოს მეტი წიგნი იმ პერიოდში, როცა მას დრო თითქმის არ აქვს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სანამ ბევრი წიგნის წაკითხვის სურვილს შეჰყვებით, მანამდე მორტიმერ ადლერისა და ჩარლზ ვან დორენის რჩევას მოგაწვდით, რომ ყველა წიგნი არ ღირს იმად, რომ ის მთლიანად წაიკითხოთ.

რეალურად, წიგნის კითხვის სწრაფი და ეფექტური გზა სქიმინგია – ანუ თვალის გადავლება. პირველ რიგში, ეს ხერხი გეხმარებათ, წინასწარ, მოკლე მონახაზი გაიგოთ წიგნის და შემდეგ მარტივად გადაწყვიტოთ – წაიკითხავთ თუ არა რომელიმე კონკრეტულ წიგნს. ასევე, ბევრი წიგნი ბევრ ისეთ ინფორმაციას შეიცავს, რომელიც ჩვენ საერთოდაც არ გვჭირდება, სქიმინგი კი გვეხმარება, წიგნიდან ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციები ამოვკრიფოთ.

“სწრაფი კითხვა” დღესდღეობით ტერმინია, რომელიც 1950-იან წლებში პოპულარული ეველინ ვუდსმა და მისმა მეუღლემ გახადეს. მას შემდეგ ეს ხერხი აქტიურად იხმარება წიგნების წასაკითხად. რეალურად, სწრაფი კითხვა მართლაც სასარგებლო ტექნიკაა, თუმცა კი, მას ამგვარად ბევრი არ უყურებს.

წაიკითხეთ წიგნის 10% და მიიღეთ 1 გაკვეთილი მისგან

წიგნიდან 1 იდეის აღებაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს. თუკი ვერ ახერხებთ წიგნის მთლიანად წაკითხვას, წაიკითხეთ მისი ნაწილი. მსგავსადვე წაიკითხეთ სხვა წიგნების ნაწილებიც და სხვადასხვა წიგნიდან სხვადასხვა იდეას წამოიღებთ. ეს არც თუ ისე ცუდი გზაა, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ამა თუ იმ წიგნის შესახებ და ჩვენი გამოცდილების დასაგროვებლადაც.

უბრალოდ გადაავლეთ თვალი არასაინტერესო წიგნებს

როგორც მაღლა აღვნიშნეთ, არსებობენ წიგნები, რომლებიც ჩვენთვის არც თუ ისე საინტერესონი არიან. თუკი რომელიმე ამგვარი წიგნის წაკითხვა თქვენთვის ვალდებულებას წარმოადგენს ან უბრალოდ გსურთ, რომ მაინც გქონდეთ მის შესახებ ინფორმაცია, უბრალოდ გადაავლეთ თვალი სათაურებს, ქვესათაურებს, საკვანძო მომენტებს.

დაანებეთ იმ წიგნის კითხვას თავი, რომლის მიმართაც ვალდებულებას გრძნობთ

ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ჩვენთვის არასაინტერესო წიგნები ვიკითხოთ. თუკი უბრალოდ თავს ავალდებულებთ, რომ რომელიმე წიგნი დაასრულოთ, უბრალოდ შეეშვით მის კითხვას. ნუ დააძალებთ თავს, დაასრულოთ წიგნი, თუკი ეს უბრალოდ არ გსურთ.

იკითხეთ უფრო ნელა

თუკი თქვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო წიგნს აღმოაჩენთ, შეანელეთ კითხვა. უკეთ გადაიაზრეთ წინადადებები, თუ საჭიროა გააკეთეთ პატარა ჩანიშვნებიც. დააკავშირეთ აღნიშნულ წიგნში ამოკითხული აზრები სხვა აზრებთან და რასაც ვერ გაიგებთ, თავიდან წაიკითხეთ.

სქიმინგი არაა კითხვის ტექნიკა, ეს უბრალოდ გზაა, ავარჩიოთ, რომელი წიგნის წაკითხვა გვსურს და, გარდა ამისა, ამა თუ იმ წიგნის შესახებ ზოგად ინფორმაციასაც გავეცნოთ. თუმცა, მაინც გეტყვით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ წიგნს კითხულობთ, მთავარი ისაა, ერთი წიგნიდან რა გამოცდილებას იღებთ.

წყარო: Fast Company



ამერიკული Pomona-ს ორგანული ფხვნილების შეფუთვის დიზაინი – Kollektiv-ის ნამუშევარი

ილონ მასკმა მაიმუნის ტვინში იმპლანტი მოათავსა – ის ვიდეოთამაშებს წარმატებით ართმევს თავს