in

როგორ განვაახლოთ ბიზნეს საქმიანობა უსაფრთხოდ?

პანდემიამ დამანგრეველი ეკონომიკური ზარალი მიაყენა მსოფლიოს ბიზნესებს. დაიხურა თითქმის 100,000 ბიზნესი ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობისა და კვების სექტორები. წინ კიდევ რამდენიმე რთული თვე გველის და ახლა კიდევ უფრო რთულია, ვიწინასწარმეტყველოთ სამომავლო შედეგები. თუკი თქვენ ფლობთ ბიზნესს და არ იცით, როგორ მოიქცეთ: განაახლოთ თქვენი ბიზნესი, თუმცა კი, ამას ცუდი შედეგი მოჰყვეს ან არ განაახლოთ და სამუდამოდ შეწყვიტოს მან არსებობა, ჯობს, კარგად დაფიქრდეთ. ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ და გააანალიზოთ, რამდენად შეგიძლიათ, ამგვარ პირობებში თქვენი გუნდის წევრებს უსაფრთხო გარემო შეუქმნათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ განვაახლოთ ბიზნესი უსაფრთხოდ?

შეიმუშავეთ უსაფრთხო განახლების გეგმა

პირველ რიგში, გააანალიზეთ, რამდენად საჭიროებს თქვენი ბიზნესი განახლებას და ფიზიკურ მუშაობას მანამ, სანამ ვაქცინა ან რაიმე ეფექტური წამალი არ შეიქმნება? თუკი ამის აუცილებლობას ხედავთ, მაშინ თავდაპირველად სამუშაო ძალის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები შეაფასეთ.

თუ ასაკოვანი ადამიანები გყავთ დასაქმებული, გაითვალისწინეთ მათი რისკი. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაო ადგილის კონფიგურაცია. ადამიანები ახლო-ახლო მუშაობენ? შეგიძლიათ ეს სიახლოვე შეამციროთ ბარიერებით ან ცვლების მიხედვით დაიბაროთ ისინი ოფიში. გაქვთ დასუფთავების შესაბამისი სტანდარტები? პასუხის მისაღებად მიმართეთ ექსპერტთა წყაროებს, როგორიცაა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები. მნიშვნელოვანია ოფისის შიგნითაც აქტიურად დაიცვან თქვენმა გუნდის წევრებმა დისტანცია და ატარონ ნიღაბი.

ხშირი ტესტირება

იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო სივრცე მაქსიმალურად უსაფრთხოდ შეინარჩუნოთ, აუცილებელია ხშირად ჩაატაროთ გუნდის წევრებში Covid-19-ზე ტესტირება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების ტესტირებას, სანამ ისინი სამსახურში დაბრუნდებიან . თანამშრომლების ტესტირება მინიმუმ, ყოველკვირეულად უნდა მოხდეს, ხოლო უფრო მაღალი რისკის ჯგუფებმა უნდა გაიარონ ყოველდღიური ტესტირება. სწორედ ამგვარად შეინარჩუნა უსაფრთხო გარემო NBA-მ.

განაახლეთ ბიზნესი უსაფრთხოდ და არა – ნაადრევად

ბიზნესის მფლობელებს ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი რამის აღება უწევთ საკუთარ თავზე – ერთი წლის წინ, ალბათ ვერ წარმოიდგენდით, ჯანმრთელობის მკაცრი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, სამუშაო ადგილების გადაკეთება და თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება მოგიწევდათ. მაგრამ ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და როგორც ჩანს, ასე ვიცხოვრებთ მანამ, სანამ ეფექტური ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

კარგი ამბავი ისაა, რომ აუცილებელი არაა, ვაქცინამდე იცადოთ, რათა მუშაობა განაახლოთ. ხოლო თუკი ახლა ღია ხართ და სამომავლოდ დახურვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით აბსოლუტურად შეგეძლებათ ბიზნესის საქმიანობა განაგრძოთ.

ექსპერტების შეფასება ინფექციის კონტროლისა და სისუფთავის კუთხით დაგეხმარებათ, შეასრულოთ ყველა თქვენი ვალდებულება ყველა საჭირო მხარის მიმართ, იქნებიან ესენი: თანამშრომლები, საზოგადოება თუ ბიზნესი.

წყარო: Fast Company



Gucci-ს ძალიან სასიამოვნო საშობაო რეკლამა 90-იანების რეტრო სტილში

შეწყვიტეთ არაჯანსაღი სასმელების გამოძახება – Runtime შაქრის დიდი შეთქმულების წინააღმდეგ