in

ორგანიზაციული ფსიქოლოგი გვასწავლის, როგორ გადავაფასოთ ის, რაც ვიცით

საკუთარი ცოდნისა და უცოდინრობის გადააზრება ინტელექტზე მნიშვნელოვანია

ეს სიტუაცია ბევრი დამწყები ანტრეპრენერისთვისაა ნაცნობი: ისინი პრობლემის გადაწყვეტას მთელი ძალებით დაუღალავად ცდილობენ, არ ზოგავენ თავს საუკეთესო გადაწყვეტის მოსაძებნად. ისინი ხშირად ამბობენ: “აუცილებლად უნდა მივმხვდარიყავი” და აქვთ მარცხისა და თვითმარქვიას განცდა. ეს ადრეული პერიოდი შესაძლოა ანტრეპრენერის ცხოვრების ყველაზე პროდუქტიულ და მნიშვნელოვან მომენტად იქცეს: თქვენ ისწრაფვით მოქმედებისაკენ და საამისოდ ახალ ცოდნას იყენებთ. თქვენ გაქვთ მიზნის მიღწევის თავდაჯერებულობა და ხშირად ფიქრობთ, გაქვთ თუ არა საამისოდ, საჭირო ინსტრუმენტები. ამ საკითხზე საუბრობს ადამ გრანტი, პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლის ორგანიზაციული ფსიქოლოგი თავის წიგნში “კიდევ დაფიქრდი: საკუთარი უცოდინრობის გაცნობიერების ძალა”. როდესაც დამწყებიდან წარმატებულ მოყვარულ ანტრეპრენერად გადაიქცევით, დიდი ალბათობით, პრობლემებს წააწყდებით. სწრადმა ზრდამ შესაძლოა თქვენში ცრუკომპეტენციის განცდა გააჩინოს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

“ასეთი ნახტომი ააქტიურებს თავდაჯერებულობის ციკლს და არ გვაძლევს საშუალებას ეჭვი შევიტანოთ საკუთარ ცოდნაში და დავინტერესდეთ, რა არ ვიცით. ჩვენ ვხვდებით დამწყების მცდარი მოსაზრებების ხაფანგში,” – წერს ადამ გრანტი.

ადამ გრანტის წიგნში ავტორი იკვლევს, რატომ ეხვევიან ანტრეპრენერები, ხელმძღვანელები და სხვები გონებადახშულობის ხაფანგში, რატომ არ აქვთ სურვილი შეცვალონ საკუთარი რწმუნებულებები და აზროვნების კუთხე მაშინ, როცა მტკიცებულებები მათ წინ დევს. ის ამტკიცებს, რომ ამ შფოთვით სავსე სამყაროში საკუთარი ცოდნისა და უცოდინრობის გადააზრება ინტელექტზე მნიშვნელოვანია.

როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა? ადამ გრანტი რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს.

მოიშორეთ “დამფუძნებლის სინდრომი”

ეს ყველაზე ინოვაციურ დამფუძნებლებსაც კი ემართებათ: ისინი საქმეს იწყებენ იდეით, დაუმტკიცონ ყველას, რომ პერსპექტიულ სტარტაპს ჩაუდგნენ სათავეში. მიჩვეულები არიან წინააღმდეგობას. შემდეგ კი, ამ უნარს მეტისმეტად არასწორად იყენებენ. წარმატების მიღწევის შემდეგ კი, ქედმაღლობა და ნარცისიზმი ხშირად იჩენს თავს.

უმჯობესია, გააანალიზოთ, რატომ იყავით მართალი აუცილებლად თქვენ და არა სხვები. საკუთარი წარმატება რაღაც სპეციფიკურს უნდა დაუკავშიროთ. გქონდათ განსხვავებული ცოდნა? პრობლემის ანალიზის უკეთესი მიდგომა? გამოცდილება გაკლდათ და საღი გონებით უყურებდით ყველაფერს? არ მიყვეთ საკუთარ ინტუიციას, არამედ, გამოცადეთ ის. ეს მნაწილობრივ იმ დროსაა მნიშვნელოვანი, როდესაც ყველაფერი კარგად გამოგივიდათ და მომდევნო ნაბიჯისკენ მიდიხართ. ის, რაც მომხმარებელზე ორიენტირებულ სტარტაპში გამოგადგათ, შესაძლოა B2B შემთხვევაში სულაც არ იყოს სასარგებლო.

მოიფიქრეთ, თუნდაც ერთი საკითხი, რომელშიც შეიძლება ცდებოდეთ

გრანტი წერს, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამოცდის ერთ-ერთი ხერხია გაცნობიერება, სულ მცირე ერთი დეტალის პოვნა, რაშიც შეიძლება ვცდებოდეთ. ასეთ დროს, საკუთარი თავისა და პოზიციის გვერდიდან ყურებას ვიწყებთ და არამხოლოდ ერთი დეტალის, არამედ ბევრად მეტი მიდგომის ეჭვქვეშ დაყენებას ვიწყებთ, რაც ჯანსაღი პროცესია უკეთესი პერსპექტივის დასანახად.

განავითარეთ სანდო წრე, რომელიც მწარე სიმართლეს გეტყვით

ყველაფრის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, ხშირად ვერ ვახერხებთ საკუთარი პრობლემური მოსაზრებების დანახვასა და გაცნობიერებას. სწორედ ამიტომ, ეცადეთ გარშემო გყავდნენ ადამიანები, რომლებიც არ დაგეთანხმებიან ან გაგაკრიტიკებენ კიდეც. ისინი, ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც კი, გეხმარებიან გვერდიდან შეხედოთ სიტუაციას და უფრო ეფექტური გადაწყვეტა და უკეთესი შესაძლებლობები დაინახოთ.

იხალისეთ საკუთარი შეცდომებით

შეცდომა ადამიანურია. ნუ ჩაეჭიდებით მოსაზრებას, თითქოს აუცილებლად ყოველთვის მართალი უნდა იყოთ. ყველა ცდება, სხვადასხვა დოზით. ამიტომ, ეცადეთ, გქონდეთ მიმღებლობა ყოველივე ამის მიმართ და ადვილად აპატიოთ საკუთარ თავს. როდესაც თავს დაანებებთ საკუთარი იდეების ნებისმიერ ფასად და გააცნობიერებთ მცდარ პოზიციას, უფრო მსუბუქად იგრძნობთ თავს, ხოლო საკუთარი შეცდომის ხალისით მიღებით კი, უკეთეს იდეების ბევრად ადვილად მოიზიდავთ.

 

წყარო: inc.



Wissol-ისა და Smart-ის მარკეტინგს სალომე გველესიანი უხელმძღვანელებს

Saatchi&Saatchi Tbilisi-ს გუნდს ქოფირაითერი დავით კილაძე შეუერთდა