in

როდის და როგორ ავიღოთ შესვენება სამუშაო დღის განმავლობაში?

2020 წელი ულტრამარათონს ჰგავს, რომელსაც გამოკვეთილი ფინიშის ხაზი არ გააჩნია. ამ წლისგან მოტანილ რადიკალურ ცვლილებებში დღესდღეობით ყველაზე მეტად სამუშაოებისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა იგულისხმება. დისტანციური მუშაობა, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში მუშაობად გადაიქცა, მშობლებს საქმესა და სასწავლებელში ვერწასულ შვილებზე ზრუნვა ერთდროულად უწევთ. და რა ხდება ასეთ დროს? ყველაფერ ამას მენტალური გადაღლა, ენერგიის გამოცლა და არაპროდუქტიულობა მოჰყვება ხოლმე. სწორედ მაშინ, როცა გგონიათ, რომ დასვენების დრო არ გაქვთ, თავს ენერგიის აღდგენის მინიმალური დრო მაინც უნდა მისცეთ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

დილის შესვენება

ყველაზე კარგი იქნება, თუ დილას საკუთარი თავზე ზრუნვით დაიწყებთ, მაგალითად: ჭიქა ყავით, ჟურნალის კითხვით, ფანჯარაში ყურებით, მედიტაციით.. ამგვარად საკუთარ გონებას შესაძლებლობას აძლევთ, გააცნობიეროს, რომ სამუშაო სივრცის და სახლის გარდა სხვა სამყაროც არსებობს. ნუ დაიწყებთ დღეს მეილებსა და სხვა საქმეებზე ფიქრით – ეცადეთ, სამუშაო რუტინა თქვენი საძინებლიდან განდევნოთ. დაუთმეთ 15-20 წუთი ზემოხსენებულ აქტივოებებს და მხოლოდ მას შემდეგ შეუდექით საქმიანობას.

სამუშაო შესვენება

ოფისში მუშაობის დროს თქვენ ბევრი ბუნებრივი შესვენება გქონდათ, მაგალითად მაშინ, როცა შეხვედრიდან გამოსული თქვენს სამუშაო მაგიდასთან ბრუნდებოდით, ან მაშინ, როცა კოლეგას წერდით სოციალურ ქსელში. ახლა, როცა უკვე ეს ყველაფერი დროებით წარსულს ჩაბარდა, მთლიანი დღით მუშაობა ერთ გრძელ მოსაწყენ ლოზუნგს დაემსგავსა. ამიტომაც საჭიროა, მსგავსი ბუნებრივი შესვენებების ახალი ვარიანტები მოიფიქროთ. ამის ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განვიხილოთ პომოდოროს მეთოდი, როცა 25 წუთი გადაბმულად მუშაობთ, შემდგომი 5 წუთი კი ისვენებთ. ამ მოკლევადიან შესვენებებში მარტივი საქმეების მოსწრებაც შეიძლება – მაგალითად, თეფშის გარეცხვა, ბავშვებთან საუბარი და ა.შ

ლანჩის შესვენება

ლანჩის შესვენება ძალიან საჭირო რამაა გონებისთვის. ამ პერიოდში უამრავი რამის გაკეთებაა შესაძლებელი – ბავშვებთან ურთიერთობა, სასეირნოდ გასვლა, წიგნის წაკითხვა და ა.შ ეს, ფაქტობრივად, შანსია იმისა, რომ ენერგია აღიდგინოთ, რუტინა ცოტა ხანი გვერდით გადადოთ და ნამდვილ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ლანჩის შემდგომი მუშაობა კი, როგორც წესი, ყველაზე ნაყოფიერია ხოლმე.

შუადღის შესვენება

ეს ის პერიოდია, როცა ქუთუთოებს ძლივს ვიკავებთ, რომ არ ჩაგვეძინოს. ასეთ დროს საქმის დასრულება თითქმის შეუძლებელი გვეჩვენება ხოლმე. ამიტომაც თუკი დღის განმავლობაში ყავა უნდა დავლიოთ, ეს სწორედ შესაფერისი პერიოდია საამისოდ. გირჩევთ, 20-25 წუთით დაიძინოთ ან სულ მინიმუმ თვალები მაინც დახუჭოთ. შუადღისას გვიჩნდება განცდა, რომ სამუშაო დღე მალე დასრულდება, ეს შეგრძნება კი შეუძლებელს ხდის საქმის სრულყოფილად შესრულებას, ამიტომაც ასეთ დროს შესვენება აუცილებელია.

საღამოს შესვენება

იდეალურ შემთხვევაში სამუშაო სადილის წინ უნდა დაასრულოთ, რათა შემდეგ აღარ მოგიწიოთ მისი გაგრძელება. თუმცა, თუკი ეს ამგვარად ვერ ხერხდება, მაშინ აუცილებლად საჭიროა, საღამოს შესვენებაც აიღოთ. სადილის შემდეგ გაასეირნეთ ბავშვები პარკში, დაალაგეთ სახლი, უყურეთ ტელევიზორს, რათა ჭამის მერე ეგრევე სამუშაოზე არ გადაერთოთ და ჩვეული რუტინა მინიმალურ დროში არ განაგრძოთ. რადგან სამუშაოს დოზა ღამემდე მუშაობას ითხოვს, მაშინ მანამდე თავს ენერგიის აღდგენის ნება დართეთ.

წყარო: Fast Company



MRKT „სელერებს“, 100 დღით, საკომისიოს უხსნის და სრულად უფინანსებს გზავნილის ტრანსპორტირებას

„500 სტარტაპის“ დახმარებით, Raccoon-მა 900 000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა