in

როგორ გავყიდოთ ონლაინ კურსი?

ბოლო კვირების განმავლობაში, ცოცხალი შეხვედრები და სასწავლო პროგრამები, ნაწილობრივ, ონლაინ კურსებმა ჩაანაცვლეს. ამდენად, ერთი მხრივ, მათმა ინტენსივობამაც იმატა და ციფრულ სამყაროში ოპერირებაში ნაკლებად გამოცდილი ადამიანები დადგნენ გამოწვევის წინაშე – როგორ გაყიდონ ონლაინ კურსი? ადამიანები ონლაინ სასწავლო პროგრამებს ქმნიან, ამაში საკუთარ ცოდნასა და უნარებს დებენ. ენთუზიაზმი დიდია, საბოლოო პროდუქტიც ნამდვილად ხარისხიანია, თუმცა, საბოლოო ჯამში, გაყიდვების პრობლემა მაინც დგება. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მარკეტინგისა და გაყიდვის სტრატეგია. ისინი იმდენად იყვნენ ხარისხიანი პროდუქტის შექმნაზე კონცენტრირებულნი, რომ დრო და ენერგია მთლიანად ამას დაუთმეს, გაყიდვის სტრატეგია კი, არ შეუმუშავებიათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ონლაინ კურსის გასაყიდად, ამ ოთხ ძირითად ფაქტორს მიაქციეთ ყურადღება და ამას რაც მალე იზამთ, შედეგსაც მალე დაინახავთ. სინამდვილეში, ამ ფაქტორებზე კურსის შექმნამდე უნდა იფიქროთ.

კონტენტი

რეგულარულად გამოაქვეყნეთ ღირებული პოსტები სოციალურ ქსელებში – Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, Pinterest. პოსტეთ არამხოლოდ მაშინ, როცა გაყიდვებს იწყებთ, არამედ ყოველთვის. დაიკავეთ ადგილი თქვენს ნიშაში, რათა თქვენი სამიზნე აუდიტორია მოიზიდოთ, თქვენი საუბრის სტილით.

რეკლამა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე

ისინი, ვისაც ფეისბუკ რეკლამაში გამოცდილება არ აქვთ, ამას საკმაოდ დიდ ამოცანად მიიჩნევენ. თუმცა, ყველაზე მთავარია, რომ გქონდეთ შესაბამისი სტრატეგია. უნდა იყოთ მომართული საჭირო სეგმენტის სწორი ბიუჯეტით, სწორ დროს მოსაზიდად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეორგოლიც. ეს “ცივ” აუდიტორიასთან საკუთარი თავის წარდგენაში დაგეხმარებათ.

Email მარკეტინგი

მთელ მსოფლიოში 3.8 მლრდ იმეილ ექაუნთი არსებობს, ასე რომ, თუკი მომხმარებლამდე წვდომა გსურთ, ელექტრონული ფოსტა მშვენიერი საშუალებაა. მით უფრო, რომ მომხმარებლის მოზიდვაში, ელექტონული ფოსტა ფეისბუქსა და ტვიტერზე 40-ჯერ ეფექტურად მიიჩნევა. იმეილი იმ მარკეტინგულ არხებს მიეკუთვნება, რომელთა საშუალებითაც მჭიდრო კავშირის დამყარება შეგვიძლია სამიზნე აუდიტორიასთან.

ყოველი იმეილ კონტაქტი ღირებულია. ყოველი გამომწერი პოტენციური მყიდველია, რომელიც რეგულარული მომხმარებელი შეიძლება გახდეს. თუმცა, აქაც სტრატეგიაა საჭირო. გამომწერებზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. არ დაგენანოთ ინფორმაციის ნაწილის უფასოდ გაცემა: რჩევები, იდეები…

იმეილ მარკეტინგი არც სპამია და არც პირადი წერილი, არამედ რაღაც შუალედური ამ ორს შორის. იმეილ მარკეტინგი კარგად უნდა იყოს მორგებული მომხმარებლის ინტერესებს. მის სწორად გამოყენების შემთხვევაში ურთიერთობის შენებასა და შემოსავლის მიღებას შეძლებთ. მისი გამოყენება რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ: მომხმარებლებთან პერსონალიზებული ურთიერთობის აგება, ბრენდის შესახებ ცნობადობის ამაღლება, საკუთარი კონტენტის რეკლამირება, ლიდების გენერირება, პროდუქტისა და მომსახურების გაცნობა და სხვა.

გაყიდვის დასრულება

ამას გაყიდვის “დახურვასაც” უწოდებენ ხოლმე. როდესაც, თქვენი კურსი ონლაინ ბაზარზე გამოჩნდება და ადამიანები მის მიმართ ინტერესს გამოიჩენენ, ელექტრონული წერილების, კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მიღებას დაიწყებთ. დაინტერესებულ პირებს აუცილებლად ექნებათ შეკითხვები, ასე რომ, უპასუხეთ. ამ პროცესს სათანადო ყურადღება დაუთმეთ. ეს სწორედ ის დროა, როდესაც შეთანხმებას უნდა მიაღწიოთ და გაყიდვა დახუროთ.

ბოლო ნაბიჯი მომხმარებლებზე ზრუნვაა. როდესაც ადამიანები თქვენს კურსს იყიდიან, იზრუნეთ მათ კმაყოფილებაზე. არსებულ მომხმარებლებზე პროდუქტის გაყიდვა ბევრად მარტივია და ბევრად იაფიც, ვიდრე ახლების პოვნა. ამდენად, მომხმარებლებს პატივისცემითა და მადლიერებით მოეკიდეთ.

ეს ოთხი ფაქტორი სინქრონულად მუშაობს. ამდენად, კონტენტზეც, იმეილ მარკეტინგზეც, სოც.მედია რეკლამაზეც და გრძელვადიან ურთიერთობებზეც ერთდროულად უნდა იზრუნოთ. ამგვარად, მომხმარებლების ბაზას გაზრდით და თქვენი კურსის შესახებ მეტი ადამიანი გაიგებს, ეს კი თქვენთვის მეტ შემოსავალს ნიშნავს.

 

წყარო: Forbes



„ბენეფიტსი“ უცხოეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს სამოგზაურო დაზღვევას სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს

„მგონი, აჯობებდა, სატელევიზიო რეკლამა გაგვეშვა“ – თვითირონია ბილბორდებზე, იზოლაციის დროს