11
May
2018

როგორ მოვაგვაროთ რთული საკითხები მარტივად?

11 May 2018

სათაური, თავდაპირველად, შეიძლება პროვოკაციულად მოგეჩვენოთ, მომენტებში არარეალურადაც, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არის შესაძლებელი, სულ პრიმიტიულად თუ არა, შედარებით მაინც გავუმკლავდეთ ჩახლართულ ამოცანებს. ყოველდღიურად, ვაწყდებით პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტაც გვიძნელდება. როგორც აინშტაინი იტყოდა: “პრობლემას ვერ გადავჭრით აზროვნების იმავე დონიდან, როგორზეც ახლა ვიმყოფებით”. მაინც, რა ცვლილებას ითხოვს ჩვენი აზროვნება საამისოდ? უამრავი ლიდერი გამუდმებით უსვამს ამ კითხვას საკუთარ თავს: მივიღე თუ არა სწორი გადაწყვეტილება? რა მოყვება ამას? მოვიგებ თუ წავაგებ? ამგვარი გაორებული ფიქრი ერთი ამოცანის გარშემო მოითხოვს დამატებით ენერგიას და შესაბამისად, ალტერნატიულ პრობლემას.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზოგჯერ, გადაწყვეტილების მიღება იმაზე მარტივია, ვიდრე გვგონია. წარმოიდგინეთ, სიტუაცია, რომელიც შეიძლება გქონიათ კიდეც: დირექტორი უკავშირდება კონსულტანტს და უკმაყოფილოა, რომ ორგანიზაცია ზედმეტად ცენტრალიზებულია. რას აკეთებს კონსულტანტი? წერს დეცენტრალიზაციის გეგმას. 3 წლის შემდეგ, დირექტორმა რომ დაურეკოს კონსულტანტს და თქვას, რომ კომპანია ზედმეტად დეცენტრალიზებულია, რას გააკეთებს კონსულტანტი? დაწერს ცენტრალიზების გეგმას.
მარტივი პასუხები თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს, განსაკუთრებით დატვირთულ და ბუნდოვან სიტუაციებში. თუმცა, თავდაჯერებულობის ნაცვლად, თანამედროვე ლიდერები უნდა უღრმავდებოდნენ საკითხს, აფართოებდნენ თვალსაწიერს, ფიქრობდნენ სამომავლო შესაძლებლობებზე. ჩაღრმავება გულისხმობს, ლიდერის მზაობას, დაინახოს “ბრმა ლაქები” მოცემულობისა და სტერეოტიპული მოსაზრებების მიღმა. გაფართოება მოითხოვს, შეხედო სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ადამიანების პერსპექტივიდან, სამომავლო შესაძლებლობების განხილვა კი ნიშნავს, გაითვალისწინო გადაწყვეტილების გაუთვალისწინებელი ნაწილიც კი.

ყოველივე ამასთან გასამკლავებლად, გამოიყენეთ რჩევა:
გამოიწვიეთ საკუთარი რწმუნებულებები. ეს პრაქტიკა იწყება საკვანძო კითხვების დასმით:”რას ვხედავ?” და “როგორია რეალური სიტუაცია?”.

 

აღსანიშნავია, რომ უმეტესობა ჩვენგანი იქცევა იმის მიხედვით, რა ცოდნასაც ფლობს ამ დროისთვის. სამყაროს აღქმა ბავშვობიდან იწყება, ამ დროიდან გვიყალიბდება წამოდგენა ამა თუ იმ საკითხზე და შემდეგ, უნებლიედ ვაჯერებთ თავს ამაში. ამასთან, ზრდასრულობაში, მიდრეკილები ვართ, მოვისმინოთ მხოლოდ ის, რისი მოსმენაც გვინდა. ამგვარად, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობთ, თუმცა ეს მიდგომა ხელს გვიშლის, დავინახოთ რეალური სურათი.
რელობა კი ისაა, რომ ნებისმიერი რესურსის გამოყენება შეიძლება იქამდე, სადამდეც ეს რესურსი თუ ძალა გაუძლებს. დაფიქრდით, რა ფასი აქვს ძალის სრულად გამოყენებას? ბალანსის პოვნას? მაგალითად, გადაჭარბებული თავდაჯერებულობა გადადის ქედმაღლობაში. სანამ ჩვენ ვეჭიდებით მოსაზრებას, რომ თავდაჯერებულობის ერთადერთი საპირისპირო წერტილი მისი ნაკლებობაა, გაგვიჭირდება ბალანსის პოვნა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
გააკეთეთ ყველაზე რთული საქმე ყოველდღიურად. ლიდერთა უმრავლესობას, ხშირად დღის დიდი ნაწილი აქვს შევსებული შეხვედრებითა და ელექტრონული მიმოწერით, რაც მათ გადარბენის რეჟიმში ამყოფებს. ეს კი ართულებს რთული გადაწყვეტილების სწრაფად და თანაც სწორად მიღებას.

ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი არის, დაიწყო დღე ყველაზე რთულად გასაკეთებელი საქმით და პირველი ერთი საათი, შეუსვენებლად, მას დაუთმო. ეს გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ არ ვაიგნორებთ მნიშვნელოვან საკითხებს და დროს ვუთმობთ მათ მოგვარებას.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს. ხშირად, რთული სიტუაციების მართვა დიდ ემოციურ ენერგიასთან არის დაკავშირებული. გვიწევს ვმართოთ ნეგატივი, ბრაზი და ხშირად, შიშიც. ასეთ დროს ჩვენი ხედვა ვიწროვდება და ნაკლებად პროდუქტიულები ვხდებით. ასეთ დროს ხშირად ვეძებთ დამნაშავეებს სხვებში, თავს ვესხმით იმის მაგივრად, რომ თავად საკითხზე ვკონცენტრირდეთ.
როდესაც მსგავსი შფოთის განცდა დაგეუფლებათ, 1 წუთის მანძილზე, ეცადეთ ისუნთქოთ ნელა და ღრმად. ეს დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ ბალანსი. ასევე, შეგიძლიათ 5-10 წუთით უბრალოდ გაისეირნოთ.
რთული ამოცანების მართვა გამბედაობას მოითხოვს – ასევე, მზაობას, გამოხვიდე კომფორტის ზონიდან, უფრო ზუსტად კი, გაატარო დრო დისკომფორტის ზონაში, სანამ არ მოაგვარებ. ამასთან, გამოსავლის საპოვნელად გამოცდილ პრაქტიკებში მეტისმეტად ჩაღრმავებასაც არ გირჩევთ. ამ სფეროში არ არსებობს რეცეპტი, ეს ხელოვნებაა.

მომზადებულია Harvard Business Review-ზე დაყრდნობით.



განხილვა