in

როგორ დავრჩეთ მოტივირებულები იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ

საყოველთაო წესრიგი პანდემიამ იმდენად შეცვალა, რომ უკვე აღარც კი შეგვიძლია, არათუ მომდევნო თვე, არამედ მომდევნო კვირა დავგეგმოთ. ყველა ჩვენი გეგმა ელვის სისწრაფით იცვლება და ნელ-ნელა უკვე დავიწყეთ ამასთან შეგუება. თუმცა, ამ სიტუაციის მიღმა დგას ჩვენი მიზნები, რომლებიც ოდესღაც დავისახეთ და აუცილებლად განვახორციელებდით, რომ არა პანდემია. თუმცა, არსებულმა სიტუაციამ არ უნდა მოგვცეს ბიძგი, რომ დავნებდეთ და ხელი ავიღოთ ჩვენს სურვილებსა თუ ოცნებებზე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

და მაინც, როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია?

იფიქრეთ თქვენი მიზნის დასახვის მომენტზე

კარგად გაიხსენეთ და დაფიქრდით, რა შეგრძნებებითა და შთაგონებით დაიწყეთ თქვენს მიზანზე ფიქრი. როგორი ემოცია დაგეუფლათ მაშინ, როცა პირველად დაგებადათ იდეა. როგორი გეგმები დასახეთ მაშინ, როცა ამ იდეაზე ფიქრი დაიწყეთ. თუკი ამას დეტალურად გაიხსენებთ, აუცილებლად დაგეუფლებათ ის მოტივაცია, რომელიც საწყის ეტაპზე გქონდათ. არ უნდა მისცეთ არსებულ სიტუაციას იმის საშუალება, რომ დანებდეთ და უარი თქვათ თქვენს მიზანზე.

საკუთარ თავზე იზრუნეთ

საკუთარ თავზე ზრუნვა არ არის ფუფუნება – ეს ისაა, რაც ჩვენს განწყობას ამაღლებს. ამაღლებული განწყობა კი გვეხმარება, უფრო მოტივირებულები და ჩვენს მიზნებზე ორიენტირებულები ვიყოთ.

დაფიქრდით, რა არის თქვენთვის იდეალური ხერხები, რომლებითაც საკუთარ თავს ასიამოვნებთ? ეს ხერხები დიდ გავლენას ახდენს თქვენს საერთო კეთილდღეობაზე. როგორ შეგიძლიათ, ეს ხერხები თქვენს ყოველდღიურ / ყოველკვირეულ ცხოვრებაში შეიტანოთ? შეიძლება ეს იყოს სასიამოვნო აბაზანები, შუადღის გასეირნებები, 11 საათზე დაძინება ან სხვა ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენს სხეულსაც და გონებასაც გააჯანსაღებს. სანამ ამ ხერხებს იყენებთ, გაითვალისწინეთ მათი უფრო დიდი დანიშნულება: ისინი, თითოეული ეხმარებიან თქვენს მიზნებს.

იდეალური სამყაროს წარმოდგენა

ჩვენ, ადამიანები ერთ კონკრეტულ არეალში არ ვმოქმედებთ. თითოეული ჩვენი ქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამყაროზე. ამიტომაც, სანამ რამეს გააკეთებთ, დაფიქრდით, როგორია თქვენთვის იდეალური სამყარო? და რისი გაკეთება შეგიძლიათ საამისოდ? მიზანი, რომელიც ადრე დაისახეთ და ხელი შეგეშალათ მის განხორციელებაში, იყო თუ არა ისეთი, როგორიც სამყაროს ოდნავ უფრო უკეთესს გახდიდა? ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენს ქმედებებს დიდი ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლიათ. ნებისმიერი პატარა ცვლილება დიდი ცვლილების წინაპირობაა ხოლმე.

ამიტომაც, თუკი ფიქრობთ, რომ თქვენი მიზნის განხორციელებით დადებით შედეგს მოუტანთ სამყაროს, ნუ შეგეშინდებათ იმ სიტუაციის, რომელშიც ხართ. ნებისმიერი ადამიანი ამ სიტუაციაშია და ძალიან ბევრ ადამიანს შეეცვალა მნიშვნელოვანი გეგმები. დარჩით მოტივირებული და სულ მალე ის დრო მოვა, როცა მათ განხორციელებას შეძლებთ.

წყარო: Fast Company



„სილქნეტის“ 7-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი უკვე მთელ საქართველოშია

„ბილაინის“ მომხმარებლებს Stingray Music-ზე ექსკლუზიური წვდომა მიეცათ