in

როგორ გადავეჩვიოთ ჩვენს შეცდომებზე ზედმეტ ფიქრს?

ალბათ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში შემთხვევა, როცა თქვენი ქმედება გინანიათ.. ამ ქმედებაზე უამრავი გიფიქრიათ, გიფიქრიათ სხვაგვარ გამოსავალზე, გიფიქრიათ, რომ ხმა უნდა ამოგეღოთ და არ ამოიღეთ, გიფიქრიათ რომ იმ პროექტში მონაწილეობა უნდა მიგეღოთ, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა.. უბრალოდ გიფიქრიათ, რომ ის არ უნდა გაგეკეთებინათ, რაც გააკეთეთ..

pasha-statiebi
pasha-statiebi

წარსულში დაშვებულ შეცდომებზე ზედმეტი ფიქრი სხვადასხვა მსგავს მოგონებას აღვიძებს, რის შედეგადაც ადამიანი რეალური მე-ს შედარებას იწყებს იდეალურ მე-სთან. ერთი კონკრეტული შეცდომით დათრგუნული ფიქრობს, რატომ უფრო მეტად ორგანიზებული, ამბიციური, ჭკვიანი, დისციპლინირებული და ქარიზმატული არ არის. ასეთ დროს თვითშეფასების კლებასთან ერთად პროდუქტიულობაც იკლებს ხოლმე.

ზედმეტი ფიქრი მხოლოდ არასასიამოვნო კი არ არის, არამედ მან მორალური აშლილობა და დეპრესიაც კი შეიძლება, რომ გამოიწვიოს. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი გზა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობას თავი დააღწიოთ:

დაადგინეთ, რა გამოწვევების წინაშე დგახართ.

თქვენ ვერ შეძლებთ, უშველოთ საკუთარ თავს ამ სიტუაციაში, მანამ, სანამ არ გაიაზრებთ, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ შეცდომებზე. იმისთვის, რომ უკეთ იგრძნოთ თავი, იფიქრეთ, რამ გიბიძგათ, დაბრუნებულიყავით წარსულში და საკუთარი თავი გაგეკრიტიკებინათ. იქნებ შემდეგმა მიზეზებმა გამოიწვია ეს:

  • იმ ხალხთან თანამშრომლობთ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ენდობით
  • იმ ხალხთან მუშაობთ, რომლებსაც უფრო ჭკვიანად და ამბიციურად აღიქვამთ
  • ახალი ნაბიჯის გადადგმა გსურთ კარიერაში
  • ფულადი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დგახართ

ეცადეთ, გააცნობიეროთ, რომ მსგავს სიტუაციაში ყოფნის მთავარი მიზეზი საკუთარი თავის ან სხვების ხშირი დადანაშაულებაა.

დაიჭირეთ ფსიქოლოგიური დისტანცია.

შემდეგი ნაბიჯი იმ საკითხებისგან დისტანცირებაა, რომლებიც გიბიძგებენ, ზედმეტი იფიქროთ და ტვინი იჭყლიტოთ. ხშირად ძალიან ბევრს ფიქრობთ იმ ადამიანების აზრზე, რომლებსაც, რეალურად, არანაირი გავლენა არ აქვთ თქვენს წარმატებაზე. ხანდახან საერთოდაც ვერ ვხედავთ საკუთარ თავს იმ პიროვნებად, რომელსაც მიზნის მიღწევა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს კარგად აკეთებთ. ასეთ დროს გჭირდებათ “ემოციური სისწრაფე”, რათა ტვინი უცბათ გადართოთ ნეგატიურიდან პოზიტიურ ფიქრებზე და საკითხების სხვაგვარ აღქმას შეეჩვიოთ. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავს უთხრათ “მე არასაკმარისი ვარ ამ საქმიანობისთვის”, უთხარით: “ამ წამს ვგრძნობ, რომ ამ საქმისთვის არასაკმარისი ვარ”, თუმცა, ეს მხოლოდ ამწამინდელი მონაცემია და არა სამუდამო. დაარწმუნეთ თავი, რომ საკმარისი ხართ და ისწავლეთ, რომ თქვენი აბსურდული შეგრძნებები მართლაც წამიერია.

განასხვავეთ გონებაში ზედმეტი ფიქრი და პრობლემის გადაჭრა.

ხშირად ბევრ ფიქრს პრობლემაზე და პრობლემის გადაწყვეტას გონებაში ვაიგივებთ. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი ნაყოფიერი რამაა, მაშინ, როცა შეცდომებზე ფიქრში ჩაღრმავება ზედმეტი დროის კარგვა და თავის ტყუილად დასტრესვაა. ბევრი ფიქრი არაეფექტურია იმდენად, რამდენადაც მასში გაფლანგული დრო არანაირ შედეგს არ გვაძლევს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: “არსებულ რეალობასა და სიტუაციაში რომელია საუკეთესო გზა, იმისთვის, რომ პრობლემა გადავჭრა?”

გაწვრთენით საკუთარი თავი, რომ არ გახდეთ შეცდომებზე ფიქრით შეპყრობილი.

როგორც კი შეამჩნევთ, რომ კონკრეტულ საკითხს ძალიან უღრმავდებით და ბევრს ფიქრობთ, შეეცადეთ, მოშორდეთ სულ ცოტა ხნით ამ ფიქრებს და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ. ჩაერთეთ იმ საქმეში, რომელიც მარტივად მოგვარებადია და ცოტა დროს მოითხოვს. უნდა შეარჩიოთ იმგვარი აქტივობა, რომელსაც თქვენ მიერ კონცენტრირება სჭირდება.

მსგავს სიტუაციაში, შეიძლება, ფიზიკურმა აქტივობამაც დაგამშვიდოთ, მაგალითად, როგორიცაა სეირნობა. მედიტაცია და იოგა განსაკუთრებით წაგადგებათ იმაში, რომ საკითხებს ზედმეტად აღარ ჩაუღრმავდეთ.

ბევრი ფიქრი წარსულში დაშვებულ შეცდომებზე არათუ წაგადგებათ, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უკან დაგაბრუნებთ. ეცადეთ, გაითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები და დაიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი საქმიანობისთვის საკმარისი იქნებით, თუკი თავს ამის უფლებას მისცემთ.

წყარო: HBR



Wolt-ის და McDonald’s-ის ჯადოსნური საახალწლო აქცია

პირველი კოცნის დღე აღგინიშნავთ? – ბედნიერი თარიღების კალენდარი, შემხსენებლის ფუნქციით