in

როგორ მივხვდეთ, რომ დროა, სამსახურს თავი დავანებოთ?

ხანდახან ასეც ხდება – დიდი შრომის ფასად სასურველ მიზანს ვაღწევთ, სასურველ პოზიციას ვიკავებთ, წლობით ვმუშაობთ ამ პოზიციაზე, თუმცა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვასკვნით, რომ ამ პოზიციაზე ჩვენი თავი ამოვწურეთ და ნელ-ნელა ახალი ინტერესები გაგვიჩნდა. ეს ის დროა, როცა ვხვდებით, რომ აღარ გვსურს იმ ადგილზე მუშაობა, რომელიც ოდესღაც ჩვენთვის ძალიან მიმზიდველი იყო. დროა, როცა ახალ შესაძლებლობებს და ჩვენს უნარებს გზა უნდა გავუხსნათ და განვვითარდეთ. თუმცა, ეს არც ისე მარტივი პროცესია, რადგან ამ დროს ლოგიკურად გვებადება შიში – სტაბილურობის დარღვევის, მომავლის არცოდნის, განუსაზღვრელობის შიში. ამიტომაც, ბევრი ამ ნაბიჯს ვერ დგამს და უკვე მობეზრებულ პოზიციაზე კიდევ დიდხანს მუშაობს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ მივხვდეთ, რომ დროა, სამსახურს თავი დავანებოთ..

გააცნობიერეთ რატომ რჩებით სამსახურში

ეს ნამდვილად ის საქმეა, რომელიც გსურთ რომ აკეთოთ თუ უბრალოდ აკეთებთ მოვალეობის გამო? როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი უბრალოდ არ რისკავს სამსახურისთვის თავის დანებებას ან უბრალოდ ვერ აცნობიერებს ამის საჭიროებას. ამიტომაც, პერიოდულად გადახედეთ ხოლმე ვაკანსიებს, გადაიაზრეთ საკუთარი უნარები, რა შეგიძლიათ, რა არ შეგიძლიათ, რის გაკეთებას ისურვებდით, რა გაგახალისებდათ და ა.შ ცხოვრება ხანმოკლეა ერთი და იმავე საქმის კეთებისთვის, გზა მიეცით ახალ შესაძლებლობებს.

დაფიქრდით, რა მოგანიჭებთ სიამოვნებას

აუცილებელი არაა, სამსახურიდან წამოხვიდეთ იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ. პირველ რიგში ის გააცნობიერეთ, რომ სამსახურში კომფორტი სულაც არაა ცუდი და მიუწვდომელი. შემდეგ კი დაფიქრდით: იქნებ უფრო მაღალ პოზიციაზე გსურთ ყოფნა? არის თუ არა ბალანსი თქვენს პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის? ზედმეტი საათები ხომ არ მუშაობთ? ხომ არ გირჩევნიათ სახლიდან იმუშაოთ? თუ ეს ყველაფერი გაწუხებთ და გადაჭრას ვერ უძებნით ამ პრობლემებს, მაშინ ჯობს, სხვა სამსახური ეძებოთ, მაგრამ თუკი ეს ყველაფერი დაკმაყოფილებადია, მაშინ შეეცადეთ, მიაღწიოთ ამ მდგომარეობებს.

გადაამოწმეთ ახალი სამსახურები ღირს თუ არა იმად, რომ ძველი მიატოვოთ?

ამ სამყაროში ბევრი ისეთი ვაკანსია არსებობს, რაც იმ ადამიანებისთვის სასურველია, ვინც დიდი ხანი ერთ პოზიციაზე მუშაობს. ამიტომაც, ჯობს ხანდახან ამ ვაკანსიებისკენ გაიხედოთ და დაინახოთ, რომ ისინი მართლა არსებობენ. თუკი თქვენ გაქვთ რესურსი, აკეთოთ ახალი და საინტერესო საქმე და თანაც ცხოვრება გაიმრავალფეროვნოთ, მაშ რატომღა უნდა შეიკავოთ თავი?

წყარო: Fast Company



Android 12 – ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ!

“სმარტფონებიდან ღორის ფერმამდე” – Huawei ხელოვნურ ინტელექტს ფერმის მოდერნიზებისთვის იყენებს