in

ნიშნები, რომლებიც ტოქსიკურ უფროსებს ახასიათებთ

უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად ადამიანები არა სამსახურიდან, არამედ თავიანთი უფროსებისგან მოდიან. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მენეჯერი/უფროსი არ არის იდეალური, არსებობენ ისინი, ვინც განსაკუთრებულად ტოქსიკურ გარემოს ქმნიან ჩვენ გარშემო.

pasha-statiebi
pasha-statiebi

და მაინც, როგორები არიან/რა თვისებები ახასიათებთ ტოქსიკურ ლიდერებს?

ნარცისიზმი

ნარცისებს არ გააჩნიათ თანაგრძნობა, აქვთ ძლიერი სურვილი დაარღვიონ წესები და შეინარჩუნონ სტატუს ქვო, ისინი აქტიურად მანიპულირებენ სხვებზე, მხოლოდ საკუთარი თავის წინსვლაზე არიან ორიენტირებულები და მუდმივად აგრესიული ტონით გამოირჩევიან. ნარცისი უფროსები ცდილობენ, წარმატება თავიანთ თავს დააბრალონ და სხვების შრომა უგულებელყონ.

მიკრომენეჯმენტი

ტოქსიკური უფროსები დაჟინებით ითხოვენ თქვენი მუშაობის ყველა დეტალს. მათ უჭირთ თანამშრომლების კომპეტენციაში დარწმუნება და ნდობა, რომ ისინი წარმატებულად შეასრულებენ თავიანთ საქმეს. შედეგად, თანამშრომლის გამოცდილება ამგვარი მიკრომენეჯმენტის პირობებში შეიძლება იყოს დემორალიზებული.

არარეალური მოლოდინები

მანამ, სანამ კარგი უფროსები მაღალ სტანდარტებს აწესებენ იმისთვის, რომ განვითარდეთ და ახალ სიმაღლეებს მიაღწიოთ, ტოქსიკური უფროსები წარმოუდგენლად არარეალურ მოლოდინებს სახავენ და ელიან, რომ თანამშრომლები მათ შესრულებას შეძლებენ. ამგვარ შემთხვევაში კი გუნდის წევრები იმედგაცრუებულები რჩებიან და ყველანაირი მოტივაცია ეკარგებათ, განაგრძონ საქმიანობა.

სიუხეშე

შეხვედრებზე ტოქსიკურმა უფროსებმა შეიძლება შეაწყვიტინონ თავიანთ თანამშრომლებს პრეზენტაცია, რადგან ისინი წარმოადგენენ შეხედულებას ან იდეას, რომელიც არ შეესაბამება მათ შეხედულებებს. ტოქსიკურმა უფროსმა შეიძლება შეგნებულად დაბლოკოს სხვისი იდეა, თუ მას უბრალოდ არ მოსწონს ის. როდესაც თქვენ პირადად ურთიერთობთ ტოქსიკურ უფროსთან, შეიძლება მოისმინოთ სხვა ადამიანებისადმი დამამცირებელი კომენტარებიც.

არაკომპეტენტურობა

ძალიან ბევრი უფროსი ისეა დასაქმებული, რომ მას არანაირი გამოცდილება არ აქვს გუნდის გაძღოლაში. ხოლო, როდესაც გუნდის წევრები ამჩნევენ იმას, რომ მათი უფროსი არაკომპეტენტურია, ისინი კარგავენ ნდობას მის მიმართ, მოტივაციას, რომ იმუშაონ უკეთესად და ზოგადად უქვეითდებათ სამუშაო განწყობა. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად თანამშრომლები კარგავენ არა სამსახურებს, არამედ თავიანთ უფროსებს.

წყარო: Inc



როგორ ვაზიანებთ პლანეტას მეორადი ნივთების გადაგდებით? – ფინური კამპანია

როგორია “შიმშილის დაზღვევა”? ამას Snickers-ის კამპანიიდან გაიგებთ!