in

როგორ ვიყოთ პროდუქტიული მაშინ, როცა თავს საშინლად ვგრძნობთ

სადაც არ უნდა წავიდეთ, თითქმის ყველან ნეგატიური აურით ვართ გარშემორტყმული. ყოველდღიურად ხშირად ვაწყდებით უარყოფით სიახლეებს, სოციალური მედიის კონტენტს, საუბრებს.. ჩვენ ვიღებთ სტრესს ჩვენი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, თანამშრომლებისგან, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს განწყობაზე უარყოფითად მოქმედებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

The Mighy – არის პლატფორმა, რომელიც თავს უყრის სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას ჯანმრთელობის შესახებ და აერთიანებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო ადამიანებს. ამ პლატფორმამ მარტიდან დღემდე 70 000-მდე ადამიანი გამოკითხა მათი აღქმებისა და გამოცდილების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით. სექტემბერში რესპონდენტებმა ტოპ სამი ემოცია დაასახელეს: იმედგაცრუება, შფოთვა და ბრაზი. მათგან ერთ-ერთი კი – ბრაზი მარტიდან სექტემბრამდე 20%-დან 45%-მდე გაიზარდა ამ ადამიანებში.

ამგვარ ნეგატიურ განწყობას შეიძლება, ტოქსიკური ეფექტიც კი ჰქონდეს. ის მოქმედებს ჩვენს მოტივაციაზე, ვაკეთოთ საქმე და სულ უფრო ნაკლებპროდუქტიულები ვხდებით. რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სიცოცხლისუნარიანები ვიყოთ მაშინ, როცა თავს ასე ცუდად ვგრძნობთ?

მოერიდეთ ნეგატივს. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რა ინფორმაციას კითხულობთ, რა მუსიკას უსმენთ, ვის ესაუბრებით ან რა თემაზე საუბრობთ. ნეგატივი სწორედ ამ გზებით შემოდის ჩვენში. სწორედ ამიტომ, საჭიროა, სულ უბრალო გადაწყვეტილებები მივიღოთ და მეტად ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც მეტ პოზიტივს შემოიტანს ჩვენს ცხოვრებაში.

დააკვირდით, რას ამბობთ ხმამაღლანეგატიურ საუბარს ძალიან დიდი და ცუდი ძალა აქვს. ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რას ფიქრობთ და რას საუბრობთ. ყველაფერი ეს დიდ გავლენას ახდენს თქვენზე და თქვენს ხასიათზე. ადამიანს აქვს უნარი, გააკონტროლოს თავისი ფიქრები და შეგრძნებები. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, უფრო მეტად იფიქროთ დადებითზე და ასევე ხშირად გამოიყენოთ თქვენს სასაუბრო ენაში დადებითი სიტყვები.

იფიქრეთ ნეიტრალურად. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ვართ თუ არა იმედიანად და ვსაუბრობთ თუ არა დადებითად, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარშემომყოფებზეც. მუდმივი ნეგატიური ფიქრი და საუბარი აზროვნების დაქვეითებას იწვევს. ამიტომაც, ეცადეთ, ხშირად გააანალიზოთ ესა თუ ის სიტუაცია, ნუ შეაფასებთ ყველაფერს წამიერად, წინასწარ ნუ ჩაინერგავთ შიშს და უიმედობას, დარჩით ნეიტრალური მოვლენების მიმართ იმდენად, რამდენადაც შეძლებთ.

ივარჯიშეთ მადლიერების გამომუშავებაზე. მადლიერების შეგრძნება გვეხმარება, მარტივად გადავლახოთ სტრესი და შფოთვა. პანდემიაც ერთგვარი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადავლახოთ. თუკი ჩვენ მას ამგვარ გამოწვევად აღვიქვამთ, რომელიც საკმაოდ დიდ გამოცდილებასა და ცოდნას დაგვიტოვებს, უკეთესი იქნება ჩვენი მენტალური მდგომარეობისთვის. სწორედ ასე ვსწავლობთ მადლიერებას – თითოეული მომენტისგან სარგებლის დანახვით.

ეცადეთ, იზრუნოთ ენერგიის აღდგენაზე. ენერგია ხელს გვიწყობს, უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით ვაკეთოთ საქმე. არაფერი არ ზრდის ენერგიას ისე, როგორც ფიზიკური აქტივობა. ამიტომაც, ეცადეთ, მუდმივად იმოძრაოთ და ივარჯიშოთ. სტრესის დაძლევას ასევე ხელს უწყობს ჯანსაღი კვება და ძილი. მათი ნაკლებობააფერხებს თვითრეგულირებას და თვითკონტროლს, რამაც შეიძლება მეტი ნეგატივი გამოიწვიოს თქვენში.

თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ნეგატივის აღმოფხვრა თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით ახლა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ მის ტოქსიკურ ეფექტს ჭკვიანური არჩევანის გაკეთებით. ამისთვის კი უბრალოდ საჭიროა, კარგად დაფიქრდეთ, როგორი ადამიანებით ხართ გარშემორტყმული და რა ინფორმაციას იღებთ ყოველდღიურად.

წყარო: HBR



შეტყობინებები, რომლებიც ავტომატურად ქრება – მესენჯერსა და ინსტაგრამს ახალი ფუნქცია დაემატა

ილიაუნის ორგანიზებით საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia – Educational Games Hackathon მიმდინარეობს