in

როგორ გავწვრთნათ გონება უკეთესი დილის რუტინისთვის

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში აშშ-ს არმიამ გამოუშვა სარეკლამო რგოლების სერია, სადაც ნაჩვენებია ჯარისკაცები, რომლებიც ეწევიან ყველანაირ საქმიანობას წარწერით: “ჩვენ დილის 9 საათამდე უფრო მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი აკეთებს მთელი დღის განმავლობაში.” დილაუთენია სამუშაოს დიდი ნაწილის შესრულება მართლაც არის პროდუქტიულობის ქვაკუთხედი. ბევრს უბრალოდ არ შეუძლია დილაადრიან შეხვედრების ჩატარება, მეილებზე პასუხის გაცემა ან უბრალოდ ფიზიკური აქტივობაც კი. მაგრამ, თუკი თქვენს თავში ამის პოტენციალს ხედავთ, ჯობს ნამდვილად დილაადრიან დაიწყოთ საქმიანობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ხოლო იმისათვის, რომ იმუშაოთ, საჭიროა დილის კარგი რუტინა. ამიტომაც გიზიარებთ ოთხ რჩევას:

კარგი დილის წინაპირობა კარგი ღამეა

ფიზიკურად ვერ გვექნება კარგი დილა, თუკი მოწესრიგებული ძილის რეჟიმი არ გვაქვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ამგვარი რეჟიმი ძალიან ცოტას აქვს. თუკი თქვენც ასე ხართ, აუცილებელია:

დაიძინეთ ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს. სხვათა შორის, ეს თანმიმდევრულობა, გარკვეულწილად, მოიცავს შაბათ-კვირასაც. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რაიმე ხომ არ გიწყობთ ხელს გაღვიძებასა და დაძინებაში? თუკი ყავის გარეშე ვერ ფხიზლდებით, ან ალკოჰოლის გარეშე ვერ იძინებთ, გამოდის, რომ კარგად არ გძინავთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ თუნდაც ალკოჰოლს და დაინახავთ, რამდენად პროდუქტიული იქნებით მეორე დღეს. ასევე, ძილის წინ ნუ შეამოწმებთ ელ.ფოსტას ან სხვა სოციალურ არხებს, ეცადეთ ტექნიკისგან დაისვენოთ.

ელ.ფოსტის პრაქტიკა

მიუხედავად იმისა, რომ დილით ყველაზე უფრო მეტად ელ.ფოსტის შემოწმებას და პასუხების დაბრუნებას ვუნდებით, აუცილებელი არაა, ამ წეს-ჩვეულებას გავყვეთ. ეცადეთ, უფრო ლაითად დაიწყოთ დღე, ჩართოთ ტაიმერი 10 წუთის განმავლობაში და ამ პერიოდში უბრალოდ გადაავლოთ თვალი მათ – პრიორიტეტების მიხედვით დაალაგოთ, მონიშნოთ ყველაზე მნიშვნელოვნები და ა.შ

პირველი დავალება

ასევე, თუკი არ გსურთ, რომ თქვენი დღე ძალიან რთული დავალებით დაიწყოს, მის გასამარტივებლად წინა დღე გამოიყენეთ. თუნდაც, უბრალოდ მოიმარაგეთ წინა დღეს კომპიუტერთან ის ფაილები თუ ნივთები, რაც ამ დავალებასთანაა კავშირში და ამითაც კი გაამარტივებთ საქმეს.

და ბოლოს, გაიხსენეთ ის საქმე, რომელიც დღის განმავლობაში გაგახალისებთ. ხომ არის დეტალები, რომლებიც გვახალისებს ხოლმე და მუშაობის მოტივაციას გვმატებს – თუნდაც ლანჩი, თანამშრომელთან საუბარი, არაუტინული საქმე, ეცადეთ, გონებით მის გარშემო იტრიალოთ, რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

წყარო: Fast Company



ახალი კვლევა – დედამიწის მხოლოდ 3 პროცენტია ხელუხლებელი!

„გვინდა, ხალხს ვაჩვენოთ ნამდვილი გასტრონომიული რევოლუცია“ – ლუკა თოდუა, „მასტერშეფიდან“ „კინგ დევიდამდე“