in

რა გავითვალისწინოთ ვაკანსიის აღწერილობის დაწერისას

სამუშაოს აღწერილობის დაწერა შეიძლება მარტივად მოგვეჩვენოს, მაგრამ ის სიცხადესა და კრეატიულობას საჭიროებს. ერთი მხრივ, თქვენ უნდა წარმოადგინოთ პრაქტიკული დეტალები პოზიციის შესახებ. მეორე მხრივ, თქვენ აქტიურად იყოთ ჩართული ტალანტების მოზიდვის საკითხში. საიდან დავიწყოთ? როგორ დავწეროთ სამუშაოს აღწერილობა, რომელიც იქნება ინფორმაციული და მიმზიდველი? როგორ ავირიდოთ თავიდან კანდიდატების გადინება? როგორ უზრუნველვყოთ, რომ სამუშაოს აღწერილობა შეესაბამებოდეს მოლოდინებს?

მენეჯერულ საქმიანობაში, სამუშაოს აღწერილობის დაწერა მოსაწყენი საქმეა. თუმცა ექსპერტები ამ დამოკიდებულების შეცვლას გვირჩევენ. ეს სულაც არ არის მძიმე სამუშაო. პირიქით, ეს არის შანსი დავიქირაოთ ახალი თანამშრომელი, რომელიც მოგვაწოდებს ახალ იდეებს, წარმართავს სტრატეგიას და გააძლიერებს თქვენს გუნდს, ამბობს ტაირონ სმიტ უმცროსი, HR კონსულტანტი და USC ბოვარდის კოლეჯის პროფესორი. მისი თქმით, კარგი იქნება დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: როგორ შეუძლია ამ ადამიანს გადაჭრას ჩემი საჭიროებები?

ამასთან, ეს არის შესაძლებლობა წარმოაჩინოთ, თუ როგორ უკავშირდება თქვენი ორგანიზაციის ხედვა, ბრენდი და ღირებულებები იმას, რაც სამუშაოს მაძიებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დღევანდელი სამუშაო უფრო მოქნილია. ადამიანებს სურთ ჰქონდეთ თავისუფლება თავად შექმნან საკუთარი გზა. ისინი ზრდის შესაძლებლობებს ეძებენ და ბუნებრივია, რომ ავტონომია სურთ. მაინც, როგორ შევქმნათ სამუშაოს აღწერილობა?

დაიწყეთ რეფლექსიით

პროცესი იწყება ფიქრით. დაიწყეთ იდეალური კანდიდატის წარმოდგენით. დაფიქრდით  მის თვისებებზე, ცოდნაზე, გამოცდილებასა და უნარებზე, რომლებიც მათ კარგად მოერგებოდა. შემდეგ, იფიქრეთ პოზიციის ძირითად პასუხისმგებლობებსა და საერთო მიზნებზე. ბოლოს, ჩაიყენეთ თავი კანდიდატის ადგილას: რით შეიძლება იყოს ეს სამუშაო მისთვის მიმზიდველი?

გაამახვილეთ ყურადღება გავლენაზე

შეიძლება გაგიჩნდეთ ცდუნება სამუშაოს აღწერილობა გადაავსოთ მოლოდინების სიით, მაგრამ ეს ვერაფრით შთააგონებს პოტენციურ კანდიდატებს. ამის ნაცვლად, იფიქრეთ ფართო სურათზე: ხაზი გაუსვით, როგორ უკავშირდება სამუშაო ორგანიზაციის სტრატეგიას. აჩვენეთ, როგორ მატებს ეს როლი ღირებულებას, როგორც გუნდს, ისე მთლიან ბიზნესს. აჩვენეთ ხალხს, რა სარგებელს მიიღებენ ისინი და რა ცვლილებას მოუტანთ ეს.

წარმოაჩინეთ ზრდის შესაძლებლობები

სამუშაოს მაძიებლები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ისეთ ორგანიზაციებს უფრო ეძებენ, სადაც კარიერული გზების მრავალფეროვნებას და განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობენ. სწორედ ამიტომ, სჯობს ხაზი გაესვას როლის ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. ეს შეიძლება მოიცავდეს მენტორობისა და ქოუჩინგის შესაძლებლობებს, ასევე შესაძლო ტრანსფერს სხვა განყოფილებებში – მარკეტინგში, გაყიდვებში, სტრატეგიაში, ან თუნდაც პარტნიორ კომპანიებში. ვაკანსიის აღწერა არ უნდა იყოს სწორხაზოვანი. თქვენი მიზანია, კანდიდატებს მისცეთ საშუალება წარმოიდგინონ თავიანთი განვითარების პოტენციალი და დაინახონ საკუთარი მომავალი თქვენს ორგანიზაციაში.

გაამახვილეთ ყურადღება უნარებზე და არა დიპლომებზე

სამუშაოს აღწერილობებში აპლიკანტის საგანმანათლებლო ფონზე ზედმეტად დაყრდნობამ შეიძლება უნებლიეთ შემოიტანოს მიკერძოების განცდა და ჩამოგაშოროთ კვალიფიციური კანდიდატები. ამიტომ, სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ უნარებსა და გამოცდილებას. კარგი იქნება ხაზი გავუსვათ კონკრეტულ კომპეტენციებს, რომლებსაც ვეძებთ.

ავტონომია

გამოკითხვა აჩვენებს, რომ თანამშრომლები სულ უფრო მეტად აფასებენ კონტროლს იმაზე, თუ როდის, როგორ და სად მუშაობენ. თუ თქვენი როლი სთავაზობს ამ მოქნილობას, აუცილებლად მიაწოდეთ ეს ინფორმაცია კანდიდატს. ახალგაზრდა თაობებისთვის, სამსახური არ არის მისამართი. ეს არის დავალება, რომელიც შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი ადგილიდან. მათ სურთ თავისუფლება მიიღონ გადაწყვეტილებები და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ სამუშაოზე. სამუშაოს აღწერილობა უნდა ასახავდეს ამ ყველაფერს.

ფრთხილად შეარჩიეთ სიტყვები

ყოველგვარი გადაჭარბებისა და შელამაზების გარეშე, სჯობს, ფოკუსირება მოვახდინოთ იმ თვისებებზე, რომლებიც კანდიდატებს გააჩნიათ, რათა სამუშაოს აღწერილობა უფრო რელევანტური გახდეს და გამოვიყენოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) იმის უზრუნველსაყოფად, რომ განცხადება კანდიდატების უფრო ფართო წრეს მოიცავს.

იყავით გამჭვირვალე ანაზღაურების შესახებ

სჯობს, ვიყოთ რაც შეიძლება გამჭვირვალე ანაზღაურების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია კვლავ ტაბუს ადებს კომპენსაციის საკითხს. იყავით გულწრფელი სახელფასო დიაპაზონისა და სხვა სარგებელზე საუბრისას. მოტივაცია მიეცით აპლიკანტებს იმის ჩვენებით, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს ფინანსური ანაზღაურება მათი წვლილის შესაბამისად. გახსოვდეთ ისიც, რომ თქვენი სამუშაოს აღწერილობა განიხილება კონკურენტების აღწერილობების გვერდით. კანდიდატები გაფასებენ მრავალი ასპექტით, მათ შორის ხელფასით, მოქნილობითა და ბენეფიტებით.

ნუ იქნებით მოსაწყენი

ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ცოტა გართობაც. თქვენი სამუშაოს აღწერილობა უნდა იყოს მიმზიდველი. იყავით კრეატიული. ხალხს სურს შეუერთდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და ინოვაციურები არიან. აჩვენეთ, რომ თქვენი კომპანია გამოირჩევა არა მხოლოდ შინაარსით, არამედ სტილითაც.

წყარო: HBR



ისტორიული სახეები ღვინის ეტიკეტზე — Lauran Cabaret-ის შეფუთვა

Bolt Georgia-მ აპლიკაციაში ახალი Premium Plus კატეგორია დაამატა