in ,

How We Feel მუსიკით ემოციების მართვაში დაგეხმარებათ

M2
M2

ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ ჩვენს კეთილდღეობასა და ემოციებზე, გვეუბნებიან, რომ პირველი ნაბიჯი ემოციებისთვის სახელების დარქმევაა, ჩაწერა, თუ როგორ გრძნობთ თავს. ახლა კი ამაში How We Feel-ის ახალი აპლიკაცია დაგეხმარებათ…

დიდი ხანი არ გასულა, რაც იური სუზუკიმ განაცხადა, რომ 6-წლიანი მუშაობის შემდეგ Pentagram-ს დატოვებდა, სულ ახლახან კი მან ახალი სათამაშო აპლიკაცია შესთავაზა მომხმარებლებს, რომელიც დღიურის ფუნქციას შეითავსებს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამ ამბის უკან კი არაერთი მეცნიერი, ინჟინერი, ფსიქოლოგი და დიზაინერი დგას, მათ შორის ბენ სილბერმანი პინტერესტიდან და ანდრეას ჰელინი, იელის მეცნიერი.

დროთა განმავლობაში ისწავლით ზუსტ სიტყვებს, რომლებიც თქვენს შეგრძნებებს აღწერს, აფიქსირებს ტრენდებსა და შაბლონებს, მიიღებთ მარტივი სტრატეგიების პრაქტიკას, რათა თქვენი ემოციები ჯანსაღი გზებით დააბალანსოთ.

How We Feel-ის აპლიკაციის მისია ემოციურად ჯანსაღი სამყაროს შექმნაა. ამას კი აუდიო სათამაშოთი აპირებენ, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მუსიკა თქვენს განწყობას შეუსაბამოთ. საინტერესოა, რომ თითოეული ხმა იაპონიის სხვადასხვა ქალაქითაა შთაგონებული, რომლებიც იმისთვის აირჩიეს, რომ კონკრეტული განწყობები თუ ემოციები აესახა. ერთ-ერთი მათგანი Hakone გახლავთ, რომელიც თქვენს სიმშვიდეზე იზრუნებს…

იფიქრეთ მასზე, როგორც პირად ხმის მიქშერზე, სადაც ერთმანეთს განსხვავებულ აუდიო ელემენტებს უსადაგებთ, რათა შექმნათ აუდიო, რომელიც თქვენს განწყობას შეეფერება ან აუდიო, რომელმაც გსურთ, სხვა ხასიათზე დაგაყენოთ, — განმარტავს სილბერმანი.

კონკრეტული ემოციები რომ გაეღვიძებინათ მომხმარებელში, ამისთვის მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს. განსხვავებულ რიტმებს ცდიდნენ და აღმოაჩინეს, რომ 4/4-ზე დარტყმა ადამიანებს მეტად ფოკუსირებულ, პროდუქტიულ მდგომარეობაში აქცევს. ბევრის თქმით კი, ტექნოც ზუსტად ასე მუშაობს… ერთ-ერთი მათგანი SENDAI გახლავთ, რომელიც კონცენტრაციის გასაზრდელად შეიქმნა. თუმცა შესწევს თუ არა ხმას ძალა, ჩვენი ემოციური კეთილდღეობა უზრუნველყოს? თუ იურის დავუჯერებთ, ეს უდავოდ ასეა:

ხმას ჩვენს ემოციებზე უზარმაზარი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს, ერთ-ერთი გრძნობაა, რომელიც ჩვენს ტვინთან ახლოს იმყოფება და კარგად ცნობილია, რომ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს — მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტრესი, რომელსაც ჩვენი მეზობლის ხმაურიანი მუსიკა იწვევს. ეს გვაჩვენებს, რამდენად საფუძვლიანად შეუძლია ხმას იმოქმედოს ჩვენს განწყობასა თუ კეთილდღეობაზე.

ამის გამოცდა კი თავად How We Feel-ის უფასო აპლიკაციის გადმოწერით შეგიძლიათ.

5 რჩეული ფუნქციონალი MyGPI-ის აპლიკაციაში , რომელსაც ჯიპაის დაზღვეულები ყველაზე ხშირად იყენებენ

ქართული სააგენტოების ნამუშევრები ADC*E-ის ხუთი კატეგორიის ფინალშია!