არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში სამართალდამცველები წვრთანას მფრინავი მოტოციკლებით – Hoversurf’s S3 2019-ით გადიან. ამის შესახებ CNN წერს. ის ძალიან სწრაფია, საათში შეუძლია 60 მილის გავლა. თუმცა, ფრენის დრო არ არის ხანგრძლივი, პილოტთან ერთად, დაახლოებით, 10-დან 25 წუთია, ხოლო დრონის რეჟიმზე, პილოტის გარეშე, მოტოციკლი 40 წუთის განმავლობაში ფრენს.
ჰოვერბაიკი კამერებითა და სენსორებით არის აღჭურვილი. ტერიტორიას ასკანერებს და მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს ან ძებნილებს ამოიცნობს. მოტოციკლი ამერიკული Hoversurf-ის მიერაა შექმნილი და $150 ათასი ღირს. როგორც ბრიგადირი, Khalid Nasser Alrazooqi ამბობს, პოლიციელები მფრინავი მოტოციკლებით დუბაის ქუჩებში 2020 წლიდან გამოჩნდებიან.













