5
Nov
2019

HP CUP საქართველოში გაიმართება – ყოველწლიური ჰაკათონი „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში

5 Nov 2019

HP თასის ყოველწლიური ჰაკათონის ჩატარების უფლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მოიპოვა. ღონისძიება 14-15 ნოემბერს ჩატარდება. გადაწყვეტილება HP-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების რეგიონალურმა დირექტორმა ვერტიკალური ინდუსტრიული გადაწყვეტილებების მიმართულებით ჟან-მარკ ოლივიერომ და ხელმძღვანელმა მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში, მარკუს შვერცელმა​ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.

ჰაკათონის თემა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ვიზუალური მონაცემების შექმნაა – 3D მოდელები და თამაშები, ანიმაცია, ინფოგრაფიკა, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ინტერაქტიული რუკები და სხვა გადაწყვეტილებები, რომელზეც მონაწილეები 2 დღის განმავლობაში იმუშავებენ.

ჰაკათონში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 საუკეთესო გუნდი შეძლებს, რომლებიც საკუთარი იდეების დასამუშავებლად, „სილიკონ ველი თბილისის“ HP LAB-ში არსებულ ბოლო თაობის სამუშაო სადგურებს HP Z8, Z4 და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებს გამოიყენებენ”.

გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ჟიური გამოავლენს HP-ს თასი და პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა.

ჰაკათონი საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებს. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები, საბოლოოდ კი გუნდები გამართავენ Pitching-ს და ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს. ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორია: HP, პროკრედიტ ბანკი, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი „სპარკი“.

ჰაკათონში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

[R]

განხილვა