დიახ, გეიმერების ახალი ლეპტოპის გაგრილების სისტემის გასაუმჯობესებლად, HP და Wieden+Kennedy ჰაერით სავსე ქილას გვთავაზობენ. ეს თქვენი ყურადღების Omen 16-ისკენ მიპყრობას ისახავს მიზნად — ანუ, გეიმერების ახალი ლეპტოპისკენ, რომელიც გარშემო არსებული ჰაერით გრილდება. Omen კი, თავის მხრივ, ამისთვის, „მაღალი ხარისხის ჰაერს“ გთავაზობთ.
ვიდეოში თქვენ Omen Air-ის სპიკერს „მაიკლ პრეზენტაშუნს“ იხილავთ, რომელიც ამბობს: „ადამიანებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ომენის ჰაერის ქილა ცარიელია. ცოდოები არიან, რადგან მათ სიმართლე არ იციან“.
ხოლო უფრო მოკლე რეკლამები, სახელწოდებით Air is Powerful და Crack it Open, ერთნაირად აბსურდულია, რადგან პრეზენტაშუნი ქილას ყნოსავს და ყველაფერს აკეთებს, რათა მრავალ გარემოსთან მისი ადაპტაციის უნარი და ხარისხი აჩვენოს.
„ვიფიქრეთ, სახალისო იქნებოდა სტერეოტიპული ხედვის დანგრევა იმის შესახებ, თუ როგორ აცხადებენ ტექნოლოგიური ბრენდები ახალი პროდუქტებისა და ინოვაციების შესახებ. ჩვენ შთაგონება სწორედ ამ ტიპის გარღვევისგან მივიღეთ“, — განმარტავს ლად მარტინი, HP-დან.
Omen Air ოფიციალურად airbyomen.com-ზე გამოვიდა, გულშემატკივრებს კი 4 ქილის აღება უფასოდ 31 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
„ჰაერი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაერთია მათ შორის, რაც ჩვენ გადარჩენისთვის გვჭირდება, იქნება ეს რეალური ცხოვრება თუ თამაშების სამყარო. იგი მხოლოდ სუნთქვაში კი არ გვეხმარება, არამედ Omen 16-ის ლეპტოპის გაგრილების სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანიცაა. ამ კამპანიით გვინდა გეიმერებს ვაჩვენოთ, რატომ იმსახურებს ჩვენი ახალი ლეპტოპი საუკეთესო ხარისხის ჰაერს“, — ამბობს მარტინი.