აზრები არასდროს დაიკარგება, სანამ ხმა ისმის. ასეთია HP-ის გზავნილი, რომლის გადმოცემაც ინფორმაციული ტექნოლოგიების ბრენდმა შთამაგონებელი კამპანიით სცადა. სააგენტო Wieden+Kennedy-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი, HP Presence-ს, არაპირდაპირი გზით წარმოგვიდგენს. მთავარი გმირის იდეები დისტანციურ შეხვედრაზე ტექნიკური გაუმართაობის გამო, დაჭმუჭნილ ფურცელზე ნაგვის ურნაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ისინი საკუთარ ავტორს დავიწყებას არ ანებებენ და ჰიბრიდული რეჟიმის შეხვედრაზე მიჰყვებიან. სიუჟეტის მიზანია, დაგვანახოს, როგორ ეხმარება ადამიანებს HP Presence-ის ტექნოლოგიური უზრუნველყოფა არ დაკარგონ აზრები – გაუზიარონ იდეები ერთმანეთს, ნებისმიერი ფორმატისა და მასშტაბის შეხვედრაზე.
HP-ის კამპანია ცდილობს დაგვეხმაროს, არასდროს დავივიწყოთ იდეები













