სურათების გადაღება და მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირება ნებისმიერი ადამიანისთვის ფასეული საკითხია. ოჯახის წევრები, ლამაზი ადგილები და ბედნიერი მომენტები სურათების საშუალებით სახლის კედლებს ხშირად ამშვენებენ ხოლმე. კარგ ჩარჩოებთან ერთად, სურათის ხარისხიც მნიშვნელოვნია ამაზე კი HP ზრუნავს. კომპანიამ თავისი ფოტოპრინტერისთვის ორიგინალური და ემოციური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა, რომლის მომზადებაზეც სააგენტო Giant Spoon-მა იზრუნა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედრვე ციფრული ტექნოლოგიები განუსაზღვრელი რაოდენობით სურათის შენახვის საშუალებას გვაძლევს, დაბეჭდილს და ალბომში მოთავსებულს მაინც განსხვავებული ადგილი უჭირავს.
https://vimeo.com/239521116














