in

ავტოფარეხში დაწყებული კიდევ ერთი წარმატებული ამბავი – HP

HP არ არის ახალი სახელი IT ინდუსტრიაში. თავის ნარატივს ის 80 წელზე მეტია წერს. კომპანია 1939 წლის იანვარში სტენფორდის ორმა კურსდამთავრებულმა ბილ ჰიულეტმა და დევიდ პაკარდმა დააარსეს. თუ როგორ დაიწყო ისტორია, ტრადიციულად, ამ რუბრიკაში გაგაცნობთ.

istoriebi
istoriebi

სტუდენტობიდან პარტნიორობამდე

ორმა თანადამფუძნებელმა ერთმანეთი სტენფორდში სწავლის დროს გაიცნო. ორივე მათგანი ელექტრო ინჟინერიაზე სწავლობდა და საერთო ინტერები აღმოაჩინეს – სწავლის დასრულების შემდეგ ორივეს ბიზნესის დაწყება უნდოდა. თავიანთი იდეა განიხილეს სტენფორდში, სტიპენდიის პროფესორ ფრედერიკ ტერმანთან ერთად და მისი ხელმძღვანელობით დაიწყეს მუშაობა.

ავტოფარეხი, როგორც წარმატების სიმბოლო

როგორც ჩანს, ავტოფარეხი წარმატების სიმბოლოდ ბევრი კომპანიისთვის გადაიქცა. ის, რომ თავის დროზე Google-მაც ასე დაიწყო, მრავალი სტატიის მთავარი თემა ყოფილა და სტარტაპების ინსპირაციადაც იქცა. 

იგივე დასაწყისი აქვს HP-საც, რომლის პირველი ოფისიც პალო ალტოში, ავტოფარეხში დაიწყო და საწყისი კაპიტალი 538 აშშ დოლარს შეადგენდა. ეს იყო 1938 წელი. თანადამფუძნებლები დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ დაერქმიათ სტარტაპისთვის, Hewlett-Packard თუ Packard-Hewlett, თუმცა, საბოლოოდ, პირველმა ვარიანტმა გაიმარჯვა.

პირველი პროდუქტი

კომპანიის პირველი პროდუქტი აუდიო ოსცილატორი იყო, მოდელი HP200A. ის იყო იაფი და, ამავდროულად, ეფექტური, ამიტომ კომერციულად მალე გადაიქცა იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად. იგივე მოდელი Walt Disney Productions-მა გამოიყენა ფილმისთვის Fantasia. 1957 წლიდან კომპანია უკვე ფართო აუდიტორიაზე გავიდა.

60-იანები 

1960-იან წლებში Hewlett-Packard-მა დაიწყო ნახევარგამტარული მოწყობილობების წარმოება ინსტრუმენტებისა და კალკულატორებისთვის. 1966 წელს მან ახალ ბიზნესში შეაბიჯა და კომპიუტერების წარმოება დაიწყო. იმავე წელს მან გამოუშვა აკუმულატორზე დაფუძნებული დიზაინის HP 2100 / HP 1000 სერიის მინიკომპიუტერები, რასაც მოჰყვა დესკტოპის და ბიზნეს კომპიუტერების HP 9800 და HP 250 სერიები.

წარმატებული 70-იანები

HP-ის წარმატებული გზა დიდწილად განსაზღვრა მისმა სწორმა ნაბიჯმა 70-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპიუტერები ახალი ხილი იყო და მაშინდელი ინჟინრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ გამოუშვებდა მძლავრ მანქანას, რომელიც მომავალს შეცვლიდა. 

ეს კარგად გაიაზარა HP-მ და დაიწყო მოწინავე ბიზნეს კომპიუტერების წარმოება, ანუ სტეკზე დაფუძნებული HP 3000 მოდელების წარმოება. ამავე დროს, მან დაინერგა HP 2640 სერიის ჭკვიანი კომპიუტერები, რომლებიც მოიცავდა ერთ-ერთ პირველ ბიტზე შედგენილ გრაფიკულ დისპლეებს. იგივე კომპიუტერი გამოიყენებოდა პირველი კომერციული პრეზენტაციის პროგრამის, BRUNO-ს შესაქმნელად, HP 2100 21MX F-სერიის მიკროკოდირებული სამეცნიერო ინსტრუქციების ნაკრების შეერთებით.

იმავე ათწლეულში კომპანიამ წარმოადგინა მსოფლიოში პირველი ხელნაკეთი სამეცნიერო კალკულატორი HP-35, მსოფლიოში პირველი ხელით პროგრამირებადი HP-65, პირველი ალფანუმერული, პროგრამირებადი, გაფართოებადი HP-41C და პირველი სიმბოლური და გრაფიკული კალკულატორი HP-28C.

80-იანები

ერთხელ სწორად დაძრული გეგმა თანადამფუძებლებმა მომდევნო ათწლეულშიც იმავენაირად გააგრძელეს. 80-იანებში მათ გააფართოვეს თავიანთი ბიზნესი და დაიწყეს დესკტოპ კომპიუტერების, პრინტერებისა და სკანერების შექმნა. ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად კომპანიამ დაარეგისტრირა თავისი ვებსაიტის დომენი, როგორც HP.com და დაიწყო სხვა კომპიუტერული ფირმების შეძენაც, რათა უფრო გაზრდილიყო. 1989 წელს HP-მ შეიძინა Apollo Computer, ხოლო 1995 წელს შეიძინა Convex Computers.

1998 წლისთვის კომპანია გახდა ერთ-ერთი ლიდერი დესკტოპის, ლეპტოპის და სერვერების სფეროში და მრავალი განსხვავებული ბაზარი მოიცვა. მოგვიანებით მან მომხმარებელს თავისი ონლაინ სერვისი hpshopping.com შესთავაზა, სადაც პროდუქციას ონლაინ ყიდდა. 2005 წელს ეს ვებსაიტი „HP Home & Home Office Store“-ად გადაკეთდა.

2000-იანების კრიზისი და აღორძინება

2005 წელს, Compaq-თან შეერთების გამო HP ფინანსურ ზარალს განიცდიდა. ამის მიუხედავად, 2006 წელს მან ახალი ასორტიმენტი გამოუშვა, როგორც აპარატურული, ისე პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რამაც შეამცირა ხარჯები. 2007 წელს კომპანიის შემოსავალი გაიზარდა და HP პირველად მიაღწია $100 მილიარდს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მრავალი აღმავლობა და ვარდნა იხილა თავისი გრძელი მოგზაურობის დროს, HP-ის უზარმაზარმა ისტორიამ მსოფლიოს მრავალი შესანიშნავი გამოგონება გააცნო და დღემდე მოწინავე ბრენდად რჩება კომპიუტერულ ინდუსტრიაში.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

6 ივლისს დედამიწა მზისგან ყველაზე შორს იქნება

როგორ გამოვიყენოთ სამსახურით მოწყენილობა ჩვენ სასარგებლოდ?