ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, შესაბამისად, ეს პერიოდი ბრენდებისთვის სარეკლამო კამპანიების ჩასატარებლად არაჩვეულებრივი დროა. HP-მაც მშვენივრად შეძლო თავისი პროდუქციის ამ შემთხვევასთან მორგება და სააგენტო Giant Spoon-თან თანამშრომლობით, ძალიან ემოციური ვიდეორგოლი შექმნა. ამჯერად ბრენდმა ძირითადი ყურადღება იმ ტექნიკაზე გაამახვილა, რომელიც ძალიან მარტივად იძლევა მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირებისა და შენახვის საშუალებას. HP-ის სურათების პატარა, კომპაქტური პრინტერი მამა-შვილის ის მნიშვნელოვანი კავშირია, რომელიც ახალ ვიდეოს ასეთ საინტერესოსა და ემოციურს ხდის.
https://www.youtube.com/watch?v=kC2X9GvXmn4