in

HR აუდიტი – თქვენი კომპანიის წარმატების საკვანძო ინსტრუმენტი

(For English Scroll Down)

თანამედროვე ბიზნეს გარემოში ადამიანური რესურსების მართვა კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. ეფექტური HR სტრატეგიები და პოლიტიკა არა მხოლოდ ზრდის ორგანიზაციულ ეფექტიანობას, არამედ აჯანსაღებს ორგანიზაციაში კორპორატიულ კულტურას. ამავდროულად, დღევანდელ რეალობაში, როდესაც შრომის ინსპექცია სისტემატურად ახორციელებს კომპანიების შემოწმებას, HR აუდიტი წარმოადგენს პრევენციულ მექანიზმს, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, დროულად შეაფასონ და დაარეგულირონ შრომითი ურთიერთობების შესაბამისობა სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად, ამით კი მინიმუმამდე დაიყვანონ შესაძლო რისკები ინსპექტირების პროცესში

სწორედ ამიტომ, HR აუდიტი ხდება აუცილებელი ინსტრუმენტი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს პროცესების გაძლიერება და არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

რა არის HR აუდიტი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

HR აუდიტი წარმოადგენს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სისტემის სრულყოფილ ანალიზს. ის მოიცავს HR პოლიტიკების, პროცესებისა და პროცედურების დეტალურ შეფასებას, მათი შესაბამისობის დადგენას შრომით კანონმდებლობასთან, კორპორატიულ სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან. HR აუდიტის მიზანია ორგანიზაციის შიდა პროცესების გაძლიერება, შრომითი ურთიერთობების ოპტიმიზაცია და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერა.

კომპანიებისთვის HR აუდიტის მნიშვნელობა რამდენიმე მთავარ ასპექტს მოიცავს:

  1. სამართლებრივი შესაბამისობააუდიტის პროცესში ხდება შრომითი კანონმდებლობასთან შესაბამისობის გადამოწმება და დარღვევების გამოვლენა, რაც კომპანიას ეხმარება პოტენციური სამართლებრივი პრობლემების თავიდან აცილებაში და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში
  2. შრომითი პროცესების ადმინისტრირება თანამშრომელთა გამოცხადების ტაბელის, payroll-ის დაანგარიშების სისწორის შემოწმება, საბონუსე სქემების ეფექტურობის შეფასება, გამომუშავებული ხელფასის დაანგარიშების სრული ციკლის აუდიტი და სხვა. 
  3. ეფექტიანობის გაზრდა – HR პროცესების ანალიზით შესაძლებელია ისეთი ხარვეზების აღმოჩენა, რომლებიც აფერხებენ ორგანიზაციულ ეფექტიანობას და ზრდას.
  4. სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაორგანიზაციული კულტურის და თანამშრომელთა ჩართულობის გაუმჯობესება HR აუდიტის ერთერთი მნიშვნელოვანი შედეგია.
  5. რესურსების ოპტიმიზაციააუდიტი ეხმარება კომპანიებს ადამიანური და ფინანსური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებაში.
  6. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა – HR აუდიტის შედეგად მიღებული მონაცემები დაეხმარება მენეჯმენტს უფრო ინფორმირებული და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღებაში.

AACC-ის HR აუდიტის სერვისი

Advanced Audit and Consulting Company (AACC) უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების, იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული და IT მიმართულების პროექტების სერვისებისა და თანამშრომელთა აუთსორსს სხვადასხვა კომპანიებში.   

უშუალოდ HR აუდიტის პროექტს კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ინდუსტრიებში: სამშენებლო, დისტრიბუცია, საცალო ვაჭრობა, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, გემბლინგი და  სათამაშო ბიზნესი, აკადემიური ორგანიზაციები და სხვა. ჩვენი სიღრმისეული ანალიზი და ექსპერტული რეკომენდაციები ეხმარება კომპანიებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების გაუმჯობესებაში, რისკების მინიმიზაციასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.  

როგორ ტარდება HR აუდიტი?

AACC-ის HR აუდიტის პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს:

  1. შესწავლა და მონაცემთა შეგროვებაპირველ ეტაპზე ხდება კომპანიის არსებული პოლიტიკების, პროცედურების, შრომით-სამართლებრივი კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის შესწავლა.
  2. ანალიზი და შეფასებაშეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ჩვენი ექსპერტები აფასებენ HR პროცესების შესაბამისობას კანონმდებლობასთან და ორგანიზაციულ მიზნებთან, კომპანიის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 
  3. დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია – HR აუდიტის ფარგლებში ხდება არსებული დოკუმენტაციის გაუმჯობესება და საჭიროების შემთხვევაში ახალი რეგულაციების დანერგვა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიაში არ გვხდება უკვე არსებული დოკუმენტები, სერვისი მოიაზრებს აღნიშნული დოკუმენტების, პოლიტიკებისა თუ სტანდარტების სრულფასოვნად შექმნას.
  4. მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეკომენდაციები აუდიტის შედეგად გაიცემა აუდიტის დეტალური დასკვნა, სადაც აღწერილია ყველა აღმოჩენილი დარღვევა და მოცემულია მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი რეკომენდაციები. 
  5. განხორციელება და მონიტორინგი – AACC არამხოლოდ სთავაზობს რეკომენდაციებს, არამედ ეხმარება მათ განხორციელებასა და შემდგომი მონიტორინგის პროცესში, ერთჯერადი და მრავალჯერადი კონსულტაციებისა და ჩართულობის მეშვეობით.

ჩვენი წამყვანი სპეციალისტები: 

HR აუდიტის პროექტების მთავარი შემსრულებლები არიან:

მირანდა გაბუნია – 10+ წლიანი გამოცდილების მქონე HR პროფესიონალი ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სფეროში. მისი ძლიერი მხარეა HR სტრატეგიული მენეჯმენტი, პროცესების ოპტიმიზაცია და გუნდური ეფექტიანობის გაუმჯობესება. მირანდა არის კვალიფიციური სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა კულტურული გარემოსა და ინდუსტრიის კომპანიებთან თანამშრომლობაში, მათ შორის: საერთაშორისო ორგანიზაციები, საკონსულტაციო და აკადემიური ორგანიზაციები, სამშენებლო, სადისტრიბუციო და საცალო ვაჭრობის, სასტუმრო, სარესტორნო და აზარტული ინდუსტრიები.

მედეა სვანიშვილი – 15+ წლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური იურისტი, რომელიც სპეციალიზებულია მათ შორის შრომით სამართალსა და კორპორაციულ რეგულაციებში. HR აუდიტის პროექტში მისი კომპეტენცია მოიცავს შრომითი დოკუმენტაციის ანალიზსა და სამართლებრივ შესაბამისობის შემოწმებას. მედეა აქტიურად მუშაობს, რათა კომპანიებმა თავიდან აიცილონ სამართლებრივი რისკები და დაიცვან არსებული რეგულაციები.

რატომ უნდა მიანდოთ AACC-ის  HR აუდიტის პროექტი?

  1. კვალიფიკაცია და გამოცდილებაჩვენი გუნდი მუშაობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გვაძლევს საშუალებას, დამკვეთს მივაწოდოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები დაფუძნებული სხვადასხვა ინდუსტრიებში ოპერირების გამოცდილებაზე. 
  2. მრავალგანზომილებიანი მიდგომაჩვენ ვატარებთ კომპლექსურ ანალიზს, რომელიც მოიცავს როგორც HR პროცესების შეფასებას, ისე სამართლებრივი შესაბამისობის გადამოწმებას. 
  3. პრაქტიკული რეკომენდაციებიდამკვეთს ვთავაზობთ რეალურ და ეფექტურ გამოსავალს, რომელიც დაეხმარება კომპანიას როგორც შიდა პროცესების გაუმჯობესებაში, ასევე რისკების მართვაში.
  4. ინდივიდუალური მიდგომათითოეულ პროექტს ვუდგებით პერსონალურად, ვიკვლევთ კომპანიის უნიკალურ საჭიროებებს და ვქმნით სპეციფიკურ სტრატეგიებს, რომლებიც მაქსიმალურად შეესაბამება მათ მოთხოვნებს.

www.aacc.ge 

HR აუდიტი არის ის პროცესი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების მდგრადი განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. AACC-ის გუნდი მზად არის, უზრუნველყოს თქვენი კომპანიის HR სისტემის სრულყოფილი ანალიზი და დაგეხმაროთ საუკეთესო შედეგების მიღწევაში.

HR Audit – A Key Tool for Company Success

In the modern business environment, human resource management plays a crucial role in the success of a company. Effective HR strategies and policies not only increase organizational efficiency but also improve the company’s corporate culture. At the same time, in today’s reality, when labor inspections are systematically carried out by authorities, an HR audit serves as a preventive mechanism. It allows companies to evaluate and regulate their labor relationships, ensuring compliance with legal requirements on time. This helps minimize potential risks during the inspection process.

That is why HR audits are becoming an essential tool for companies that want to strengthen their business processes and make the most efficient use of existing resources.

That is why HR audit is becoming an essential tool for companies that want to strengthen business processes and make the most efficient use of existing resources.

What is an HR Audit and Why is it Important?

An HR audit is a comprehensive analysis of a company’s human resources management system. It includes a detailed assessment of HR policies, processes, and procedures, determining their compliance with labor legislation, corporate standards, and best practices. The goal of an HR audit is to strengthen the organization’s internal processes, optimize labor relations, and support strategic decision-making.

The importance of HR audits for companies includes several key aspects:

  1. Legal Compliance – The audit process verifies compliance with labor laws and identifies violations, which helps the company avoid potential legal problems and ensure adherence to regulatory requirements.
  2. Labor Process Administration – Checking the accuracy of employee attendance sheets, payroll calculations, assessing the effectiveness of bonus schemes, auditing the full cycle of earned wages calculations, etc.
  3. Efficiency Increase – Analyzing HR processes can uncover gaps that hinder organizational effectiveness and growth.
  4. Work Environment Improvement – Improving organizational culture and employee engagement is one of the important outcomes of an HR audit.
  5. Resources Optimization – Auditing helps companies use human and financial resources more efficiently.
  6. Strategic Decision Support – The data obtained from an HR audit will help management make more informed and targeted decisions.

AACC – HR Audit Service

Advanced Audit and Consulting Company (AACC) has been successfully providing human resource management, organizational development, legal, financial, accounting, IT project services, and employee outsourcing to various companies for many years.

AACC’s HR audit service is implemented in various industries, including construction, distribution, retail, hospitality, gambling and gaming, academic organizations, and more. Our in-depth analysis and expert recommendations help companies improve their human resource management practices, minimize risks, and implement best practices.

How is HR Audit Conducted?

AACC’s HR audit project includes several key stages:

  1. Study and Data Collection – The first stage involves studying the company’s existing policies, procedures, labor contracts, and documentation.
  2. Analysis and Evaluation – Based on the collected data, our experts assess the compliance of HR processes with legislation and organizational goals, considering the company’s existing practices.
  3. Documentation Optimization – As part of the HR audit, existing documentation is improved, and if necessary, new regulations are introduced. If the company lacks existing documents, the service includes the full creation of these documents, policies, or standards.
  4. Short-term and Long-term Recommendations – Following the audit, a detailed report is issued, describing all violations found and providing short-term and long-term recommendations.
  5. Implementation and Monitoring – AACC not only offers recommendations but also assists in their implementation and subsequent monitoring through one-time and multiple consultations and engagements.

Our Leading Specialists

The main performers of HR audit projects are:

Miranda Gabunia – HR professional with 10+ years of experience in human resources management and organizational development. Her strengths include strategic HR management, process optimization, and team effectiveness improvement. Miranda is a qualified specialist with experience working with companies from different cultural environments and industries, including international organizations, consulting and academic organizations, construction, distribution and retail, hospitality, restaurant, and gambling industries.

Medea Svanishvili – A qualified lawyer with 15+ years of experience, specializing in labor law and corporate regulations. Her expertise in HR audit projects includes analyzing labor documentation and verifying legal compliance. Medea actively works to ensure that companies avoid legal risks and comply with existing regulations.

Why Should You Entrust the HR Audit Project to AACC?

  1. Qualifications and Experience – Our team works with both local and international partners, which allows us to provide customers with the best solutions based on our extensive experience across various industries.
  2. Multidimensional Approach – We conduct a comprehensive analysis that includes both an assessment of HR processes and verification of legal compliance.
  3. Practical Recommendations – We offer clients real and effective solutions that will help improve both internal processes and risk management.
  4. Individual Approach – We approach each project personally, researching the company’s unique needs and creating specific strategies that best meet their requirements.

www.aacc.ge

HR audit is a process that contributes to the sustainable development and competitiveness of companies. The AACC team is ready to provide a comprehensive analysis of your company’s HR system and help you achieve the best results.

[R]

მორიგი მასშტაბური კამპანია ვოლტისგან – 50%-მდე ფასდაკლებები და განსაკუთრებული სააღდგომო შეთავაზებები აპრილში

რას ისწავლი სტეპის მარტექის კურსზე?