in

HR Gala Night – ღონისძიება, რომელმაც HR სპეციალისტები გააერთიანა

HR Gala Night ერთგვარი სპონტანური წარმატების ისტორია და ახალი ინიციატივაა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.

18 ოქტომბერს GMP Hospitality-ს მართვის ქვეშ მყოფმა – თბილისის ისტორიულმა სივრცემ, ფუნიკულიორმა, HR Gala Night-ს უმასპინძლა. 200-ამდე HR პროფესიონალის გაერთიანება, HR-თა პრივატულ სოციალურ გვერდზე ერთი პოსტისა და რამდენიმე კომენტარის შემდეგ სპონტანურად დაიგეგმა, როგორც არაკომერციული პროექტი და მხარდამჭერი კომპანიების მეშვეობით, ფაქტობრივად, 10 დღეში განხორციელდა.

ორგანიზატორები:

  • მირანდა გაბუნია, აუთსორსული საკონსულტაციო კომპანია AACC-ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბიზნეს პარტნიორი
  • ომარ ტერტერაშვილი, Georgian Manganese, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი

მიუხედავად იმისა, რომ სფეროში არაერთი კონფერენცია, ტრენინგი თუ კონგრესი ტარდება, მივხვდით რომ გვჭირდება რაღაც ახალი, განსხვავებული ფორმატი, რომელიც დაცლილი იქნებოდა კონკურენციისგან და აკადემიურობისგან. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგების მოთხოვნითა და თხოვნით, ერთგვარი არაოფიციალური დაკვეთა მივიღეთ, რომ გვჭირდებოდა ერთი იდეის გარშემო შეკრება და გაერთიანება, სადაც დავივიწყებდით ჩვენს ყოველდღიურ რუტინას და ჩვენთვის გაკეთდებოდა საღამო, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა მხოლოდ კომუნიკაციაზე, გართობაზე, დადებითი ემოციების გაზიარებასა და მიღებაზე“, – ომარ ტერტერაშვილი.

იდეამ არამარტო ჩვენი კოლეგები, არამედ ბევრი მეგობარი კომპანია გააერთიანა ივენთის გარშემო. პარტნიორმა ორგანიზაციებმა საოცარი საჩუქრები გაათამაშეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. როგორც ომარმა აღნიშნა, HR Gala Night ძალიან სპონტანურად დავგეგმეთ. თუმცა სფეროში არსებულმა ჩვენმა გამოცდილებამ და ჩვენი კოლეგების ნაკარნახევმა სურვილმა, ზუსტად დაგვანახა თუ რა გვჭირდება – არაფორმალური გარემო, დადებითი და გულწრფელი მუხტი, გართობა, ემოციების გაცვლა, პოზიტივი და ენერგია. რაც ვფიქრობ ღირსეულად გამოგვივიდა. ღონისძიების წარმატება თითოეული მონაწილე HR-ის, მხარდამჭერი კომპანიებისა და მოწვეული მუსიკოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია“, – მირანდა გაბუნია.

HR Gala Night-ის გენერალური სპონსორი და მასპინძელი იყო GMT Hospitality, რომელმაც ღონისძიებას ისტორიულ ადგილას –  „ფუნიკულიორზე“ უმასპინძლა. ფუნიკულიორის სივრცე იდეალური ადგილია სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებებისა თუ სადღესასწაულო თარიღების აღსანიშნავად. გამოირჩევა უნიკალური ხედებით, ინფრასტრუქტურით და, რაც ახლა ყველაზე მთავარია – მაღალი დონის სერვისითა და მენიუს მრავალფეროვანი არჩევანით.

ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით კომპანიებს, რომლებმაც ღონისძიება მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი გახადეს საოცარი საჩუქრებით:

  • მთავარი პრიზის ავტორი, ტურისტული კომპანია: Interavia and Interco Travel Group Company, პრიზით 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო შრი-ლანკაზე 2 პერსონაზე საუზმით.
  • Swissôtel & Mercure Tbilisi – სასტუმროების მრავალვეროვანი ვაუჩერები
  • Silk Hospotality: Radisson, Tsinandali Estate, Park Hotel, Republic – სასტუმროების მრავალვეროვანი ვაუჩერები
  • HOTSALE – სასტუმროების მრავალვეროვანი ვაუჩერები
  • UNILEVER Georgia – თავის მოვლის საშუალებების პრემიუმ სასაჩუქრე ბოქსები
  • Schwarzkopf Professional – თმის მოვლის პრემიუმ ხაზის სასაჩუქრე ბოქსები
  • მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ – 200 ლარიანი ვაუჩერები
  • SELPAK და HALEON – ჰიგიეინისა და თავის მოვლის საშუალებების სასაჩუქრე ბოქსები
  • დასაქმების პორტალი FlexUp – 1 წლიანი VIP ვაუჩერები ვაკანსიების განთავსების პორტალზე
  • სასმელებისა და საკვების დისტრიბუტორი KANTI Distribution & Logistics
  • ფრანგული თავისა და ტანის მოვლის ბრენდი Yves Rocher – ივ როშე, სასაჩუქრე ბოქსები
  • Lutecia – ლუტეცია – სახის მოვლის საჩუქრე ბოქსები
  • მუსიკა: Duet Georgia, ანდრია გველესიანი და ბენდი, DJ საბა აბრამიძე
  • Dance Masterclas: Melida Dance Studio, ანსამბლი “Melitasi”, ხელმძღვანელი მელიტა ლომაძე.
  • Welcome მუსიკალური გაფორმება – Violin: ნინო შიუკაშვილი
  • Photography: წამყვანი ფოტოგრაფი: ნუგზარ გვალია და ასისტენტ ფოტოგრაფი: საბა ღვინიაშვილი

ღონისძიების ვიდეოკონტენტსა და ფროდაქშენზე იზრუნა: AD Production Group-მა, რომელიც ქმნის ინოვაციურ და კრეატიულ კონტენტს როგორც კომპანიების, ასევე ბრენდების, მასშტაბური ღონისძიებებისა თუ პერსონალურად, ინდივიდების კარიერული პორტფოლიოების პოზიციონირების მიმართულებით.

[R]

Porsche-მ ყავის აპარატი გამოუშვა

Botto – ავტონომიური AI მხატვარი, რომელმაც Sotheby-ზე $351,600 გამოიმუშავა