სმარტ აკადემია მარკეტინგის, დიზაინისა და ტექნოლოგიების კურსებთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მენეჯმენტის კურსების განახლებასა და გაუმჯობესებაზე.
ბლოგში განვიხილავთ პრაქტიკაზე დაფუძნებულ კურსს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა SMART Support-თან თანამშრომლობის ფარგლებში.
HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შეძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად.
რას ისწავლიან ჩვენთან?
სტუდენტს შეეძლება ორგანიზაციაში შეფასების, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების შექმნა, ანალიტიკა და მონაცემების შედეგად ორგანიზაციული პროცესების, პროცედურებისა და პოლიტიკების შემუშავება.
HR მენეჯმენტის და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსის განმავლობაში სტუდენტები ეცნობიან HR-ის ყველა მიმართულების საფუძვლებს და გადიან რეკრუტინგის სრულ ციკლს პრაქტიკაში, კერძოდ:
- სამუშაო აღწერილობებისა და მოთხოვნების შექმნას
- შერჩევის პროცესის დაგეგმვას
- მოთხოვნის შესაბამისი კანდიდატების მოძიებას
- გასაუბრებების დაგეგმვას და ჩატარებას
- კანდიდატების შეფასების პრინციპების გამოყენებას
თეორიულ ნაწილში კი ეცნობიან შემდეგ საკითხებს:
- შეფასების მეთოდები
- ორგანიზაციული სწავლება
- სამოტივაციო სისტემების მნიშვნელობა
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების შეფასებები და გვსურს გაგიზიაროთ რამდენიმე უკუკავშირი:
ვინ გასწავლის HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსს სმარტ აკადემიაში?
ლიკა კოვზირიძე – ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით.
ეთუნა ჟვანია – ადამიანური რესურსებისა და ხარისხის მართვის პროფესიონალი 13 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
სოფიო კაჭარავა – ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის პარტნიორი, განვითარების მიმართულების ლიდი; 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით HR-ში შერჩევის მიმართულებით.
ლელა კეკუა – ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების 15 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
თუ შენც გსურს სიღრმისეულად შეისწავლო HR მენეჯერის პროფესია, არ გადადო, შემოგვიერთდი კურსზე: HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა.
[პარტნიორის კონტენტი]