15
May
2018

მექი გიორგაძისა და თაკო თუაშვილის პოსტერების სერია HR.ge-ს სოც მედია კამპანიისათვის

15 May 2018

1-ელ მაისს, HR.ge-ის ორგანიზებით, „ონლაინ დასაქმების ფორუმი“ გაეშვა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიებს, სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ, რეგიონის მიხედვით, გაევლოთ ონლაინ რეგისტაცია და მონაწილეობა მიეღოთ დასაქმების ფორუმის დასავლეთ, ან აღმოსავლეთ საქართველოს ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დაიგეგმა სოც მედია კამპანია, რომლის მთავარი ამოცანა იყო მომხარებლის დაინტერესება და დასაქმების თემატიკის აქტუალიზება. კამპანიაში შემავალი პოსტერების სერია მექი გიორგაძემ და თაკო თუაშვილმა შექმნეს. 

mBank QR
mBank QR
პროექტზე მუშაობისას გადავწყვიტეთ ჩვეული ობიექტების აბსტრაქტული ფორმით გამოსახვა, რითაც გვინდოდა სხვა კუთხით დაგვენახებინა უკვე ჩვეული საგნები და უფრო მიმზიდველი გაგვეხადა მისაწოდებელი ინფორმაცია. პოსტების სერია ერთიანდება აბსტრაქტული 3დ ობიექტებით და „ეიჩარის“ ბრენდისთვის შესაფერისი ლურჯ-მწვანე გრადაციების გამოყენებით“, – ნათქვამია მექი გიორგაძის პუბლიკაციაში

განხილვა