in

1-2 მარტს! HR Reborn – ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიება კავკასიაში!

ანა ნავდარაშვილი

HR hub, 2015 წლიდან მოყოლებული, 400-მდე კერძო და საჯარო სექტორის HR მენეჯერს აერთიანებს. 1-2 მარტს, HR hub-ის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკი კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ ტრენინგს უმასპინძლებს. ორდღიანი ღონისძიება, სახელწოდებით HR Reborn განკუთვნილია როგორც HR მენეჯერებისა და მარკეტერებისთვის, ისე მათთვისაც, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული. ტრენინგის მთავარი თემაა, როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ თანამშრომლები, სოციალური მედიის გამოყენებით, მინიმალური დანახარჯებით. ასევე, საუბარი იქნება თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდის შექმნის თანამედროვე მიდგომებზე. ღონისძიებასა და სპიკერებზე უფრო ვრცლად HR hub-ისა და studentjob.ge-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანა ნავდარაშვილი გვესაუბრა. 

bog
bog-mob

M: რას შეხება და ვისთვის არის განკუთვნილი ღონისძიება?

HRhubის ორგანიზებით 2017 წლის 1მარტსთბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. ორ დღიან ტრენინგს აერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და  Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins ჩაატარებენ. ღონისძიებაზე საუბარი იქნება მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე თანამშრომლების ჩართულობასა და მოტივაცია-ში Gamification-ის როლზე.

HR reborn- არის ჩვენი ინოვაციური პროექტი, რომლის მიმართაც ინტერესი საკმაოდ მაღალია. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არამარტო HR სფეროსა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, არამედ ყველა მენეჯერისთვის. ღონისძიება განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ამ პროექტის ფარგლებში საქართველო ინოვაციური HR ღონისძიებების ჰაბი  ხდება და კოლეგები სხვა ქვეყნებიდანაც გვიერთდებიან. ეს კიდევ უფრო საამაყოა ჩვენთვის, რადგან ამით იზრდება ჩვენი ქვეყნის იმიჯიც. HR Reborn- ემსახურება მსმენელების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას, შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან საინტერესოა.

M: მოგვიყევით სპიკერების შესახებ..

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, HR Reborn -ის ტრენერები არიან საერთაშორისო სპიკერი და კონსულტანტი Chris Perks და  Gamification ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი  Pete Jenkins. უნდა აღინიშნოს მოწვეული გამომსვლელების პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილებათითოეული მათგანისგან ბევრი საინტერესო სიახლის მოსმენა და სწავლაა შესაძლებელი.

კრისი ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს 18 ქვეყნაში, 4 კონტინენტზე. აქვს ციფრული მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სოციალური მედიის გამოყენების დიდი გამოცდილება. ტრენინგის ჩატარების მისეული ინტერაქტიული მიდგომა ახალისებს აუდიტორიას მსოფლიო მასშტაბით. კრისის მიდგომები ციფრულ მარკეტინგთან მიმართებაში დანერგილია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Google, Nestle, L’Oréal, Pepsi,  Experian,  Carlsberg, და ბევრი სხვა.

კრისი საუბრობს თავისი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე და ეხმარება ბრენდებსა და ბიზნესს ზრდასა და ციფრულ გაუმჯობესებაში.

რაც შეეხება პიტს, მან 2016 წლის თებერვალში აიღო პირველი ადგილი “Gamification Gurus Power 100”-ში.  პიტი არის  GamFedის თავმჯდომარე (GamFed – გეიმიფიკაციის საერთაშორისო  კონფედერაცია). GamFed-ში ის ცდილობს გაავრცელოს გეიმიფიკაციის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და კომპანიამ მიიღოს სარგებელი მისი გამოყენებით. CROME-ში (the University’s Centre for Research on Management and Employment) ის  იკვლევს გეიმიფიკაციას ადამიანური რესურსებისთვის და ასევე კითხულობს ლექციებს.  ის გახლავთ Brighton & Hove და Worthing და Adur სავაჭრო პალატების ელჩი.

M: როგორია საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით, როგორ მუშაობს საზღვარგარეთ სპიკერების მიერ შემოთავაზებული პრაქტიკა?

მსგავსი ტიპის ღონისძებები, როგორიც HR Reborn-ია მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში ტარდება. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ ანალოგიურ ღონისძიებას მოსკოვმა უმასპინძლა. საზღვარგარეთ წარმატებული კომპანიები აქტიურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს ადამიანური რესურსების მიმართულებით.  თვალსაჩინოა  ის გარემოება, რომ ჩვენი სპიკერები სწორედ პრაქტიკაში განხორციელებულ რეალურ ქეისებზე ისაუბრებენ.  

აუცილებლდ უნდა აღვნიშნო, რომ საზღვარგარეთ მსგავს ტრენინგზე დასწრება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, ჩვენ შევძელით ამ სპიკერების მოწვევა ჩვენი პარტნიორების ჯეოსელიიმედი L-ისპაშა ბანკისა და ტექნოპარკის დახმარებით, რომელთა გარეშეც ეს მასშტაბური და ინოვაციური ღონისძიება არ შედგებოდა. სწორედ ამიტომ, ბილეთის ღირებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად ხელმისაწვდომია.

M: რამდენად ახლოა საერთაშორისო მიდგომა ქართულ რეალობასთან და რა ტენდენციები შეინიშნება ამ კუთხით?

Pepsi, Google, Nestle, L’Oréal Experian, Carlsberg – ეს იმ მცირე კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკაში დანერგვა სავსებით შესაძლებელია ქართულ რეალობაში. HR Reborn-ის მიზანიც სწორედ ესაა, რომ ამ პრაქტიკული და ინტერეაქციული ტრენინგის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია და ცოდნა დამსწრეებმა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეძლონ სოციალური მედიის გამოყენებით შეამცირონ თანამშრომლების შერჩევასა და მათ შენარჩუნებაში გაწეულ ხარჯები. „თამაშების“ გამოყენებით გაზარდონ თანამშრომლების ჩართულობა და მოტივაცია. საქართველოში მსგავს ხერხებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია იყენებს. ამიტომ HR Reborn-ზე ბევრ ახალ და რაც მთავარია, საჭირო ინფორმაციას მიიღებს მსმენელი.

M: განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს მოტივაციაში Gamification-ის როლი?

საქართველოსთვის Gamification სიახლეა. ყველა, ვინც HR Reborn-ს  დაესწრება, გაიგებს, თუ რა არის Gamification, როგორ და რაში გამოიყენება ის.  მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ტიპიური თამაშის ელემენტების გამოყენებით თანამშრომლების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა. გამოიყენება რეკრუტმენტში, ტრენინგებსა და განვითარებაში. ეს არის ინფორმაციის მიწოდება და სწავლება თამაშების გამოყენებით.

გეიმიფიკაციის გამოყენება ადამიანურ რესურსების მართვაში ეფექტურ შედეგს იძლევა. ეს მეთოდი ზრდის თანამშრომლების ჩართულობას და ამცირებს კადრების გადინებას.

ღონისძიების მედია პარტნიორები: ჟურნალი Marketer.ge, ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, საქმიანი დილა, ბიზნესკონტრაქტი და პალიტრა მედია.

დეტალები ტრენინგის შესახებ: https://goo.gl/Go0FJe

„მოქარგული სურვილების დროა“ – პერსონალიზებული საჩუქრების სტარტაპი

ტაივინ ლანისტერი გარემოს დაცვისკენ ლექსით მოგვიწოდებს