in

დასაქმება მარტივია, როცა ყველაფერი ერთ ონლაინ სივრცეშია

ყოველდღიურად უამრავი ჩვენგანი ეძებს სამსახურს. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსის გაჩერებებზე ან ლიფტში, ხელით გაკრული განცხადებები დღესაც შეგხვდებათ, მაინც დაგვეთანხმებით, რომ ძირითადი დატვირთვა ახლა ონლაინ სივრცეზე მიდის. ფეისბუკზე სქროლვისას ასობით პოსტს შეხვდებით იმაზე, რომ ვიღაც ეძებს სამსახურს ან პირიქით – კომპანიას სჭირდება ახალი კადრი.

სამსახურის დაწყებისთვის ბევრი ნაბიჯის გავლა გვიწევს და ერთ-ერთი პირველი სწორი CV-ის შედგენა, ვაკანსიების ძებნა და ყველა, ჩვენთვის საინტერესო კომპანიასთან გაგზავნაა. უარის შემთხვევაში, თავიდან გვიწევს ნაბიჯების გავლა. ამის მიზეზი მაინცდამაინც ის კი არაა, რომ ჩვენთვის სასურველი ვაკანსია არ არსებობს, არამედ მას უბრალოდ ვერ მივაგენით. ეს მთავარი პრობლემაა.

თავის მხრივ პრობლემას ორგანიზაციებიც აწყდებიან კადრის მოძიებისას. ძირითადი ჩივილები ეხება იმას, რომ გამოცხადებულ პოზიციაზე შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არ აგზავნიან კანდიდატურას. დიდი დრო იხარჯება რეზიუმეების განხილვასა და გასაუბრებებში, რისი ფუფუნებაც არცერთ კომპანიას არ აქვს.

ამ პრობლემების გათვალისწინებით, სამუშაოს მაძიებლებისთვისაც და დამსაქმებლებისთვისაც ისეთი ხელსაწყოს არსებობა, რომელიც მთელ ამ პრობლემებს გააადვილებს, შვება იქნება.

სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ონლაინ პორტალი, რომლის მიზანიცაა, ქართულ ბაზარზე კადრებისა და ვაკანსიების მოძიების გამარტივება. თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც Awork.ge მომხმარებელს სთავაზობს. 

Awork.ge ახალი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. მის წარმომადგენლებს ესმით რეკრუტინგის სფეროში არსებული გამოწვევები და მაქსიმალურად ცდილობენ, ამ გამოწვევებს უპასუხონ. ამ მიზნით, მათ სერვისებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პაკეტია განსაზღვრული, რომელიც სხვადასხვა პრობლემისა თუ საჭიროების მიხედვით არის გააზრებული, დაგეგმილი და შემუშავებული.

ერთ-ერთი ასეთია კომპანიის სამართავი პანელი. წარმოიდგინეთ, რამხელა კომფორტი იქნება, როცა გექნებათ შიდა სამართავი სივრცე, სადაც თანამშრომლების დამატებას, სამუშაო აღწერილობის შექმნას და სხვა ბევრ HR-ისთვის საჭირო კომპონენტს შეხვდებით. 

რეკრუტმენტის Awork-ისეული მოდელი საშუალებას მოგცემთ, შეადგინოთ სასურველი ვაკანსია, გამოაქვეყნოთ, მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ვადა, განუსაზღვროთ კატეგორია და მიანიჭოთ ტეგები ვაკანსიას, რათა მარტივად მოძებნადი გახდეს. 

აქვე შეგხვდებათ კიდევ ერთი საჭირო ფუნქცია, რომლითაც შემოსული აპლიკაციების დამენეჯმენტებას შეძლებთ. მეილებზე მოსული კანდიდატებისთვის ცალკე ფაილის გაკეთება და იქ თავისი მონაცემებიანად ჩამოწერა აღარ იქნება საჭირო, რადგან ამ შემთხვევაში შეგეძლებათ, ამ პანელშივე მონიშნოთ ფავორიტი კანდიდატები, მიანიჭოთ სტატუსები, დაუწეროთ კომენტარი და შეინახოთ ისტორიაში.

და თუ სამსახურს ვეძებ, რას მთავაზობს Awork?

თუ სამუშაოს მაძიებელი ხართ, ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ საკუთარი პროფილის შექმნა. როგორც Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელში გაქვთ შექმნილი ანგარიში, აქაც ასე შეძლებთ მიუთითოთ თქვენი მონაცემები, შექმნათ საკუთარი CV და აქედანვე გადაუგზავნოთ სასურველ კომპანიას. ამასთან, თუ უკვე აწყობილი გაქვთ CV, პლატფორმა მისი პირდაპირ ატვირთვის საშუალებასაც გაძლევთ.

რეზიუმესთან ერთად, თუ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება გსურთ პოტენციური დამსაქმებლისთვის, გადაიღეთ 1-წუთიანი ინტრო ვიდეო და გააყოლეთ სივის, მეტი ეფექტურობისათვის.

ალბათ ხშირად გაგიკეთებიათ, რომ როცა სადმე საინტერესო ვაკანსიას აწყდებით, ბმულს მეგობარს უგზავნით შესანახად ან სადმე აკოპირებთ, რომ არ დაკარგოთ და თავისუფალ დროს მოუბრუნდეთ ვაკანსიას. Awork-ზე შეძლებთ, რომ ყველა საინტერესო სამუშაო განცხადებას ერთად მოუყაროთ თავი, შემდეგ კი ჩაუსხდეთ და ყველგან გაგზავნოთ აქვე აწყობილი რეზიუმე ან სულაც, გაფილტროთ ეს ვაკანსიები და მხოლოდ ისინი დაიტოვოთ, რომლებიც ყველაზე რეალურ ვარიანტებად გეჩვენებათ. 

მეტი კომფორტისთვის, საიტს აქვს გამოწერის ფუნქციონალი. ერთი დაკლიკებით გამოიწერეთ სიახლეები მიიღეთ ინფორმაცია ახალი ვაკანსიების თაობაზე. 

როგორც ხედავთ, Awork არ არის უბრალოდ დასაქმების საიტი, ის HR პროცესების ციფრული სისტემაა, რომელიც ერთ სივრცეში აქცევს ამ სფეროში არსებულ პრობლემებს, გადასაჭრელ საკითხებს და მაქსიმალურად ამარტივებს როგორც სამსახურის მაძიებელთა, ისე კომპანიების ცხოვრებას.

[R]

რა უნდა გააკეთონ სააგენტოებმა საკუთარი ბრენდების მარკეტინგისთვის?

„ჯეპრამ“ ქართული შრიფტი „უკრაინა“ შექმნა