in

HR Tech Club – ახალი ეტაპი HR ინდუსტრიის განვითარებაში

2025 წელს ადამიანური რესურსების მართვა ახალ ეტაპზე გადადის – AI, მონაცემთა ანალიტიკა და ავტომატიზაცია უკვე არა მომავალი, არამედ მიმდინარე პრაქტიკაა. როგორც Forbes Human Resources Council-ის ანგარიშშია აღნიშნული, ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ტექნოლოგიებს, რათა გააუმჯობესონ თანამშრომლების გამოცდილება, დააჩქარონ კანდიდატების შერჩევის პროცესები და მაქსიმალურად გაზარდონ ჩართულობა საკუთარ გუნდებში. ამ გლობალური ტენდენციების ფონზე IT აკადემია STEP-ში შეიქმნა HR Tech Club – ახალი ინიციატივა, რომელიც HR პროფესიონალებს ტექნოლოგიების ირგვლივ აერთიანებს. 

HR Tech Club-ის მიზანია, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს გააცნოს, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ AI-ის შესაძლებლობები პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად და გასამარტივებლად.

კლუბის ფარგლებში, 10 აპრილს სტეპში უკვე ჩატარდა ღონისძიება HR & Tech, რომელსაც 100-მდე HR პროფესიონალი დაესწრო. ღონისძიების მთავარი მიზანი იმ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, რაც თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში HR პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვანია. მოწვეულმა სპიკერებმა, ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა: IT აკადემია STEP, EMIS, TBC, Viber, Geosoft, Bewise Georgia და Grant Thornton – აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკა და ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს HR ინდუსტრია ახალ რეალობასთან, სადაც ტექნოლოგია არა უბრალოდ ინსტრუმენტი, არამედ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

[R]

როგორ არის დამოკიდებული უნარებზე მომავლის სამუშაო

ალტე უნივერსიტეტის სასკოლო Start-up მარათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ