თუ დილით, მოულოდნელად, სავსე მაცივარსა და ანგარიშიდან მოკლებულ თანხას აღმოაჩენთ, არ იდარდოთ, ეს “მთვარეულობის” ახალი ნაირსახეობაა. როგორც ჩანს, ამგვარ ღამის გასეირნებას ადამიანი პირდაპირ მაღაზიამდე მიჰყავს. ყოველ შემთხვევაში, ასე ხდება ბანკი HSBC-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში. სააგენტო JWT-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში ბანკი თავის მომხმარებელს იმ მოსახერხებელ და კომფორტულ გადახდის საშუალებას აცნობს, რომელიც კომპანიამ სულ ახლახანს შეიმუშავა და რისი საშუალებითაც iPhone-ების მფლობელები მაღაზიებში ანგარიშსწორებას ძალიან მარტივად შეძლებენ.