in

ნუ აიძულებთ პლანეტას საზღაურის გადახდას! – HSBC-ის კამპანია

ქვითარი გნებავთ? – ამ შეკითხვას მომსახურე პერსონალისგან ხშირად ვისმენთ, ან ელქტრონული აპარატის ეკრანზე, სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის დასრულების დროს ვკითხულობთ. როდესაც სასურველი პროდუქტი ფიზიკურად ხელთ გვაქვს უფრო გულგრილები ვართ, ხოლო როცა საქმე ვირტუალურ გადახდებს ეხება, თავს გაცილებით ხშირად ვიზღვევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ თქვენამდე მოსულ ქვითარს, შორი გზა აქვს გამოვლილი და მალე წინამორბედების მსგავსად, ისიც გამოუყენებელ ქაღალდად იქცევა. ზოგიერთ შემთხვევაში ქვითარი მართლაც გვჭირდება, თუმცა ხშირად, პლანეტა ქაღალდის მასიური წარმოებისთვის საზღაურს მხოლოდ იმიტომ იხდის, რომ ვუპასუხოთ „არა“ ან ავიღოთ ქვითარი და ავტომატურად ნაგვის ურნაში მოვისროლოთ. ბრიტანული ბანკი HSBC ამ რეალობის შეცვლისკენ სარეკლამო კამპანიით მოგვიწოდებს. სააგენტო David Buenos Aires-ის მიერ შექმნილ ანიმაციურ ვიდეორგოლში HSBC-ის ბანკომატიდან მიღებული ქვითრები, მცენარეების აყვავების პროცესამდე მიგვიძღვება, ხის ნაყოფსაც ვხვდებით და საყვარელ მაიმუნსაც, რომელიც მას შეექცევა. თუმცა, მოულოდნელად ამ ეგზოტიკურ სურათს დაკუჭული ქაღალდი შთანთქავს და ბანკომატის სივრცეს ვუბრუნდებით, რომელიც გადაყრილი ქვითრებითაა სავსე. ვიდეორგოლის მიზანია გვითხრას, რომ არ გამოვიყენოთ ქვითარი თუ ეს, აუცილებელი არაა.

ენდი უორჰოლის ხმა AI-ს გამოყენებით აღადგინეს

დამშვიდებას უკვე მექანიკურ ბალიშთან ჩახუტებით შეძლებთ