18
Sep
2019

HSE Group – შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია

18 Sep 2019

დღესდღეობით ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოება საკმაოდ აქტუალური თემაა, რადგან ახალმა რეგულაციებმა შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით კომპანიებს ვალდებულები დააკისრა. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, კომპანიებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, ვის ეხება კონკრეტულად ეს კანონი და რა ვალდებულებები გააჩნიათ. ბიზნესისთვის მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად საკონსულტაციო კომპანია HSE Group-ს (HSE – Health,Safety and Environment) დავუკავშირდით, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებულ ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორს აუთსორს მომსახურებას სთავაზობს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით. აღნიშნული სერვისი ეხმარება კომპანიებს, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო და სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ მათი საქმიანობა კანონთან. ყველაფერ ამაზე კომპანიის დამფუძნებლებს დავით გოგსაძესა და ვახტანგ აშმეიბას გავესაუბრეთ.

 

M: პირველ რიგში, როდიდან შედის ძალაში საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ და ვის ეხება ის?

დ.გ: საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ მიიღეს 2018 წლის მარტში. პირველ ეტაპზე კანონი შეეხო მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს #381 დადგენილების  მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის 1 აგვისტოდან და შესაბამისად შრომის ინსპექციამ დაიწყო კომპანიების მონიტორინგი. 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული კანონი ეხება ყველა ეკონომიკურ საქმიანობას.

M: რა ძირითად ვალდებულებას აკისრებს აღნიშნული კანონი კომპანიებს?

დ.გ: კომპანია ვალდებულია, თანამშრომლების რაოდენობის მიხედვით ჰყავდეს აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან სპეციალისტები, ასევე შეუძლია ისარგებლოს მსგავსი პროფილის კომპანიის აუთსორს მომსახურებით. აუცილებელია, კომპანიაში მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები: რისკების შეფასება, მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტაციის შემუშავება, შესაბამისი სწავლებები, ინციდენტების რეგისტრაცია და ა.შ.

M: შრომის უსაფრთხოება გულისხმობს ერთჯერად მომსახურებას თუ ეს მუდმივი პროცესია?

დ.გ: შრომის უსაფრთხოება მუდმივი პროცესია. პერიოდულად მიმდინარეობს სამუშაოების მონიტორინგი, რისკების შეფასება, მაკორექტრებელი ღონისძიებების განსაზღვრა, ინსტრუქტაჟები და ა.შ. რისკები და საფრთხეები მუდმივად ჩნდება, ამიტომ აუცილებელია მათი აღმოფხრა და კონტროლი.

M: რამდენი წელია, რაც HSE Group საქმიანობს და როგორ შეაფასებთ მის საქმიანობას?

ვ.ა: კომპანიის საქმიანობა იწყება 2016 წლიდან, თუმცა, შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში დამფუძნებლებსა და დასაქმებული პერსონალის უმეტეს ნაწილს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებამ მოთხოვნა გაზარდა ბაზარზე და სულ უფრო მეტი კომპანია ენდობა კომპანიის გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

M: რას სთავაზობს კონკრეტულად ეს საკონსულტაციო კომპანია მომხმარებელს?

ვ.ა: კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

  • შრომის უსაფრთხოების დანერგვა;
  • სახანძრო უსაფრთხოების დანერგვა/კანონთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • აუდიტი შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;
  • შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით მომზადება ISO სერთიფიცირებისთვის;
  • ჯგუფური ტრენინგები.

დეტალურად თითოეული შეთავაზებული სერვისი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

შრომის უსაფრთხოების დანერგვა:

  • პოლიტიკის განსაზღვრა;
  • რისკების შეფასება;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავება;
  • ყველა საჭირო ინსტრუქციის შემუშავება;
  • შესაბამისი ინსტრუქტაჟების ჩატარება;

სახანძრო უსაფრთხოების დანერგვა:

  • რისკების შეფასება;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებები;
  • ინსტრუქტაჟი/ტრენინგი;
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმის გაწერა;
  • ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებების განსაზღვრა;
  • საევაკუაციო გეგმის შედგენა;
  • პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა/მომზადება;

აუდიტი შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით:

  • დოკუმენტაციის შემოწმება;
  • საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრა;
  • რისკების შეფასება;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შემოწმება;
  • საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა;
  • ცეცხლმაქრების შემოწმება;
  • რეკომენდაცია საჭირო ცეცხლმაქრის ტიპზე, ზომაზე და ოდენობაზე;

შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით მომზადება ISO სერთიფიცირებისთვის:

  • ყველა საჭირო დოკუმენტის განსაზღვრა/შემუშავება;
  • წლის ინსტრუქტაჟების გეგმის შემუშავება;
  • შესაბამისი სწავლებების ჩატარება;
  • დოკუმენტაციის წარმოება;
  • გამაფრთხილებელი ნიშნების განსაზღვრა;

ჯგუფური ტრენინგებიგულისხმობს კომპანიისთვის ინდივიდუალურად გარკვეული ტრენინგების ჩატარებასა და სერთიფიკატების გაცემას.

M: რა სეგმენტზეა გათვლილი თქვენი მომსახურება?

ვ.ა: ჩვენი მომსახურება გათვლილია საქართველოს ბაზარზე ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორში მოქმედ კომპანიებზე.

M: რამდენად აქტუალურია დღეს საქართველოში შრომის უსაფრთხოება?

დ.გ: დღესდღეობით საქართველოში შრომის დაცვა და ტექნიკური უსაფრთხოება საკმაოდ აქტუალური სფეროა, რაც გამოიწვია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებამ. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემუშავებულ იქნა საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ეტაპობრივად სავალდებულო შესასრულებელ ნორმად განისაზღვრა საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის (თავდაპირველად ვალდებულება შეეხო კომპანიებს, რომლებიც ეწეოდნენ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს), ხოლო დღეის მდგომარეობით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან, მოიცვა მთლიანი ქართული ბაზარი.

M: თქვენს კონტრაქტორებზეც გვითხარით ერთი-ორი სიტყვა..

ვ.ა: მოცემულ ეტაპზე გვყავს საქართველოში მოქმედი რამდენიმე ათეული წამყვანი კონტრაქტორი კომპანია, თითოეული მათგანი საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია.

ჩვენი კონტრაქტორები არიან: „Wizz Air Hungary Airlines“ საქართველოს ფილიალი, „ავერსის კლინიკა“, „New Hospitals”, „GD ALCO”, „ინსტა“, „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ „ხორცპროდუქტების კომპანია ვაკე“, „Favorite“, და ა.შ.

კონტრაქტორების სრული ჩამონათვალი  მითითებულია ჩვენს ვებ გვერდზე :www.hsegroup.ge

M: რა ეტაპზეა ამჟამად კომპანია?

ვ.ა: ამჟამად კომპანია საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება. მომსახურების მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის აუცილებლობა, შესაბამისად, ავიყვანეთ როგორც დამწყები, ისე კვალიფიციური ლიცენზირებული კადრები და გამოვაცხადეთ სტაჟირების პროგრამა.  სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დამწყებ შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმაონ ცოდნა, მიიღონ სათანადო გამოცდილება და დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში. ამავდროულად, კომპანიაში მუდმივად ხდება დასაქმებული კადრების გადამზადება, მონაწილეობის მიღება თემატურ საერთაშორისო/ადგილობრივ სემინარებსა და კონფერენციებში, ჯგუფური მუშაობა საერთაშორისო  სტანდარტის ISO 45001 დანერგვის პროცესებში.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

დ.გ: ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთ-ერთ ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, რომლის  წარმატებით დასრულების შემდგომ, გავხდებით ქართულ ბაზარზე მათი პარტნიორი ორგანიზაცია. პარტნიორობა გამოხატული იქნება მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, საქართველოში უცხოელი სპეციალისტების მიერ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით აუდიტის ჩატარებაში.

ვ.ა: გარდა ამისა,  სამომავლო გეგმაა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავხსნათ ჩვენი წარმომადგენლობა, რომელიც რეგიონში არსებულ კომპანიებს დაეხმარებათ სამუშაო პროცესთან დაკავშირებული რისკების შემცირებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაში, ამავდროულად, კანონთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანს მათ საქმიანობას.

ასევე, ვმუშაობთ ანიმაციური ტიპის საინფორმაციო ვიდეოს შექმნაზე, რომელიც აამაღლებს ქართული საზოგადოების ცნობიერებას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით.

[R]

განხილვა