ახალმა კორონა ვირუსმა მთელი მსოფლიოს პარალიზება მოახდინა. ეკონომიკის ყველა დარგს შეეხო, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სეგმენტს მიაყენა გამოჩენის პირველივე დღიდან.
იმის შემდეგ რაც მსოფლიოში განახლდა მოგზაურობა და საზღვრები გაიხსნა, გაიზარდა ტურისტების მოთხოვნა უსაფრთხოებაზე და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ.
საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების დაცვასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ შორის კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, MAGNUM OPUS-მა,TÜV AUSTRIA-ს ექსკლუზიურმა კონტრაქტორმა, HSE GROUP-თან ერთად გადაწყვიტა, საქართველოშ არსებულ ტურიზმის სექტორს შესთავაზოს ჰიგიენის მართვის საერთაშორისო სტანდარტი „V-Safe“-ი.
TÜV AUSTRIA დამოუკიდებელი ტესტირებისა და სერტიფიცირების ავსტრიული კომპანიაა, რომელიც 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი შვილობილი კომპანიებითა და პარტნიორებით.
“V-Safe” საერთაშორისო სტანდარტი შემუშავებულია TÜV AUSTRIA-ს მიერ მსხვილი,საშუალო და მცირე ორგანიზაციებისთვის,ტურისტული ობიექტების, სასტუმროებისა და რესტორნების უსაფრთხო მუშაობის ხელშეწყობისთვის.
„V-Safe“ სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს უსაფრთხო სამუშაო, რასაც ტურისტული ობიექტები აქტიურად იყენებენ კონკურენტული უპირატოსობის მოსაპოვებლად სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე (Booking.com; Tripadvisor.com; Expedia.com და ა.შ)
TÜV AUSTRIA-მ უკვე მოახდინა 250-ზე მეტი ობიექტის სერტიფიცირება “V-Safe”-ის უსაფრთხოების სერტიფიცირების სისტემის მიხედვით ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში და ა.შ.
HSE GROUP-ი აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სექტორის შრომის უსაფრთხოების და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების რეგულაციების დაცვაში და განვითარებაში.
[პარტნიორის კონტენტი]