საქართველოს ბანკი რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, კომპლექსური და გაშლილი აიტი ეკოსისტემით. ციფრული პროდუქტების მეშვეობით ბიზნესის ზრდისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მეტად უზრუნველყოფისთვის ბანკმა აიტი გარემოს აქტიური კონტეინერიზაციის პროცესი დაიწყო.
რას ნიშნავს კონტეინერიზაცია და რატომაა დღეს ასეთი აქტუალური?
დღევანდელ აიტი სამყაროში კონტეინერიზაცია და K8s (Kubernetes) ტოპ ტრენდული თემებია. მარტივი განმარტებით, კონტეინერი აუცილებელი და საკმარისი გარემოა, რომელშიც ციფრული სერვისი შეიძლება გაეშვას;
ეს გარემო გაცილებით მსუბუქია, ვიდრე ვირტუალური მანქანები, რომლებიც აქამდე ფართოდ იყო გავრცელებული ციფრული პროგრამების მასპინძლობისთვის. კონტეინერების მეშვეობით დეველოპერებს სისტემების შექმნა გაცილებით მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ.
აპლიკაციებისა და სისტემების ჭრილში რომ შევხედოთ, შეუძლებელია, ბიზნესს ყველა მისი სისტემისადმი ერთნაირი დატვირთვა და მოთხოვნა ჰქონდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიტიკულობიდან გამომდინარე სისტემებს შეეძლოთ წარმადობის ავტომატურად ზრდა, ან კლება. Kubernetes, საბოლოო ჯამში, სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს – შეუფერხებლად და ოპტიმალური რესურსებით მოვემსახუროთ დინამიურ მომხმარებელთა ნაკადს და გავხადოთ აიტი ინფრასტრუქტურა საკმარისად ჭკვიანი იმისათვის, რომ ადამიანური ჩართულობის გარეშე აღმოფხვრას პრობლემები (Self-healing) ან მასშტაბირდეს ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.
როგორია გლობალური ტრენდები კონტეინერიზაციის მიმართულებით?
ყველა ის გიგანტი გლობალური კომპანია, რომელიც ციფრული პროდუქტის ხსენებაზე მოგაგონდებათ, უკვე იყენებს კონტეინერიზაციას და კუბერნეტისს, რომელიც დიდი რაოდენობის კონტეინერის ერთობლივად სამართავადაა შექმნილი.
K8s გუგლის ტექნოლოგიაა, რომლის კოდიც 2014 წელს გახდა აიტი სამყაროსთვის ხელმისაწვდომი და დღეს იყენებენ ისეთ კომპანიები, როგორებიცაა, ნეტფლიქსი, ადიდასი, ნინტენდო (მაგალითად, Pokemon Go ყოველდღიურ 20 მლნ აქტიურ მომხმარებელს სწორედ ამ ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს სტაბილურ ფუნქციონალს). მარტივად – ორგანიზაციებისთვის, რომელთა პროგრამებს მაღალი ბიზნესკრიტიკულობა აქვთ, K8s უამრავი ბენეფიტის მომტანი შეიძლება იყოს.
საქართველოს ბანკის გზა
საქართველოს ბანკი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია ხარისხიანი ციფრული პროდუქტების მიწოდებაში, თუმცა კონტეინერიზაცია ამ ფუნქციების შექმნის სისწრაფეს და მასშტაბირების შესაძლებლობას სულ სხვა საფეხურზე გადაიყვანს. ბანკის დევოპსის გუნდი უკვე წლებია მუშაობს სწრაფი და ხარისხიანი პროდუქტის გაშვების უზრუნველსაყოფად, რათა ახალი ფუნქციები მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად მარტივად და უწყვეტად იქნას ხელმისაწვდომი. ბანკში დანერგილია მუდმივი ტესტირების, გაშვების და მონიტორინგის გადაწყვეტილებები, რაც კომპლექსური აიტის გარემოს თანამედროვე, საუკეთესო ტექნოლოგიებით მართვის საშუალებას იძლევა.
საქართველოს ბანკის აიტი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მუდმივად მზარდი აიტი ინფრასტრუქტურის და სერვისების მართვა უფრო მოქნილი და მომავლისთვის მზა რომ ყოფილიყო, დაინერგა სრულიად ახალი ტექნოლოგია, რომელიც ხშირად დიდი აფეთქების მსგავსად ცვლის ტექნოლოგიურ მოწყობას და ბიზნესს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად ეფექტურად მართოს მომხმარებელთა მზარდი ნაკადების ფონზე ციფრული რესურსები. Rancher-ის კონტეინერიზაციის პლატფორმის მეშვეობით ბანკის პროგრამისტებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებლად, ოპერატიულად და მარტივად მართონ გარემო, რომელშიც კოდი შეიქმნება, გაეშვება,იმუშავებს და მასშტაბირდება. დევოპსის გუნდს კი სრული კონტროლი ექნება იმაზე, რომ დეველოპერების მუშაობა მაქსიმალურად შეუფერხებელი და მსუბუქი იყოს.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება სრულ თანხვედრაშია საქართველოს ბანკის გუნდების Agile მოწყობასთან, სადაც გუნდის წევრები, ბანკის ციფრული პროდუქტების შესახებ – იქნება ეს ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი თუ სხვა, გუნდის წევრებს მოუხსნის ყველანაირ დაბრკოლებას და აუცილებლობას, ელოდონ აიტი მხარდაჭერის ან კიბერუსაფრთხოების თანამშრომლებს კონკრეტული რესურსების გამოსაყოფად ან შესამოწმებლად. ეს ყველაფერი კონტეინერების ორკესტრაციის პლატფორმის შექმნისას იქნა გათვალისწინებული.
„ლომის და ხარის დამეგობრება“ ანუ რატომ აირჩია რანჩერის კონტეინერების ორკესტრაციის პლატფორმა საქართველოს ბანკმა
ლომი საქართველოს ბანკის სიმბოლოა, ხარი – Suse Rancher-ის. შესაბამისად, ეს სათაური სიმბოლურად ასახავს იმ კოლაბორაციას, რომელიც 2021 წლიდან HT Solutions-ის ინჟინრების დახმარებით ამ ორ კომპანიას შორის დაიწყო.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონტეინერიზაციის მასშტაბურად ადაპტაცია ბიზნესში საკმაოდ მნიშვნელოვან ცვილებებს განაპირობებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ბანკმა არაერთი K8s-ის დისტრიბუტივი განიხილა და გატესტა საკუთარ გარემოზე. გადაწყვეტილება კი, რანჩერზე შეაჩერა – გამოყენების სიამრტივისა და ფუნქციონალის სისრულის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ რანჩერი შექმნილია ღია-კოდის პრინციპით და ბიზნესს მისი გამოყენება სრულიად უფასოდ შეუძლია პირველივე დღიდან. პროდუქტის სატესტო გაშვების დროს გამოჩნდა, რომ ამ მისი მეშვეობით ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს ძვირფასი დრო გამოუთავისუფლდებოდათ, რათა მნიშვნელოვანი ფუნქციებისა და პროდუქტების შექმნაზე ფოკუსირდებულიყვნენ.
გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ე.წ. self-service ეკოსისტემაც დეველოპერებისთვის, რაც Agile მეთოდოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესია, რათა პროგრამისტებმა მაქსიმალურად დამოუკიდებლად შეძლონ აპლიკაციის დეველოპმენტის ციკლის მართვა.
რა ეტაპზეა პროექტი და რა გეგმები აქვს საქართველოს ბანკს სამომავლოდ?
პლატფორმა დღეს უკვე სრულად გაშვებულია და, მაგალითად, Solo.ge და Core Banking-ის უკვე კონტეინერიზირებულ გარემოშია დასტარტული. ბანკის გეგმით, ბიზნეს კრიტიკული სერვისების 60%-ზე მეტი კონტეინერიზირებული გარემოსთვის უნდა გადამზადდეს, რაც ღრუბლობანი ტექნოლოგიებისთვის მზა, მარტივად მასშტაბირებადი ეკოსისტემის შექმნას დაედება საფუძვლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ბანკის DevOps ინჟინრები მაქსიმალურად მოდერნიზებულ ორკესტრაციის პლატფორმას მართავენ, რაც მათი კარიერული განვითარებისა და მუშაობის პროცესისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი უნდა იყოს.
HT Solutions-ს Kubernetes ორკესტრაციის პლატფორმა სხვა ორგანიზაციებშიც აქვს დანერგილი. რა აქვს კონკრეტულად ამ პროექტს უნიკალური?
HT Solutions-ის გენერალური დირექტორი, ნინო გვაზავა:
,,ჩვენ საქართველოს ბანკის შემთხვევაში რანჩერთან ერთად კონტეინერების კომუნიკაციისა და უსაფრთხოების ნაწილში გამოვიყენეთ ტექნოლოგიები, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა და გლობალურადაც სულ 2 წელს ითვლის, თუმცა ექსპონენციალურად იზრდება მათი მომხმარებელთა რაოდენობა. გარდა იმისა, რომ ფუნქციურად უნიკალური პლატფორმა შეიქმნა, K8s ბანკს საშალებას მისცემს დაიწეროს infrastrucutre Agnostic აპლიკაციები, რომელთა გაშვებას და მართვას როგორც ლოკალურ დატაცენტრებში ასევე სხვადასხვა ღრუბლოვან გარემოებში შეუფერხებლად შეძლებენ“.
[პარტნიორის კონტენტი]