27
Feb
2019

Hotels & Preference ჰუალინგ თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი “ბილტმორის” გუნდში გადავიდა

27 Feb 2019

ნინუცა ჩეჩელაშვილი Hotels & Preference Hualing Tbilisi-ს მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ელექტრონული კომერციის მენეჯერი ოთხ წელზე მეტხანს იყო. ცოტა ხნის წინ, ნინუცა “ბილტმორ თბილისის” გუნდს შეუერთდა, სადაც მარკეტინგისა და PR-ის განყოფილებას უხელმძღვანელებს. რას უკავშირდება ეს ტრანსფერი? რა მოლოდინები აქვს და როგორი გამოწვევების წინაშეა ახალგაზრდა მარკეტერი? ამ კითხვებზე საპასუხოდ, ნინუცა ჩეჩელაშვილს მივმართეთ.

ნინუცა ჩეჩელაშვილი: “ვაგრძელებ ისევ სასტუმროს ინდუსტრიაში მუშაობას. სამსახურის შეცვლის მიზეზი დროის ფაქტორი იყო. რა თქმა უნდა, როდესაც ოთხ წელს ატარებ ერთსა და იმავე სამსახურში, ის შენი მეორე ოჯახი ხდება. თუმცა, სიახლეების, ახალი შთაბეჭდილებების, გამოწვევებისა და თავგადასავლების დროა. “ბილტმორში” არის ბევრი საინტერესო პროექტი, რასაც მომავალში ვხედავ. ბევრი ობიექტია, რაც კრავს “ბილტმორის” ბრენდს და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ამ ყველაფერზე მუშაობა. განსხვავება ისაა, რომ “ჰუალინგის” შემთხვევაში, ნულიდან დავიწყე ყველაფერი, აქ კი სხვებს უკვე აქვთ ნამუშევარი, რაც არაა მარტივი მოცემულობა. “ბილტმორის” საკომუნიკაციო სტრატეგია იქნება იგივე, თუმცა, ჩემი მხრივ, აუცილებლად ვიმუშავებ საუკეთესო და განსხვავებული სიახლეების შექმნისთვის.”

განხილვა