in

როგორ აღინიშნება 1 ივნისი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზაში“ ?!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს 1950 წლიდან აღინიშნება. ზაფხულის პირველ დღეს ღონისძიებები, მსოფლიოს მასშტაბით, და მათ შორის საქართველოშიც ტარდება. თბილისში, ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ იქნება. როგორც „ჰუალინგ ჯგუფის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი მარიამ პეტრიაშვილი ამბობს, საზეიმო ღონისძიებები 1-3 ივნისს, თითქმის, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/HualingTbilisiSeaPlaza/videos/1840302389605846/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

მარიამ პეტრიაშვილი: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენთან დიდი მზადებაა. 1 ივნისს, 12-ის ნახევრიდან 5-ის ნახევრამდე, პლაზაში მოსულ სტუმრებს უამრავი თამაში, მულტფილმის გმირები, ჯამბაზების შოუ, სახის მოხატვა, უზარმაზარი „სასრიალოები“ და ბატუტები ელოდება. 16:00-დან 20:00 საათამდე კი წარმოგიდგენთ კონცერტს ექსპერიმენტორიუმის დაუვიწყარი წარმოდგენით, ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვთა ანსამბლისა და ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტის „პატარა ვარსკვლავების“ მონაწილეობით.

M: ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ღონისძიებები მხოლოდ 1 ივნისს იქნება?

გასართობი ღონისძიებები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 2 და 3 ივნისს 11:30-16:30 საათამდე ბავშვებს ისევ ძალიან საინტერესო გასართობი პროგრამა ელით. პარალელურად, გაიმართება გრანდიოზული და ძალიან სახალისო თამაში „განძთა კუნძული“, სადაც უამრავი ბავშვი შეძლებს პრიზის მოგებას.

M: ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია?

სამივე დღეს, ნებისმიერ გასართობ პროგრამასა თუ კონცერტზე დასწრება არის უფასო და ველოდებით ყველა ბავშვს, ვისაც სურს, ჩვენთან ერთად გაატაროს ეს შესანიშნავი დღე.

M: რაც შეეხება ღონისძიებების მიზანს . . .

გვინდა, ბავშვებს კიდევ უფრო გავულამაზოთ დღეები და ვიზრუნოთ მათ კარგ განწყობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი ახალი და ძალიან გრანდიოზული გასართობი დარბაზი, რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს.

M: ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქში ბევრი ღონისძიება იმართება. რით იქნება საინტერესო და გამორჩეული „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზას“ პროგრამა?

პირველ რიგში, ჩვენთან საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი. გარდა ამისა, მხიარულება არა ერთი, არამედ 3 დღს გაგრძელდება. ასევე, 3 ივნისს „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ 100 სოციალურად დაუცველ ბავშვს უმასპინძლებს. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიზრუნებთ მათ კარგ განწყობაზე და სამახსოვროდ საჩუქრებს გადავცემთ.

[R]

მანქანა თან მოძრაობს, თან იმუხტება! პირველი ელექტრიფიცირებული გზა! – UPDATE

მაიკლ ჯორდანის “ფრთების” მაია მურისებური ვერსია – Jordan-ის ​ვიდეორგოლი