in

“Huawei” ქართულ ბაზარზე მობილური ტელეფონების შემოტანას იწყებს

მსოფლიო ბაზარზე ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია 1988 წლიდან მოღვაწეობს. მისი ოფისები 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და 140 000 მდე თანამშრომელი ჰყავს, მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2G/3G მობილურ ტექნოლოგიებში კომპანია ”ჰუავეი” მასშტაბური კომპანიების სამეულში შედის, ხოლო ფიქსირებულ, ოპტიკურ-სატრანსმისიო და CDMA/WiMax ტექნოლოგიებში პირველ ადგილზეა. ”ჰუავეი” საქართველოში 2001 წლიდან  შემოდის და სხვადსხვა ტექნოლოგიებს ნერგავს, მათ შორის არის ავტომატური სატელეფონო სადგურები(ყოფილი „გაერთიანებული ტელეკომი“). იგი აქამდე ძირითადად სილქნეტთან, მაგთისთან და ჯეოსელთან თანამშრომლობდა, ახლა კი, 2012 წელს იგი საცალო ბაზარზე მობილური ტელეფონების შემოტანას იწყებს. მისი პროდუქცია როგორც გავიგეთ ალტაში გაიყიდება. ინფორმაციის დასადასტურებლად და სამომავლო გეგმების გასაგებად მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერ ზურა ვასაძეს დაუკავშირდა.

 

რატომ დაინტერესდა ჩინური გიგანტი ისეთი პატარა ბაზრით როგორიც საქართველოა ?

დღეს Huawei მსოფლიო ბაზარზე ბიზნესს კიდევ უფრო აფართოვებს და საცალო ბაზარზე ოპერირებისთვის ემზადება.  ქართული ბაზარი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ქართველი მომხმარებელი არის მგრძნობიარე და მომთხოვნი მაღალი ხარისხის მობილური ტელეფონების მიმართ, რომელიც მისაღები იქნება ფასითაც.  ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი შემოსვლა სამომხმარებლო ბაზარზე მობილური ტელეფონით იქნება წარმატებული და ნაყოფიერი.

რა სახის პროდუქციის შეთავაზებას აპირებთ ქართველი მომხმარებლისთვის და სად გაიყიდება თვქენი პროდუქტი?

მომხმარებელს შევთავაზებთ ანდროიდის ტიპის 5 სმარტფონის სახეობას ყველა საფასო სეგმენტისთვის, 7 ინჩიანი და 10 ინჩიანი PC „ტაბლეტის“ 2 სახეობას,  USB 3G მოდემებს. ჩვენი პროდუქციის დისტრიბუტორი გახლავთ „ალტა“ და ჩვენი პროდუქცია სწორედ იქ გაიყიდება.

 როგორ ფიქრობთ ვინ არის ქართულ ბაზარზე თქვენი პროდუქციის ძირითადი კონკურენტი?

კომპანია ჰუავეი ტელეფონებს 2003 წლიდან აწარმოებს, მაგრამ 2011 წლამდე ჩვენი ტელეფონები მხოლოდ ოპერატორების ბრენდით იყიდებოდა (მაგალითად Vodafone, T-mobile, საქართველოში კი Geocell). 2011 წელს კომპანიამ გადაწყვიტა თავისი ტელეფონების საცალო ვაჭრობაში გატანა. და სულ რაღაც წელიწად ნახევარში, ჩვენ შევძელით სამეულში შესვლა, მაგალითად 2012 წლის მესამე კვარტალის მონაცემებით მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით, ჰუავეიმ მესამე ადგილი დაიკავა, სამსუნგისა და ეფლის შემდეგ. საქართველოშიც იგივე კონკურენტები გვყავს.

რას თვლით იმ კონკურენტულ უპირატესობად რაც თქვენ გაგაჩნიათ?

ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, ძირითადად არის ხარისხისა და ფასის შეფარდება, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და ის უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც კომპანიას აქვს ტელეკომუნიკაციის სფეროში.

რაიმე აქციებს თუ გეგმავთ საცალო ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით?

„Tbilisi Huawei Technologies Co“ საცალო ბაზარზე თავის დამკვიდრებას  კრეატიული მიდგომით გეგმავს, დაიგეგმება ბრენდის მხარდამჭერი პერიოდული ღონისძიებები და  გათამაშებები სოციალურ ქსელში. ამ ეტაპზე დაგეგმილია 5 პრიზის გათამაშება (4 სმარტფონი და ერთი პლანშეტი)Huawei Georgia-ს ფეისბუკის გვერდზე.

პრაქტიკული რჩევები დამწყებ მეწარმეებსა და ბიზნესით დაინტერესებულ სტუდენტებს

ცისარტყელის ფერები

ფერების ფერადი ფსიქოლოგია