11
Jun
2014

ჰუავეის ახალი რეკლამა საქართველოს ბაზრისთვის

11 Jun 2014

წარმოგიდგენთ ჰუავეის ახალ რეკლამას. ვიდეოს კრეატიული კონცეფცია Holmes & Watson – ეკუთვნის.  შემსრულებელი: “მაგნეტ სტუდიო” რეჟისიორი: დავით ბორჩხაძე ოპერატორი: გოგა დევდარიანი

მარკეტერი ალტას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს, დიმიტრი აბულაძეს ესაუბრა:

“ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალურობის გრძნობა. ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არც თუ ისე დიდი შემოსავალი აქვთ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მრავალფუნქციური და დახვეწილი სმარტფონი, მისაღებ და რაციონალურ ფასად. სწორედ ასეთი არის ჰუავეი. ჩვენ გადავწყვიტეთ რათა ქართველი ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ის საშუალება რომელიც ბევრისთვის აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი. დღეიდან ნებისმიერ სტუდენტს თავისი კუთვნილი შემოსავლით შეუძლია შეიძინოს: თანამედროვე დიზაინის, მულტიფუნქციური სმარტფონი რომელიც დაეხმარებათ იყვნენ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. ჰუავეი მათ ეხმარებათ იყვნენ სხარტები, მოხერხებულები, თანამედროვეები და რაც მთავარია ჰუავეი უმარტივებთ გზას რათა ისინი იყვნენ ერთად

განხილვა