20
May
2019

რა შეიცვლება Huawei-ს მომხმარებლებისთვის Android-ის ლიცენზიის შეჩერების შედეგად

20 May 2019

მას შემდეგ, რაც Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა, ამ კომპანიის მიერ წარმოებული სმარტფონის მომხმარებლები გაურკვევლობაში არიან. ზუსტი პასუხების გაცემა, ალბათ, რთული იქნება, რადგან სრულფასოვანი, ოფიციალური და დეტალური განცხადება სიახლესთან დაკავშირებით არც ერთ მხარეს (Google, Huawei) არ გაუვრცელებია. ვიცით მხოლოდ ის, რომ Huawei-ს Android-ის ლიცენზია ნამდვილად შეუჩერდა, Huawei-ს მომხმარებლები კი არც თუ ისე უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ ამ ტიპის სმარტფონებით სრულფასოვნად ვეღარ ისარგებლებენ.

დამაიმედებლად ჟღერს მათთვის, ვინც უკვე არის Huawei-ს სმარტფონის მფლობელი – თქვენ Google Play-ზე წვდომას შეინარჩუნებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ შეძლებთ აპლიკაციების გადმოწერას. თუმცა, სავარაუდოდ, Android-ის სისტემური განახლება შეგეზღუდებათ. (აღნიშნული განახლების გამოშვება წლის ბოლოსთვის იგეგმება).

რაც შეეხება კომპანიის ახალ სმარტფონებს, აქ არაფერია დამაიმედებელი. სავარაუდოდ, Huawei-ს ახალ სმარტფონის შეძენის შემთხევაში, აღარ გექნებათ წვდომა Google-ის აპლიკაციებზე, მათ შორის, Gmail-ზე, Youtube-სა თუ Google Maps-ზე.

ლიცენზიის შეჩერების საპასუხოდ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა, უცნობია, რამდენად სანდო იქნება ის. სხვა მხრივ კი, ცალკეული ოპერაციული სისტემის ქონა Huawei-სთვის არც ისე მოგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

განხილვა