17
Jun
2019

„ჩვენი შემოსავალი $30 მილიარდით შემცირდება“ – Huawei-ს დირექტორი

17 Jun 2019

Huawei-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რენ ჟენფეი ამბობს, რომ ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში, კომპანია $30 მილიარდს დაკარგავს.

„მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ხარჯებს შევამცირებთ, შედეგად, ჩვენი შემოსავალი $30 მილიარდით შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიის ამ და მომავალი წლების გაყიდვების  შემოსავალი, დაახლოებით, $100 მილიარდი იქნება“, – ამბობს რენ ჟენფეი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი აშშ-ის ბოლოდროინდელი კამპანიის შედეგია.

CNN-ის ინფორმაციით, Huawei ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებელი და „სმარტფონების“ #2 ბრენდი გახდა მსოფლიოში, იმის მიუხედავად, რომ ამერიკის ბაზარი მისთვის, დაახლოებით, ათი წელი იყო „დახურული“. როგორც მედიასაშუალება წერს, დაახლოებით, 4 კვირაა, აშშ-ის სავაჭრო შავ სიაში მოხვედრის გამო კომპანია მნიშვნელოვნად ზარალდება – კარგავს შემოსავლებს „სმარტფონების“ გაყიდვებიდან და დომინანტ პოზიციებს 5G ინტერნეტის აღჭურვილობის ბაზარზე. 

„მიმდინარე წელს, საზღვარგარეთ, Huawei-ს „სმარტფონების გაყიდვებმა, 40%-ით იკლო“, – ამბობს რენ ჟენფეი.

განხილვა